воскресенье, 23 января 2011 г.

პაოლო იაშვილის მეორედ დაბადება

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში(და თუ არ ვცდები, არა მარტო მართლმადიდებლური ეკლესიის) პირველად მოხდა ფაქტი, როდესაც საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა თვითმკვლელობის უმძიმესი ცოდვა შეუნდო ადამიანს, დიდებულ ქართველ პოეტს პაოლო იაშვილს. 21 მარტს, კვირას, სამების საკათედრო ტაძარში პოეტს პატრიარქმა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაუხადა.

ეს ფაქტი ქართველი საზოგადოებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ყველასათვის ცნობილია, რომ საბჭოთა რეპრესიების პერიოდში ბევრმა ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება, რაც საბჭოთა სისტემის მიმართ მათ პროტესტს გამოხატავდა. სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვაზე თვითმკვლელობის შენდობის შესახებ პატრიარქის ქადაგების მოსასმენად უჩვეულოდ ბევრი ხალხი შეიკრიბა.

პატრიარქმა მრევლს ასე მიმართა:დღეს განსაკუთრებული დღეა, დღეს არის მეორედ შობა პაოლო იაშვილისა, ჩვენ მივიღეთ მხედველობაში მძიმე გარემოება, რომელიც არსებობდა 1937 წელს, როგორი რეპრესიები იყო, ამ რეპრესიებში მოხვდა პაოლო იაშვილი, ის არაერთხელ იყო გამოძახებული უშიშროებაში, მან გამოიარა მთელი რიგი წამება, ეწამებოდა ძალიან ვაჟკაცურად, მძიმე პირობებში იყო, იგი მორიგი მწერალთა კავშირის სხდომის დროს გავიდა სხვა ოთახში და მოიკლა თავი. ეს იყო მეხის დაცემა, მაგრამ მან მოიკლა თავი იმისათვის, რომ არ გაეცა თავისი მეგობრები, მწერლები, პოეტები.

ამ სხდომის შემდეგ უნდა ყოფილიყო გამოძახება ბერიასთან. თავის შვილს, მედიკოს დაუტოვა წერილი, სადაც წერდა, ჩემი თვითმკვლელობა შენთვის უკეთესიაო, ვერ გაუძლებ იმ წამებას, რომელიც მელოდებაო.ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი და პოეტი, უერთგულესი შვილი საქართველოსი, მისთვის არ ლოცულობდნენ, არ აქვთ აგებული წესი, დღეს შესრულდება პირველი პანაშვიდი მისი სულისთვის, შემდეგ მინდა ვთხოვო მის ახლობლებს დარჩნენ და მე გავაყოლებ მოძღვარს მამა პეტრეს, დიდუბის პანთეონში და წესს აუგებს საფლავზე პოეტს. ეს მართლაც მეორედ შობაა მისი. ღმერთმა შეუნდოს მას თვითმკვლელობა, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი უკვდავი სული.“

პაოლო იაშვილის ტრაგედია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ნელ-ნელა და თანდათანობით მზადდებოდა, როგორც მერე მისი თანამედროვეები იტყვიან, მწერალმა საბედისწერო განაჩენს , უბრალოდ, ერთი ნაბიჯით დაასწრო, იმ განაჩენს, რომლითაც ხალხის და ქვეყნის მტრად შერაცხულთათვის ტყვია უნდა დაეხალათ.

გარდა შემოქმედებითი დისკუსიებისა, რომელიც ბოლო ხანს პაოლოს უმართავდნენ ხოლმე "იდეოლოგიური მავნებლობის" გამო, მკაცრად აკრიტიკებდნენ ახლო ურთიერთობისათვის "ხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან": ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან, აღნიაშვილთან. ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის "მოღალატეობრივ საქმიანობაზე".

ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი, ზიზღნარევი აღშფოთებით გმობდნენ "ხალხის მტრისა და დივერსანტის" საქციელს და კატეგორიულად უსვამდნენ საკითხს, თუ მართალი ხარ-დაგვიმტკიცეო. ასე თანდათანობით მზადდებოდა საფუძველი პაოლო იაშვილის ტრაგედიისთვის.
პაოლო ადვილად არ ეგუებოდა მდგომარეობას. მითუმეტეს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები სრული სიყალბე და ცილისწამება იყო. მაგრამ, სამწუხაროდ, თავის გამართლებისა და გადარჩენის არანაირმა ფორმამ არ გამოიღო შედეგი.

სიცოცხლით სავსე პოეტი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, თითქმის ყველას ჩამოშორდა, თავის განუყრელ მეგობარს, ტიციანსაც კი. ხავერდოვან თვალებში განუშორებელი სევდა ჩაუდგა. იშვიათად თუ ვხვდებოდით, ისიც მწერალთა სასახლეში ან მაჩაბლის ქუჩაზე. ასე ზეზეულად ჩაქრა მისი მჩქეფარე სიცოცხლე". – წერს შალვა აფხაიძე.
მწერალთა სასახლეში დატრიალებული ტრაგედიით სულშეძრულ და აცრემლებულ მიხეილ ჯავახიშვილს უთქვამს: "ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობა"-.
პატრიარქის გადაწყვეტილებას სიხარულით შეხვდნენ ქართველი მწერლები.

ლაშა თაბუკაშვილი, მწერალი: რაც უფრო დაჟინებით ჩააცქერდები ქვესკნელს, ისიც სულ უფრო მეტად დაინტერესდება შენით, დრო იყო ასეთიო, ჩაილაპარაკებს მხდალი, მაგრამ ის დრო ვინ შექმნა? ვინ დააყენა სასიკვდილო არჩევანის წინაშე, არა მხოლოდ მრავლად ჩინებულნი, არამედ, მცირედ რჩეულნიც.

- მე ამათ დავუმტკიცებ, რომ ვაჟკაცი ვარ! - ჩაულაპარაკა მწერალთა დარბაზში პაოლომ მიხეილ ჯავახიშვილს. მართლაც-და რა ელოდა წინ, წამება და სიკვდილი თუ მეგობრებს არ გასცემდა. ყველას აქვს ზღვარი სულიერი სიმტკიცისა, და რაც ყველაზე მტკივნეულია, ის დაუცველი წერტილი, რომელიც ჯალათს განსაკუთრებით აინტერესებს, ამ შემთხვევაში ეს ოჯახია, რომელიც შენვე უნდა გასწირო და პირველ რიგში, პატარა მედეა. აკი შემდგომში მხოლოდ შენი შესანდობრის დალევის გამო, ცხრამეტი წლით გააციმბირეს შენი ძმისშვილი კუკუნა.

- მე ამათ დავუმტკიცებ, რომ ვაჟკაცი ვარ! - ეს გამოსავალი იპოვნე, და შენი გასროლით გეგონა, ქვესკნელიდან წამოსულ ავ ტალღას ჩაახალე ჟაკანი.
ვინა ვართ ჩვენ, თვითონ ცოდვებით დამძიმებულნი, მხოლოდ ერთადერთმა ძალამ აგხსნა ხუნდები - დედა ეკლესიამ და მისმა უბადლო მესაჭემ - სრულიად საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

როგორც აფრის ტკაცუნი,
მოფრენილი ზღვიდან,
ისეთი ვაჟკაცური
გაქროლება მინდა!

სულ ლამაზად გექროლოს, ქროლვას მონატრებულო, პაოლოს სულო!“

გურამ დოჩანაშვილი, მწერალი:ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა დღეს. პაოლო ჩვენი სიამაყე იყო. ეს არის პატრიარქის დიდი დამსახურება, რომ გვახსენებს, რაოდენ ღირსეული წინაპრები გვყავდა, ეს არის უდიდესი ბედნიერება ჩემთვის და ყველა ქართველისთვის. ყველაფერი მახარებს, რაც ადამიანებს ბედნიერებას ანიჭებს.

თამაზ ჩხენკელი, მწერალი:ნამდვილად კარგი ფაქტი მოხდა, მით უმეტეს, რომ ეს არც იყო თვითმკვლელობა, ეს იყო მკვლელობა, პაოლო იაშვილმა დაასწრო დახვრეტას, იზულებული იყო ასე გაეკეთებინა. მე მამია გურიელმა მომიყვა რა ხდებოდა მწერალთა კავშირში, როცა ეს საშინელი ტრაგედია დატრიალდა, რას ამბობდნენ მწერლები, ვინ როგორ მოიქცა, ძალზე ცოტა იყო მაშინ ისეთი ადამიანი, ვინც ეს ნაბიჯი პაოლოს ღირსებად და ვაჟკაცობად ჩაუთვალა, არადა, მართლაც ასე იყო. ეს იყო იდეისთვის სიკვდილი, დამარცხებული იდეისთვის თავგანწირვა“.

Комментариев нет:

Отправить комментарий