воскресенье, 23 января 2011 г.

ზიგმუნდ ფროიდის ციტატები

   1) “ჩვენი საუკეთესო სათნოებანი ამოზრდილია უბოროტეს მიდრეკილებათა ნიადაგზე.”
2)“ფსიქიკურიდან წინასწარგანზრახულობის გამორიცხვა არ შეიძლება.”
  3)  “ანატომია ბედია.”
4)”ღმერთის საფუძველი სხვა არაფერია თუ არა განდიდებული მამა.”
  5)  ”ეგო არ არის მბრძანებელი საკუთარ სახლში.”
6)”სადაც არის იდი, უნდა მოვიდეს ეგო.”
  7) ”აზროვნება არის ექსპერიმენტი მცირე ენერგეტიკული დანახარჯებით, როგორც სარდალი გადაადგილებს პატარა ფიგურებს რუქაზე რათა ჯარმა წინასწარ განსაზღვროს საკუთარი მისია.”
  8)  ”რელიგია არის ილუზია და იგი დამყარებულია ადამიანის ინსტინქტურ წაქეზებებზე.”
9)”სექსის ეფექტი არის ჩახშობათა მათემატიკური ჯამის პროპორციული.”
   10) ”ზოგჯერ სიგარა უბრალოდ სიგარაა.”
11)”პარანოიდი ბოლომდე არასდროს ცდება.”
12)    ”ერთი რამ, რაც შეიძლება მოკლედ ითქვას მასტურბაციის შესახებ არის ის, რომ იყო დარცხვენილი.”
   13)  ”სადიზმი მამაკაცურთან და მაზოხიზმი ქალურთანაა ინტიმურ კავშირში”.
14)”სადიზმსა და მაზოხიზმში ორი გამოკვეთილი მაგალითია ლტოლვის ორი სახის აღრევისა: ეროსისა – აგრესიასთან.”
   15) ”ჩვენ ვართ ჩვენი მისწრაფებები.”
16)”არასდროს ვართ ისეთი დაცული ტანჯვისგან, როგორც მაშინ, როდესაც ვართ სიყვარულში.”
    17)”სიყვარული და შრომა ადამიანურობის ქვაკუთხედია.”
18)”შეცდომიდან შეცდომამდე შესაძლებელია დიდი ჭეშმარიტების აღმოჩენა.”
  19) ”ადამიანი რაც უფრო მეტად ზღუდავს გარეთ მიმართულ აგრესიას, მით უფრო მკაცრი, მაშასადამე აგრესიული რჩება თავის “მე–იდეალში”.
 20) ”ჩვენზე დაკისრებული ლტოლვათა შეზღუდვები ნიშნავს მძიმე ფსიქიკურ ტვირთს”.
21)“აზროვნება არის ექსპერიმენტი მცირე ენერგეტიკული დანახარჯებით, როგორც სარდალი გადაადგილებს პატარა ფიგურებს რუკაზე, რათა ჯარმა წინასწარ განსაზღვროს საკუთარი მისია”.
  22) ”ვინც საკუთარ თავს სკეპტიკოსად თვლის, კარგს იზამდა, თუ შემთხვევისდა მიხედვით სკეპსისშიც შეეჭვდებოდა”.
  23) ”ადამიანის გონითი მოღვაწეობის ერთი ნაწილი – რეალური გარესამყაროს დაუფლებაზეა მიმართული, მეორე – სურვილის ასრულებას, განდევნილი სურვილის შენაცვლებით დაკმაყოფილებას მიელტვის. ამ შემოქმედებას ეკუთვნის მითი, პოეტური შემოქმედება, ხელოვნება. მესამე, მეტად სერიოზული ნაწილი ადამიანის გონითი საქმიანობისა, რომელმაც შექმნა დიდი ინსტიტუტები რელიგიისა, სამართლისა, ეთიკისა და სახელმწიფოებრიობის ყველა ფორმები, არსებითად იმას უმიზნებს, რომ ერთეულმა შეძლოს თავისი ოიდიპოსის დაძლევა და მისი ლიბიდო ინფანტილურიდან საბოლოოდ სასურველ სოციალურში გადაიყვანოს”.

i

Комментариев нет:

Отправить комментарий