воскресенье, 21 августа 2011 г.

ერიხ მარია რემარკი –" ტრიუმფალური თაღი ."

                                                       ნაწარმოების მიმოხილვა :
     " ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება. ადამიანის ადგილი კი არსად არის !– ეს ტკივილი დაყვება ერიხ მარია რემარკის რომანის "ტრიუმფალური თაღის " გმირს –გერმანელ ექიმს ,საფრანგეთში რომ გამოქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. ახალ ბაბილონად ქცეულა ემიგრანტებისთვის პარიზი .რომანის გმირები დაღუპული გემის  გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან ,რომლებიც დანისლული ზღვის  ზედაპირზე დაცურავენ . ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი, რომლისკენაც სწრაფვა ,ამავდროულად , გადარჩენისთვის ბრძოლას მოგვაგონებს . ფაშიზმისგან გაგიჟებული ევროპა თითქოს ტრიუმფალური თაღის ქვეშ მოქცეულა .ეს რომანი კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს დიდ სიყვარულსა და არანაკლებ  დიდ სიძულვილზე ,რომლის წინააღმდეგ ბრძოლას მრავალი მარცხისა და გულისტკენის შემდეგაც არ უშინდება ნაწარმოების მთავარი გმირი.
       ...და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს ,"ტრიუმფალური თაღის " დასასრულს ომი მხოლოდ იწყება . 

                                       ჩემ მიერ ამოწერილი ციტატები :

 1)"მარადიული იაფფასიანი სასოწარკვეთილება ღამის წყვდიადის სასოწარკვეთილებაა ,რომელიც სიბნელეს მოსდევს და მასვე მიჰყვება."
2)"ყველაზე მძიმე დროსაც კი უნდა ვიფიქროთ ერთგვარ ფუფუნებაზე."
3)"ყველანი თითქოს პატარა ნაპერწკლები ვართ , უჩინარი ქარისგან დევნილნი."
4)"ღმერთს არ უყვარს გულქვა სულები , ივიწყებს მათ არსებობას , ამიტომაც ცოცხლობენ უსასრულოდ დიდხანს."
5)"ადამიანი ვერასოდეს გამოიწრთობა .შეუძლია მხოლოდ ბევრ რამეს მიეჩვიოს.
  –დიახ, მაგრამ არის ზოგი რამ ,რასაც ვერასოდეს მიეჩვევი , ძნელია ამის მიზეზის პოვნა."
6)"ადამიანს მხოლოდწვრილმანები ამშვიდებს –წყალი ,სუნთქვა , საღამოს წვიმა .... ვინც მარტოა ,მხოლოდ ის გაიგებს ამას."
7)"სიცოცხლე იმაზე მეტია ,ვიდრე სენტიმენტალურ ვნებათა კრებული "
8)"ვიდრე ცოცხალი ხარ, არავის ენაღვლები , მოკვდები თუ არა , არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი ხდები."
9)"ჯობს წამით სირცხვილი გამოცადო , სამაგიეროდ , შემდეგ სიმშვიდით დატკბები."
10)"ვინ შეძლებდა ცხოვრებას , დავიწყება რომ არა ?მაგრამ ვის შეუძლია დაივიწყოს ყველაფერი ,რისი დავიწყებაც არ სურს ?"
11)"როცა ადამიანისთვის უკვე აღააფერია წმინდა ,მისთვის ყოველივე ხელახლა და კიდევ უფრო ადამიანურად ხდება წმინდა . იგი იწყებს სიცოცხლის იმ პატარა ნაპერწკლის პატივისცემასაც კი ,ჭიას რომ აიძულებს დროგამოშვებით დღის სინათლეზე გამოძვრეს."
12)"რწმენას ადვილად მიჰყავს ადამინი ფანტაზიამდე .აი ,რატომ დაიღვარა ამდენი სისხლი რელიგიისათვის."
13)"შეურაცხყოფისგან თავის დაცვა შიძლება , თანაგრძობისგან კი –არა."
14)"რისთვის უნდა სცადო კაცმა რაიმეს შენება ,თუკი მალე ყველაფერი უსათუოდ დაინგრევა ? ჯობს ,ისევ დინებას მიჰყვეს ,ტყუილად არ ფლანგოს ჯან–ღონე    ––– ეს ერთადერთი რამ არის ,რისი აღდგენაც შეუძლებელია ! უნდა გაუძლოს! შეინარჩუნოს თავი იმ დრომდე ,ვიდრე ხელახლა არ გამოჩნდება მიზანი . და რაც უფრო ნაკლებ ძალას დახარჯავს მით უფრო უკეთესი იქნება ,– მარაგად დარჩება . იმ საუკუნეში ,როცა ყოველივე ინგრევა , ჭიანჭველის შეუპოვრობით აშნო დარბაისლური ცხოვრება?
15)"დედამიწაზე ყველაფრისათვის საკმარისია ადგილი ,მხოლოდ ადამიანებს არ აქვთ ადგილი .
16)"ყოველთვის გვეჩვენება ,რომ ადამიანს დავეხმარეთ, და განზე ვდგებით ხოლმე მაშინ ,როცა ყველაზე მეტად უჭირს."
17)"იცხოვრო –– ნიშნავს იცხოვრო სხვებისთვის.ადამიანი ადამიანითაა...სიკეთე ადამიანს ძალას მატებს ,თუ მძიმე ცხოვრებით დაღდასმულია."
18)"ნუგეში უნდა ვეძიოთ ყველგან, სადაც კი შესაძლებელია..."
19)"მარტოობ ––– ცხოვრების მარადიული რეფრენია დასაბანიდან. ....ადამიანი მუდამ მარტოა და თან არასოდეს არის მარტო."
20)"წარსულს არავინ უბრუნდება.ეს არ ხდება"
21)"სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად. გამოსწორება საერთოდ არაფრის არ შეიძლება.თორემ ეს ,რომ შეიძლებოდეს ,ყველანი წმინდანები ვიქნებოდით .ცხოვრება არ აპირებს ჩვენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას .ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია."
22)"ყოველთვის იმის მოლოდინში ხარ ,რომ ადამიანი ,რომელიც სიკვილს გადაურჩა ,გახარებული და უსაზღვროდ ბედნიერი იქმნება , მაგრამ ეს თითქმის არასოდეს ხდება ."
23)"იქ ქალთა შორის ,რომლებიც მამაკაცის გვერდით არასოდეს დაწოლილან ,მეტი მეძავია ,ვიდრე მათ შორის ,ვისთვისაც ეს ამბავი მწარე ლუკა–პურად ქცეულა."
24)"ყველაზე მსუბუქი ხასიათი ცინიკოსებს აქვთ ,ყველაზე აუტანელი –იდიალისტებს ."
25)"აზრი არ აქვს თავის გაწამებას ,როცა არაფრის გაკეთება არ შეგიძლია."
26)"ძალაუფლება –– ყველაზე გადამდები სნეულებაა დედამიწაზე ."
27)"ყველაფერი ,რისი მოგვარებაც ფულით ხერხდება ,იაფია."
28)"ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში .ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც."
29)"მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ სინამდვილეს."
30)"ცხოვრება არასოდეს დასრულდება .მეტისმეტად სერიოზული რამ არის ცხოვრება ,რომ იმაზე ადრე დასრულდეს ,ვიდრე სუნთქვას შევწყვეტთ."
31)"ქვეყანა აპათიითაა გაჟღენთილი და უნებურად მიგორავს ახალი ომის უფსკრულში."
32)"დაეხმარე თუ შგიძლია..გააკეთ ყველაფერი ,რაც შენს ხელთ არის ... მაგრამ ,როცა უკვე აღარაფრის გაკეთება შეგიძლია – დაივიწყე! ზურგი აქციე! გამაგრდი! შბრალება საპატიებელია მხოლოდ მშვიდობიან დროს ,მაშინ კი არა ,როცა საქმე სიკვდილ სიცოცხლეს ეხება . დამარხე მიცვალებული და კბილოთ ჩაეჭიდე ცხოვრებას ! შენ ჯერ უნდა იცოცხლო და იცოცხლო . დარდი დარდად დარჩება , ფაქტები კი ფაქტებად .თვალი გაუსწორე სინამდვილეს , აღვიარე სინამდვილე .ამით სულაც არ შეურაცხყოფ დაღუპულთა ხსოვნას.მხოლოდ ასე შეიძლება იცოცხლო."
33)"მიცვალებულნი დაასაფლავე და კბილებით ჩაეჭიდე ცხოვრებას.დრო სწრაფმავალია.გაძლება – აი , რა არის მთავარი.ოდესმე საჭირო იქნება. გაუფრთხილდი თავს და მზად იყავი ."
34) "ძველი იგავი ..... ასობით ლომთვძ იწვა თურმე ზღვის სანაპიროზე .მოვიდა მონადირე და დაიწყო მათი ხოცვა –– რიგრიგობით უხეთქავდა კომბლით თავებს.შერთებული ძალით ლომთევზები იოლად გადათელავდნენ მას, ისინი კი უძრავად იწვნენ . ყოველი მათგანი ხედავდა ,როგორ კლავდა მონადირე მის გვერდით მწოლიარეს და სულ უფრო უფრო უახლოვდებოდა მათ ,მაგრამ ადგილიდან არ იძვროდნენ .რა მოხდა, მხოლოდ მეზობელსა ჰკლავსო."
35)"რასაც დაივიწყებთ , ის მერე მთელი სიცოცხლე გაკლიათ .
         ხოლო ყველაფერი ,რაც გახსოვს ,ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევს ხოლმე ."
36)"იაფფასიანია მხოლოდ ის ,რასაც საკუთარი თავის რწმენას მოკლებული ადამიანები ატარებენ."
37)"შეიძლება გახდე მთავარანგელოზი ,მასხარა ,დამნაშავე – და ვერავინ შენიშნავს ამას. მაგრამ აი ,ვთქვათ , ღილი მოგწყდა სადმე – ამას კი მაშინვე ყველა დაინახავს . რა სულელურად არის მოწყობილი ქვეყნად ყველაფერი."
38)"არაფერს არ უნდა მიეჩვიო .ქალის სხეულსაც კი ."
39)"უცნაურია : რასაც კი სხეული ეხება – ლოგინი ,თეთრეულიო ,აბაზანაც კი –როგორც კი ადამიანის სითბო მოსცილდება ,იმწამსვე კვდება ."
40)"თუ რაიმეს გაკეთება გინდა ,არასოდეს იკითხო ,ამას რა მოჰყვება ,თორემ ვერაფერს გააკეთებ."
41)"გიყვარს – ეს ნიშნავს , მასთან ერთად დაბერება გინდა ."
42)"ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს. მთავარი ისაა ,რომელი დაასწრებს."
43)"იაფფასიანი გმირობა არაფრის მაქნისია! არც ჩლუნგი იდიოტიზმი!"
44)"უსიყვარულოდ ადამიანი იგივეა ,რაც მიცვალებული შებულებაში ,რამდენიმე თარიღი ,არაფრისმთქმელი სახელი ,ეს არის და ეს."
45)"ჩვენ არ ვიხოცებით .კვდება დრო ,ჭყეული დრო.კვდება განუწყვეტლივ.ჩვენ კი ვცოცხლობთ ,უცვლელად ვცოცხლობთ."
46)"ყველაზე უფრო დაუჯერებელი ამბავი ყოველთვის ყველაზე ლოგიკური აღმოჩნდება ხოლმე."
47)"საერთოდ სულერთია ,სად იცხოვრებს ადამიანი ... მთავარი ის კი არ არის  ,უფრო მდიდრულად იქნები მოწყობილი თუ ნაკლებად .მთავარია ის ,რაზეც ვფანტავთ ჩვენს ცხვორებას."
48)"არაფერი ისე არ ქანცავს ადამიანს ,როგორც ყბედობა."
49)"ბედნიერება ჩვენ გარშემო იმდენია ,რამდდენიც გნებავს .მხოლოდ დაიხარე და აიღე.
50)"ბედნიერება ,როგორღაც, ძალიან უბრალოდ მოდის ხოლმე და მუდამ ბევრად მარტივად ,ვიდრე კაცი ფიქრობს."
51)"ადამიანი ხომ სისულელეებით ცხოვრობს და კიდევ მკაცრი ფაქტებით!"
52)"იყო და არა იყო რა ,იყო ერთი ტალღა და უყვარდა ფრიალო კლდე ,სადღაც ზღვაში ,ვთქვათ, კაპრის უბეში აღმართული . ქაფისა და შხეფების კორიანტელში ახვევდა, დღე და ღამე კოცნიდა ,ეხვეოდა თავისი თეთრი ხელებით .ოხრავდა ,ტიროდა და ევედრებოდა :მოდი ,ჩემთან კლდეო!" უყვარდა ,ზედ ეხლებოდა და ნელ –ნელა შლიდა . და აი ,ერთ მშვენიერ დღეს სრულიად დაშლილი კლდე შეირხა , წამოიქცა და ტალღის მკლავებში გადაეშვა . .... მერე უეცრად კლდე გაქრა , ტალღა კი ვეღარავის გაეთამაშა , ვეღარავინ შეიყვარა,ვერავისთვის იდარდა.კლდე ტალღაში ჩაიხჩო.ახლა ის მხოლოდ ზღვის ფსკერზე მდებარე ლოდი იყო.ტალღას იმედი გადაეწურა ,ეგონა ,მომატყუესო ,და მოკლე ხანში სხვა კლდე მონახა ...."
53)"მაგრამ მოძრავი მუდამ უფრო ძლიერია უძრავზე ."
54)"განა სიყვარული გუბურის სარკისებრი ზედაპირია ,რომ ყოველთვის შეიძლებოდეს მისი დანახვა?"
55)"მორალი სუსტების მოგონილია ,მარცხიან ადამიანთა საცოდავი კვნესა."
56)"ვინც არაფერს ელის ის არც გულს ,არც გულს გაიტეხს."
57)"ყველაზე მართეული დამშვიდობების დროს წასვლაა."
58)"ზოგჯერ იაფფასიანი მუსიკა უფრო ძლიერად შეგირყევს სულს ,ვიდრე შოპენის ყველა ნოქტიურნი."
59)"რა თქმა უნდა ,სხვისთვის ძალიან ადვილია საყვედურის ნიშნად თავის ქნევა და კეთილგონიერებისაკენ მოწოდება ."
60)"ცხოვრება არის ცხოვრება ,არაფერი ღირს და უსასრულოდ ბევრიც ღირს."
61)"სულერთია ,უნდა ამოვათრიოთ ეს ქვეყანა სისხლიდან და ტალახიდან .და, თუნდაც შენ მხოლოდ ერთი გოჯით ამოათრიო -სულერთია , მნიშვნელოვანია , რომ განუწყვეტლივ იბრძოდი ,უბრალოდ იბეძოდი. და ვიდრე ცოცხლობ ,ვიდრე სუნთქავ , ხელიდან არ გაუშვა შემთხვევა , რომ ბრძოლა განაახლო ."
62)"მენანება დრო ძილისთვის .ვიდრე გძინავს ,სოცოცხლე ხომ მიდის ."
63)"ქალი სიყვარულისგან ფხიზლდება , კაცი კი ჭკუას კარგავს."
64)"შეყვარებულები არასოდეს გამოირჩევიან თავაზიანობით."
65)"ყველაფერი ყოველთვის წინასწარ არის გადაწყვეტილი, თუმცა ადამიანები ვერ გრძნობენ ამას და კვანძის დრამატული გახსნის მომენტი ჰგონიათ გადამწყვეტი საათი ."
66)"სიყვარული სნეულებასავით არის .ნელა და შეუმჩნევლად ადნობს ადამიანს , ხოლო როცა შეამჩნევ და მისგან თავის დაღწევას მოინდომებ , ძალა გღალატობს . "
67)" აცხოვრე ქალი თუნდაც რამდენიმე დღე იმ ცხოვრებით ,რომლის უზრუნველყც მისთვის მუდმივად არ შეგიძლია , და აუცილებლად დაკარგავ . შეეცდება , ასეთივე ცხვორება მოიპოვოს ,ოღონდ უკვე სხვა ადამიანთან ,რომელიც სამუდამოდ ასე ცხოვრებას შესთავაზებს."
68)"ადამიანი მხოლოდ მაშინ ბერდება ,როცა უკვე ვეღარაფერს გრძნობს.
      – არა ,როცა უკვე აღარ უყვარს. "
69)"ყოველთვის კარგი გვგონია იქ ,სადაც არ ვართ."
70)"უცნაურია ,რამდენს ფიქრობს ადამიანი ,როცა გზაშია და , რა ცოტას – როცა შინ ბრუნდება ."
71)"სიყვარული ახსნა– განმარტებებს ვერ ეგუება ."
72)"ადამიანი სუსტია და ეს გახლავთ მისი მომხიბლაობაც!"
73)"თუ სისულელეების ჩადენაზე ხელი ავიღეთ – ჩანს ,დავბერებულვართ."
74)"ქალი ან უნდა გააღმერთო , ან უნდა მიატოვო .ყველაფერი დანარჩენი სიცრუეა ."
75)"მძაგს სრულყოფილება! ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება."
76)"ყველა უბედურებას ... მაშინ მიეცა დასაბამი ,როცა აზროვნების უნარი შევიძინეთ."
77)"თუ გიყვარს და თან სასწაულის არ გწამს ,დაღუპული კაცი ხარ."
78)"კატას ვერ მოსთხოვ ,თაგვების ნაცვლად ბალახი ჩამეო"
79)"ვინც ახსნა–განმარტებას იძლევა , ის უკვე თავს იმართლებს."
80)"ერთსა და იმავე საგანს შეიძლება ეწოდოს სხვადასხვა სახელი ,კარგიც და ცუდიც .ეს არაფერს ცვლის."
81)"გაწამებულნი არიან მხოლოს გამარჯვებულნი. დამარცხებულნი ფრიად საომარ განწყობილებაზე გახლავან .გამარჯვება უდარდელობას იწვევს ."
82)"ყველა ცდილობს გამოჰგლიჯოს ცხოვრებას ყველაფერი ,რისი გამოგლეჯაც შეუძლია ვიდრე აღსასრულის დღე არ დაუდგება."
83)"უცხოეთის მერყევ მინაზე ბევრა ძნელია ფეხზე წამოდგომა ,ვიდრე მშობლიურზე."
84)"ნამდვილი ტრაგედი ხანმოკლე უნდა იყოს ."
85)"ადამიანს შეუძლია, შეინარჩუნოს მხოლოდ ის ,რაც მასში იზრდება ."
86)"როცა ადამიანს თითქმის არაფერი რჩება ცხოვრებაში ,მცირედსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს."
87)"ვინც მეტისმეტად ხშირად იყურება უკან ,იოლად წაჰკრავს რაიმეს ფეხს და დაეცემა."
88)"გული ,ერთხელ შეთვისებულ–შედუღებული სხვა გულთან , აღარასოდეს განიცდის იმავეს უწინდელი ძალით."
89)"კაცმა არ იცის ,რამდენი რამის დავიწება შეუძლია. ეს დიდი ბედნიერებაცაა და საშინელი ბოროტებაც."
90)"სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით . დასასრული არის დასასრული ."
91)"შემთხვევები არ ხდება მხოლოდ კარგ ლიტერატურაში ,ცხოვრებაში კი ყოველ ნაბიჯზეა მოსალოდნელი და თანაც –სულელურზე სულელური."
92)"ვერავინ გახდება ისე უცხო ,როგორც ის ვინც გიყვარდა."
93)"სიყვარული ის ვაჭარი როდია ,დაბანდებული კაპიტალის პროცენტებს რომ ითხოდეს."
94)"ბედისწერა ვერასოდეს გახდება მშვიდ სიმამაცეზე ძლიერი , მაგრამ ,თუ მთლად აუტანელი გახდება ცხოვრება ,შეიძლება თავის მოკვლა . კარგია ამის ცოდნა , მაგრამ კიდეც უკეთესი იმის შეგრძნება ,რომ ვიდრე ცოცხალი ხარ , არაფერია საბოლოოდ დასრულებული."
95)"ადამიანს ბევრის ატანა შეუძლია ."




ჩარლზ დიკენსი –"დევიდ კიპერფილდი"

 მიმოხილვა –"გადის წლები,ათსწლეულები,საუკუნეები....იცვლებიან თაობები ,ადამიანები ,ეპოქები....მარადიულია დაპირისპირება სიკეთესა და ბოროტებას შორის. ამ ბრძოლაში ყოველთვის როდი იმარჯვებს სიკეთე , მაგრამ შეუპოვარი ბლძოლაც ხომ თავისებური გამარჯვებაა! ასე სწამს რომან "დევიდ კოპერფილდის" გმირს და მთელი ცხოვრება ებრძვის დაუნდობლობას , ვერაგობას ,ცბიერებას ,ისევე როგორც თავად დიდი მწერალი ჩარლზ დიკენსი. ამ ნახევრად ავტობიოგრაფიულ რომანს მძაფრი ადამინური განცდებით ,სიძლიერითა და სისუსტეებით ჩვენამდე მოაქვს თითქმის ორი საუკუნის სიყვარული ,რომელიც ისეთივე ძლიერი და დამათრობელია ,როგორც წყურვილი სიყვარულის ზიებისა.რადგან ცხოვრება გაძლებაა ,ასეთი წიგნები უფრო გვაძლებინებსო ,ჭერდა ოთარ ჩხეიძე "დევიდ კოპერფილდის" შესახებ. ეს რომ ასეა ,ამაძი წიგნის გადაფურცლისთანავე დარწმუნდებით ."
       

                                ჩემ მიერ ამოწერილი ციტატები :                 


1)"მშვენიერია მხოლოდ ის ,ვისი მოქმედებაც ,შვენიერია."
2)"ბევრის ყმაწვილური მოგონებები გაცილებით უფრო შორს მიდის ,ვიდრე საზოგადოდ ჰგონიათ......ძალიან ბევრი პატარა ბავშვი დაჯოლდოებულია დაკვირვების საოცარი ნიჭით და ამ დაკვირვების შედეგი ხშირად არაჩვეულებრივად სწორი და ზედმიწევნითია."
3)"რა სიცოცხლეა ,თუკი ბედნიერებას სწორედ მაშინ გიკლავენ ,როცა უფლება გაქვს ყოველნაირ სიამოვნებას მოელოდე!"
4)"უსაქმურობა ხომ დედაა ყოველგვარი მანკიერებისა."
5)"ქვას სისხლს ვერ გამოადენ; მოვალეს ვერ გამოსწურავ ფულს ,თუ მისი ქისა ცარიელია."
6)"მზე ყოველდღე ჩადის და ადამინები ყოველ წუთში კვდებიან.საერთოდ ხვედრი არავის არ უნდა აშინებდეს.თუ ჩვენ შევყოყმანდით შევდგათ ფეხი უზანგში ,მხოლოდ იმიტომ ,რომ სიკვდილმა კარზე დაარახუნა , მაშინ ყველაფერი წასულია. არა ,ჩემო მეგობარო! გასწი წინ შენს რაშზე! მოუჭირე დეზები, სადაც საჭიროა , და ნუ  დაეცემი სულით ნურასოდეს ,თავგამოდებით გაჰქუსლე სულ წინ , გადალახე ყველა დაბრკოლება და გამარჯვება შენია!"
7)"საბედისწერო ცვლილების საშინელი მოლოდინი აყრუებს ადამინის გულში ყველა დანარჩენ გრძნობას."
8)"ნუ აურევთ ერთმანეთში სულისა და სხეულის სიმახინჯეს.....არის მახინჯთ შორისაც კეთილი ხალხი ,ისევე , როგორც მშვენიეს სხეულში იმალება ზოგჯერ მახინჯი სული."
9)"ჭეშმარიტება და ნამდვილი სიყვარული ამქვეყნად ყველა ბოროტებასა და უბედურებაზე ძლიერია."
10)"საკუთარი შრომით შეძენილი ლუკმაპურუ გაცილებით უფრო ტკბილია და გემრიელი ,ვიდრე ის მდიდრული სადილი ,რომელიც წილად ხვდება ხოლმე ვინმე მუქთახორას."
11)"ღარიბი ქოხი ,აღსასვე სიამოვნებით ,გაცილებით უკეთსია ,ვიდრე ამაო სიმდიდრით სავსე ცივი პალატები."სადაც სიყვარულია ,იქ ყველაფერია !"
12)"ჩხუბი არ შიძლება იყოს იქ,  სადაცარ არის ამისთვის აუცილებელი ორი მხარე."
13)"ცოლქმრობაში უთანასწორობის მიზეზი წარმოდგება სურვილთა და აზრთა სხვადასხვაობისაგან "








суббота, 13 августа 2011 г.

რიჩარდ ბახ – "თოლია ჯონათან ლივინგსტონ"

                   "ნამდვილ თოლია ჯონათანს , თითოეულ ჩვენგანში მცხოვრებს."
 




                                       
                                            ჩემ მიერ ამოწერილი ციტატები :
1)"თოლია, როგორც იცით, არასოდეს მერყეობს,არასოდეს ჩერდება.ჰაერში გაჩერება მისთვის სირცხვილი და უღირსი საქციელია."
2)"ცხოვრება გაუგებარია და  შეუცნობელი.როგორც ჩანს ,ჩვენ იმისთვის მოვედით ამქვეყნად,რომ ვჭამოთ და რაც შეიძლება დიდხანს ვიცოცხლოთ."
3)" ვინ არის იმ თოლიაზე უფრო  მეტად პასუხისმგებელი,რომელიც ეძებს და პოულობს ცხოვრების უფრო ამაღლებულ მიზანს ?
4)"სწავლა , აღმოჩენა , თავისუპფლება."
5)"თოლია ჯონათანმა აღმოაჩინა ,რომ მოწყენილობა ,შიში და რისხვა ის მიზეზებია ,როიმელთა გამოც თოლიას სიცოცხლე ასე ხანმოკლეა."
6)"ზეცაში საზღვრები არ უნდა არსებობდეს."
7)"თუ შეიძლება წარმოიდგინო ,რამდენი ცხოვრება უნდა გავიაროთ ,ვიდრე პირველად მოგვივა თავში ,რომ არსებობს კიდევ სხვა ცხოვრება ,ჭამის ,ჩხუბის და გუნში პირველოისათვის ბრზოლის გარდა? ათასი ცხოვრება უნდა გავიაროთ ,..., ათი ათასი ! მერე კიდევ ასი ცხოვრება ,ვიდრე იმის სწავლას შვუდგებით ,რომ არსებობს ისეთი რამ ,როგორიცააა სრულქმნილება ; შემდეგ კიდევ  ასი ცხოვრება იმის მისახვედრად ,რომ ჩვენი ცხოვრების მიზანი ამ სრულქმნილების პოვნა და გამოვლენაა."
8)"ნურაფერს ისწავლი და მომდევნო სამყაროც ზუსტად ასეთივე იქნება ,ომავე დასაზღვრულობებით და იმავე გადასალახავი სიმძიმეებით ."
9)"–თუ არის სადმე ზეცად წოდებული ადგილი ?
    – არა  ,ჯონათან , ასეთი ადგილი არ არსებობს . ზეცა არც ადგილია და არც დრო .ზეცა სრულყოფილი არსებობაა."
10)"სრულქმნილებას კი საზღვრები არ აქვს ."
11)"ყოველთვის გამოდის ,როცა იცი ,რას შვრები."
12)"ყველაზე მაღლა მფრენი ყველაზე შორსაც ჭვრეტს ."
13)"ყველაფერი ,რამაც შეიძლება შგვზღუდოს ,გვერდით უნდა გადავდოთ ."
14)"თოლიას უფლება აქვს იფრინოს ;თავისუფლება  თვით მისი არსი და ბუნებაა ; რომ ყველაფერს ,რაც ამ თავისუფლებას წინ დაუდგება –რიტუალს ,ცრურწმენას თუ რაგინდარა შეზღუდვას –სასწრაფოს უნდა აარიდოს გვერდი ."
15)"ერთადერთი ჭეშმარიტი კანონი ისაა , რომელსაც თვისუფლებისკენ მივყავართ .... სხვა არ არსებობს ."
16)"სიძულვილი და ბოროტება არ უნდა გვიყვარდეს!"
17)" არ დაუჯერო ,რასაც ამწუთას საკუთარი თვალი უბნება " ყველაფერი ,რასაც ის გიჩვენებს , დასაზღვრულობაა."

вторник, 2 августа 2011 г.

პაოლო კოელიოს–"ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა"

      ნაწარმოები რომ უფრო საინტერესო და მკითხველისთვის სასურველი გახდეს ჯერ დავწერ პატარა მიმოხილვას, რომელიც ადამიანს შუქმნის ზოგად წარმოდგენას წიგნზე .
         "ნაწარმოები 24 წლის ვერონიკას ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მონაკვეთზე აქცენტირდება, როდესაც ის ამ ცხოვრების ამაოებით დაღლილი სიკვდილს გადაწყვეტს. რომანი დაფუძნებულია კოელიოს ბევრ ცხოვრებისეულ ფაქტზე (იხ. ბიოგრაფია); რომანში ნათლადაა ნაჩვენები თუ რამდენი ნორმალური ადამიანი შეიძლება იმყოფებოდეს ფსიქიატრიული საავადმყოფოს პალატებში და ვერც წამოსვლას ახერხებდეს და ვეღარც დარჩენას.
         ეს წიგნი ასევე საინტერესოა იმით,რომ იგი ამა თუ იმ პიროვნების სულიერ სამყაროს გვაცნობს და ცხოვრებისეულ სიძლიერეებს მკაფიოდ გვიშიფრავს, ვერონიკა, რომელიც საბედისწეროდ გადაურჩება სიკვდილს, შეიცნობს ნამდვილ სიგიჟეს და შეიყვარებს შეურაცხადს, რის შემდეგად ძვირფასი გახდება მისთვის ყველაფერი ამქვეყნიური. პაოლო კოელიო რომანში მოცემული იგავით მთავარ საქმეს გადმოგვცემს, რომ თუ გინდა სრულყოფილ ადამიანად აღგიქვან შენც ისეთივე გიჟი უნდა იყო, როგორებიც სხვები არიან. აქ სიგიჟე გაიგივებულია წესიერებასთან."

                               ჩემ მიერ ამოწერილი ციტატები :

  1) "აჰა,გაძლევთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დასათრგუნავად,და მტრის ყოველი ძალისა;და თქვენ კი არაფერი გევნებათ."
  2) "თვითმკვლელობა ადამიანის პირადი საქმეა და ამ დროს ცხვებზე არ ფიქრობ."
  3) "რაც უნდა თქვან ,მე–20 საუკუნის მიწურულშიც ადამინაებს მაინც ეშინიათ მოჩვენებების"
 4)  "ქალები თვითმკვლელობის უფრო რომანტიკულ ფორმას ირჩევენ ხოლმე:წამლებს სვამენ ან ვენებს იჭრიან."
 5) "ადამიანებს მოსწონთ,უფრო კარგებად მოგაჩვენონ თავი, ვიდრე სინამდვილეში არიან."
6) "არსებითად, ასეთია ცხოვრება,სადაც ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი და არასოდეს არაფერი აცვლება"
7)"ადამიანთა უმრავლესობა სხვათა უბედურებაზე ისე ლაპარაკობს ,თითქოს მთელი გულით სურს დახმარება,სინამდვილეში კი,სხვისი ტანჯვის ფონზე ბედნიერებასა და კმაყოფილებასაც  შეიგრძნობს."
8)"შეშლილი ის არის ,ვინც თავის განსაკუთრებულ სამყაროში ცხოვრობს,როგორც,მაგალითად, შიზოფრენიითდაავადებულები,ფსიქოპათები,მანიაკები.სეს იგი ,ისინი,ვინც ნაღდად განსხვავდებიან ცხვებისგან."
9)"მინდა ,გიჟი ვიყო ,ისე ვიცხოვრო ,როგორც ვოცნებობ,და არა ისე ,როგორც სხვებს უნდათ."
10)"გიჟები პირველ შთაბეჭდილებას ენდობიან."
11)"ადამინაები იმისთვის იბრძვიან,რომ კომიდან გამოვიდნენ ,და არა იმისთვის ,რომ კომაში ჩაცვივდნენ"
12)"ადამინაები იმისთვის იბრძვიან,რომ იციცხლონ,და არა იმისთვის,რომ თვითმკვლელობით დაასრულონ სიცოცხლე .."
13)"დეპრესიის მიზეზი ხანდახან ძდმეტად ბანალურია."
14)"ადამინაებს არასოდეს სჯერათ მოყოლილი ამბებისა,ყველაფერი თვითონ უნდა გამოსცადონ."
15)"სიგიჟე ის არის ,როცა უნარს კარგავ,შენი გრძნობები სხვებს გაუზიარო.ისეთი შეგრძნება გაქვს,თითქოს უცხო ქვეყანაში იმყოფები – ყველაფერს ხედავ,გესმის ,რაც ირგვლივ ხდება ,მაგრამ ვერავის ვერაფერს უხსნი და ვერც დახმარებას ითხოვ ,რადგან ის ენა არ გესმის ,რომელზედაც იქ ლაპარაკობენ."
16)"მაინც საიდან მოდიან ადამიანები,რომლებიც ,ცხოვრების ბუნებრივ კანონს –თვითგადარჩენის კანონს – ეწინააღმდეგებიან ?"
17)"–მითხარი ერთი ,რა აიძულებს ადამიანს,საკუთარი თავი ეზიზღებოდეს ?
     – ალბათ,სილაჩრე. ან დამარცხების მუდმივი შიში .სისი იმისა,რომ ვერ გაამართლებ შენზე დაკისრებულ იმედებს."
18)"თუკი გსურს ,უბედურებას თავი აარიდო,პასუხისმგებლობა გადაანაწილე ."
19)"ციხე ვერ ასწორებს დამნაშავეს და მხოლოდ ასწავლის როგორ ჩაიდინოს ახალი დანაშაული, ფსიქიატრიული კლინიკაც მხოლოდ არარეალურ გარემოში ცხოვრებას ასწავლიდა ავადმყოფებს,სადაც ყველაფერი დაშვებულია და თავის სადაც ყველაფერი დაშვებულია და თავის საქციელზე პასუხს არავინ აგებს."
20)"რაც უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ ადამიანებს ,ბედნიერები იყვნენ ,მით მეტად თვლიან თავს უბედურებად"
21)"ადამიანებს ნაკლებათ შესწევთ უნარი,გაიგონ , რა არის ბედნიერება."
22)"ცალკეული მძიმე პათოლოგიების გარდა,ადმიანები,უმეტესად ,მაშინ იშლებიან  ჭკუიდან ,როცა ცდოლობენ,ყოველდღიურობას დააღწიონ თავი."
23)|"ჩვენი თანდასწრებით მეორე ადამიანის დუმილი გვაღიზიანებს , გვძაბავს და სიჩუმეს აუტანელს ხდის."
24)"შიზოფრენიკი ის ადამიანია,რომელსაც ამ სამყაროდან გამიჯვნის ბუნებრივი მოთხოვნილება აქვს,ვიდრე მძიმე,ან ნაკლებად მძიმე რეიმე მოვლენის წყალობით,თვითონ არ შექმნის იმ რეალობას, რომელიხ მხოლოდ მისთვის იარსებებს."
25)"საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა  მხოლოდ ნორმალურ ადამიანს შეუძლია"
26)"..ამიტომ ნაღველით დაავადებულთ ყოველთვის ხიბლავენ გიჟები და გმირები : მათ ხომ არც სიცოცხლე აშინებთ და არც სიკვდილი.გიჟებიც და გმირებიც საფრთხეს არ ერიდებიან და თუმცა ირგვლივ ირგვლივ ყველა მათ შეჩერებას ლამობს,მაინც წინ მიიწევენ."
27)"ბოლოს და ბოლოს, დაუფასებლობა ხომ ის საზღაური იყო ,რასაც გენიოცები იხდიდნენ."
28)"ნუ ფიქრობ იმაზე ,ვის რა მოეწონება.თუ ვინმეს არ სიამოვნებს შენი აქ ყოფნა,თვითონ იტყვის , და თუ სითამამე არ ეყოფა,თავის თავს დააბრალოს."
29)"ყველა ადამინას ამქვეყნად მხოლოდ აწმყო აქვს და ყველას აწმყო სწრაფად გადის,თუმცა ზოგიერთებს ჰგონიათ,რომ აქვთ წარსული,სადაც ნივთები დააგროვეს, და აქვთ მომავალი,სადაც უფრომ მეტ ნივთს მოაგროვებენ."
30)"თქვენ არჩევანის წინაშე დგახართ: ან თქვენ უნდა ფლობდეთ საკუთარ გონებას ,ან ის უნდა გფლობდეთ თქვენ."
31)"არ უნდა შეგეშინდეთ ,იყოთ სხვებისგან გამორჩულნი,მაგრამ ეს ისე უნდა გააკეთოთ,რომ ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოთ"
32)" "მე"არის ის,რაც ნამდვილად ხართ , და არა ის რადაც გაქციეს."
33)"ახალგაზრდებს ასე სჩვევიათ : საკუთარ საზღვრებს აწესებენ და არც კი კითხულობენ ,გაუძლებს თუ არა ორგანიზმი.და ორგანიზმიც ყოველთვის უძლებს."
34)"შეშლილები ბავშვებივით არიან  – თავს მხოლოდ მაშინ განებებენ, თუ სურვილს შეუსრულებ ."
35)"ასეთია ადამიანის ბუნება....საკუთარი ემოციების დიდ ნაწილს შიშით ცვლის."
36)"სამუშაო ყველაზე უკეთესი ფსიქოთერაპიაა."
37)"ზოგჯერ კითხვებზე მეტად დუმილით შეიძლებოდა პასუხის მიღება."
38)"ყველა გიჟი ამბობს ,რომ ნორმალურია."
39)"აქვეყნად ბევრი შეცდომის დაშვება შეიძლება ... გარდა იმ შეცდომისა,რომელიც გაგვანადგურებს."
40)"ქალს შეეძლო ,მეორე ქალის სხეულს ისე შეხებოდა ,როგორც ვერც ერთ მამაკაცი ვერ მოახერხებდა –  ქალმა იცის ქალის საიდუმლო."
41)"არდებობს მხოლოდ ორი აკრძალული რამ,ერთი– ადამიანური, მეორე კი –ღვთიური კანონით."
42)"ყოველთვის იარსებებს ვიღაც, ვისაც ზუსტად იგივე ენდომება ,რაც შენ."
43)"ყოველთვის ყველაფერს სამომავლოდ ვდებდი, რადგან მეგონა,რომ მუდამ ბევრი დრო მქონდა და ამიტომ დავკარგე ინტერესი,ამიტომ მივედი იმ დასკვნამდე,რომ სიცოცხლე აღარ ღირდა ."
44)"ყველას უჩნდება ხოლმე სურველი,ხანდახან ძალზე უცნაური რაღაც გააკეთოს."
45)"ყველა ეგრეთ წოდებულ აკრძალულ ხილზე ოცნებობს და მხოლოდ ცოტას თუ შეუძლია ოცნების ასრულება,დანარჩენები საკუთარ თავს ლაჩრებად მიიჩნევენ."
46)"მართალია ის ,ვინც ძლიერია."
47)"ფანტაზიები ტვინის ელექტრული იმპულსები იყო ,რომლებიც დათრგუნვის შემთხვევაში , სხვა სასიცოცხლო სფეროებში გზავნიდა ენერგიას."
48)"ცოლ–ქმარის შორის სექსუალური ლტოლვა ერთად ცხოვრების მესამე თუ მეოთხე წელს ქრება.ამ პერიოდებში ქალი მიტოვებულად შეიგრძნობს თავს,კაცი – ქორწინების ტყვედ, და კუპორისი თუ ნაღველი  ყველას და ყველაფრის ნრევას იწყებს ირგვლივ."
49)"ჭეშმარიტი იდეა,კარგია ის თუ ცუდი,რეალური მხოლოდ მაშინ ხდება , როცა მისი პრაქტიკაში განხორციელებაა შესაძლებელი."
50)"მე მათ ვეტყვი , რომ ეთიკეტის სახელმძღვანელოს მიხედვით კი არ უნდა იცხოვრონ,არამედ უნდა ჩასწვდნენ საკუთარ ცხოვრებას,საკუთარ სურვილებს,თავგადასავლებს და – იცხოვრონ ."
51)"თუ შენ ცოცხლობ , ღმერთიც ცოცხლობს შენში .მაგრამ თუ უარს იტყვი საკუთარ სიცოცხლეზე და ნაბიჯის წინ გადადგმისა შეგეშინდება– ღმერთი ცას დაუბრუნდება და მხოლოდ ფილოსოფიური მსჯელობის თემად იქცევა."
52)"ამქვეყნად არის ისეთი ღირებულებებიც, რომლებიც,რა კუთხიდან არ უნდა შეხედო,მაინც უცვლელია და ყოველი ადამიანისთვის ერთნაირი ფასეული.მაგალითად,სიყვარული."
53)"თუკი ამ წუთს გიწერია სიკვდილი,ისევ ჯობია ,სიყვარულით გულსავსე მოკვდე."
54)"თუკი გინდა ,ნამდვილად იცხოვრო,საფრთხეც უნდა შეიგრძნო."
55)"თუკი ადამიანთა დიდი რაოდენობა რაღაცას მიიჩნევს ნორმად ,ის ხდება სწორედ ნორმალური."
56)"ყოველი ადამინური არსი უნიკალურია თავისი გამოვლინებებით,ინსტიქტებიტ,კმაყოფილებეს მიღების გზებით და თავგადასავლებისკენ სწრაფვით.მაგრამ საზოგადოება მაინც ახერხებს ,თავს მოახვიოს კოლექტიური ქცევის ნორმა და ადამიანებს კითხვაც კი არ უჩნდებათ,რატომ უნდა მოიქცნენ ასე და არა სხვაგვარად."
57)"საშიშია,ცდოლობდე,იყო ისეთი ,როგორიც ყველაა....საშიშია ,იყო ყველასნაირი,რადგან სწორედ ეს ნიშნავს – ძალადობა იზმარო ბუნებაზე და ღვთის კანონების წინააღმდეგ წახვიდე,რომელსაც ერთმანეთის მსგავსი ორი ფოთოლიც კი არ შეუქმნია."
58)"ადამინაებს არ ჰყოფნით სითამამე ,გამორჩეულები იყვნენ."
59)"მიწის შეგრძნება ხომ სიცოცხლის შეგრძნებას უდრის."
60)"პირველი სიყვარული ყველას ახსოვს ,მაგრამ მაინც ქრება."
61)"ბიბლია გვასწავლის ,რომ გველმა მოიტანა კეთილი და ბოროტი ამქვეყნად."
62)"სიყვარულია სწორედ კაცებისა და ქალების უდიდესი სიგიჟე."
63)"იყავი ნაპირიდან გადასული შადრევანი და არა ავზში ჩაგუბებული წყალი."
64)"მწამს,რომ ერთი თავგანწირვა სჯობს კეთილდღეობისა და კონფორტის ათასობით დღეს."
65)"მადონა – ქალური ენერგია– არის გველის სიბრძნის –დიადი მბრძანებელი. .. . . . სიყვარული სიბრძნეზე მაღლა დგას, როგორც ქალწული –გველზე."
66)"სიკვდილის გაცნობიერება გვაძლევს ძალას ,ვიცოცხლოთ"

  –  ლიტერატურული თვალსაზრისით ამ ნაწარმოებში მოყვანილია ერთი საინტერესო იგავი როომელსაც მე ქვემოთ მოვიყვან .
    "გინდათ ერთ იგავს მოგიყვებით,–უთხრა ზედკამ,–ერთ ბოროტ ჯადოქარს სახელმწიფოს დაღუპვა ჰქონდა გადაწყვეტილი და ნაკადულში ,საიდანაც მთელი ქალაქი წყალს სვამდა,ჯადოსნური ბალახის ნახარში ჩაასხა.საკმარისი იყო ვინმეს ერთი ყლუპი  დაელია ,მაშინვე ჭკუიდან იშლებოდა.
      დილით ყველამ დალია ეს წყალი და ყველა ერთიანად შეიშალა.მეფეს კი საკუთარი ოჯახისათვის საკუთარი წყალი ჰქონდა და ის ჭა ისეთ ადგილზე მდებარეობდა,სადაც ჯადოქარი ვერ მიაგნებდა.შეშფოთებულმა მეფემ სცადა წესრიგისაკენ მოეწოდებინა ქვეშევრდომებისთვის ,მთელი რიგი ბრძანებებიც გასცა,უშიშროებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით,მაგრამ პოლიციელებსაც და ინსპექტორებსაც მოწამლული წყალი ჰქონდათ დალეული,ამიტომ მეფის ბრძანებები სულელურად ჩათვალეს და გადაწყვიტეს,არ შეესრულებინათ.
       ქვეყნის მკვიდრნიც ,როცა მეფის ბრძანებების შესახებ შეიტყვეს,სასახლესთან შეგროვდნენ და მეფის გადგომა მოითხოვეს.
       გამწარებულმა მეფემ გადადგომა დააპირა  ,მაგრამ დედოფალმა შეაჩერა და უთხრა: " მოდი , იმ ნაკადულთან მივიდეთ, ჩვენც ის წყალი დავლიოთ და ჩვენს ქვეშევრდომებს დავემსგავსოთ."
      ასე მოიქცენ.მეფე–დედოფალმა სიგიჟის ნაკადულიდან წყალი შესვა და ისინიც ჭკუიდან შეიშალნენ.ამის შემდეგ აღარც ქვეშევღდომები ითხოვდნენ მეფის გადადგომას,მათ ისევ ბრძენი მეფე ჰყავდათ და რატომღა უნდა გადაეყენებინათ?
   ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგურა,მიუხედავად იმისა ,რომ იმ ქვეყნის მოქალაქეები სულ სხვანაირად იქცეოდნენ,ვიდრე მათი მეზობლებ .და მეფეც სიცოცხლის ბოლომდე მართავდა ქვეყანას.

მგონი სასურველ საქმეს თავი მოვაბი .

    დიდი ხანია აქ აღარ შემოვსულვარ და აღარც დამიპოსტავს , ალბათ ყველაფერი ერთიანი ეროვნული გამოცდების ციებ–ცხელების ბრალია . ახლა ყველაფერი დასრულდა და ბავშვებიც ვტკბებით თავისუფალი დღეებით . წინ მთელი ზაფხულია ,ნუ თუ არ ჩავთვლით იმას ,რომ ამ გამოცდების ხელში მხოლოდ ერთი თვე დაგვრჩა დასვენებისთვის ,არადა რამდენი რამე მქონდა გეგმაში ,მაგალითად,წიგნების კითხვა . მთელი წლის განმავლობაში ჩემი ოჯახის წევრები ყიდულობდნენ ახალ–ახალ წიგნებს და მეც ვიბოღმებოდი ,რომ დრო არ რჩებოდა არცერთისთვის .რა თქმა უნდა, ყველაფერს ერთდროულად ვერ წავიკითხავ ,მიუხედავად დიდი სურვილისა ,მაგრამ მინდა რაც შეიძლება ბევრი წიგნი წავიკითხო . ეს ყველაფერი ცოტათი მოსაწყენია და მოდი ვიტყვი თუ რატომ დავპოსტე ამოდენა ,ცოტათი უინტერესო, ტექსტი.

     ყოველთვის მინდოდა ჩემ მიერ წაკითხულ ნაწარმოებებში ამოკითხული ციტატები აქ ამომეწერა,მაგრამ დროის სიმცირის გამო ვერასოდეს ვახერხებდი და მგონი ამ საქმეს თავი მოვაბი. ამიერიდან დავდებ ყველა ნაწარმოებში ამოკითხულ სეკვენცია–შგონებას. იმედია ეს იდეა მხოლოდ ჩემთვის არ იქნება საინტერესოო .