понедельник, 24 января 2011 г.

ილია ჭავჭავაძის "პოეტის" განხილვა

 "პოეტი"                                                                                                                                                    მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო

ვით ფრინველმა გარეგანმა;

არა მარტო ტკბილ ხმებისთვის

გამომგზავნა ქვეყნად ცამა.


მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,

მიწიერი ზეციერსა;

ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,

რომ წარვუძღვე წინა ერსა.


დიდის ღმერთის საკურთხევლის

მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,

რომ ერისა მოძმედ ვიყო

ჭმუნვასა და სიხარულში;


ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,

მეწოდეს მის ტანჯვით სული,

მის ბედით და უბედობით

დამედაგოს მტკიცე გული...


მაშინ ციდამ ნაპერწკალი

თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,

მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ

მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!

                                                 
მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო

ვით ფრინველმა გარეგანმა;

არა მარტო ტკბილ ხმებისთვის

გამომგზავნა ქვეყნად ცამა.


მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,

მიწიერი ზეციერსა;

ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,

რომ წარვუძღვე წინა ერსა.


დიდის ღმერთის საკურთხევლის

მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,

რომ ერისა მოძმედ ვიყო

ჭმუნვასა და სიხარულში;


ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,

მეწოდეს მის ტანჯვით სული,

მის ბედით და უბედობით

დამედაგოს მტკიცე გული...


მაშინ ციდამ ნაპერწკალი

თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,

მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ

მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!


23 ივლისი, 1860 წ.

პავლოვსკი.
                                                განხილვა      
        ილია როცა ამ ლექს წერდა, რუსეთში იმყოფებოდა. იგი უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდა თავისი დაჩაგრული ქვეყნის წინაშე. ღვთისგან მომადლებული ნიჭი პოეზიისა მას განსაკუთრებულ ვალდებულებას აკისრებდა  საზოგადოებისა და ერის წინაშე. მისთვის პოეზია არა მხოლოდ ლამაზი და ტკბილი გალობაა, არამედ ერის წინაშე უმაღლესი პასუხისმგებლობის გამოხატულება. ილიას აზრით, ჭეშმარიტი პოეტის უპირველესი დანიშნულებაა კაცთათვის ღვთის უზენაესი მცნების გადაცემა და სიტყვით ხალხის გულის ანთება. პოეტი ერთგვარი შუამავალია მიწასა და ზეცას შორის, ამგვარი შედარებით ისინი ანგელოზებად მოისაზრებიან. მხოლოდ საზოგადო ცხოვრების წინამძღოლობა ,მოღვაწეობა გაამართლებს პოეტის არსებობას, სიცოცხლეს .ილია სამშობლოს გულაღტკინებული შვილი იყო და დარჩა კიდეც, მუდამ სამშობლოს კეთილდღეობისთვის ზრუნავდა და სწორედ ამისთვის გაუხვრიტეს შუბლი წიწამურთან.                                                                                                                                            4 წელი მოშორდა საკუთარ მხარეს და შეეხიზნა რუსეთს, იქაურ "პოვოსკას" გაადღვებია ტვინი და გულ-მუცელი, რათა გონებას ევარჯიშა და სამშობლოსთვის უფრო გამოსადეგარი ყოფილიყო. ის არც დიდებას ,არც პატივს მოითხოვდა ხალხისგან "-ჩემო კალამო ჩემო კარგო რათ გვინდა ტაში?! "-  მას მხოლოდ ეს ამბიცია ქონდა -"შემინახე დედაო მიწავ" - მაგრამ არ უნდოდა ისე წასულიყო ამ ქვეყნიდან, რომ არც მისი წასვლით დაკლებოდა ქვეყანას რამე და არც მისი მოსვლით შემატებოდა რაიმე. ადამიანები იმისთვის ხომ არ მოვდივართ ამ ქვეყნად, რომ ერთი ადლი მიწა და 4 ფიცარი სამადლოდ გაგვიხდეს "-მიწა ხარ და მიწად იქეც" - "აი, ეს სიტყვები დაიჭირე, შიგ ჩემი ძვლები გამოხვიე და შემინახე, რომ არ დაგეკარგო. გამომალიჭისტავე, რომ შემდეგ, როცა დაგჭირდე ,ადვილად გამომიხსნა "                                                                                                         ნოდარ  დუმბაძე წერდა ილია ჭავჭავაძეზე - "ეს არ გახლავთ გულზვიადი, ამაყი და თავის თავზე შეყვარებული შემოქმედის სიტყვები. ეს არის მთელი ერის ენერგიით დამუხტული ბუმბერაზი კაცის მიერ გათვიცნობიერებული პირადი მე კაცისა, რომელმაც იგრძნო თავის თავში ის დიდი მოვალეობა, რაც დააკისრა მას ხალხის ეროვნულმა, ზნეობრივმა, ფიზიკურმა ყოფამ და აღნაგობამ."                 

1 комментарий: