среда, 6 апреля 2011 г.

William-Adolphe Bouguereau (1825-1905) - Dante And Virgil In Hell (1850)


"დანტე და ვირგილიუსი ჯოჯოხეთში" (1850), შთაგონებული დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედიით", იყო უილიამ-ადოლფ ბუგეროს პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი. ჯოჯოხეთის მისეულ აღწერაში დანტე და რომაელი პოეტი ვირგილიუსი(უკანა ხედზე) აკვირდებიან ჯოჯოხეთის მკვიდრთ.
საკუთარ პერიოდში ბუგერო მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მხატვრად იყო აღიარებული, თუმცა მე-20 საუკუნის დასაწყისში მას უკვე არაფრად აგდებდნენ, შესაძლოა მისი იმპრესიონისტთა მიმართ აგრესიულობის გამო. მიუხედავად ამისა, დღეს მას თაყვანისმცემლების ახალი დიდი ტალღა შეემატა - მისი ნამუშევრები მსოფლიოს ასზე მეტ უდიდეს მუზეუმშია გამოფენილი.

Комментариев нет:

Отправить комментарий