вторник, 5 апреля 2011 г.

"დიდი გოდების მცირე ნაკადი"


ანოტაცია: 1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის.დაიღუპნენ გამტაცებლებიც ,მათი უმრავლესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა.ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულ ახალგაზრდებს, ფეხმძიმე გოგონას გარდა, საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა.სიკვდილით დასაჯეს ადამიანი, რომელიცთვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა, მაგრამ გამტაცებლების მეგობარი იყო.                                                          "თვითმფრინავის ბიჭების საქმე" თანამედროვე, პოსტსაბჭოთა საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია. დღემდე კამათობენ იმაზე, სინამდვილეში ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები: ჩვეულებრივი ტერორისტები თუ გმირები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას დემონსტრაციულად დაუპირისპირდნენ. დათო ტურაშვილის წიგნი ,,ჯინსების თაობა" სწორედ ამ ტრაგიკულ ისტორიას ეძღვნება.                                                                  ***                                                                               " გმირები თუ ტერორისტებიჩემთვის არც გმირები და არც ტერორისტები   უბრალოდ ადამიანები ,რომლებმაც კარგი მიზსნის მისაღწევად ცუდი  გზა აირჩიეს... "-- ეს სიტყვები ერთ-ერთ სოციალურ ქსელში აღმოვაჩინე. ყოველთვის მაინტერესებდა ამ ჯინსებიანი ახალგაზრდების ტრაგიკული აღსასრულის სრული ვერსია ." ჩვენ კი დავშორდით მხოლოდ დროს და არა იმ ქვეყნის ცნობიერებას ,რომელსაც ბოროტების იმპერიას უწოდებდნენ სადაც სიკეთე იშვიათობა იყო,რომ კოსმოსის პირველამთვისებლის ზესახელმწიფომში,ჯინსები ვერ შეკერეს. " წიგნის წაკითხვის შემდეგ ნათელი ხდება ფაქტი ,რომ ერთადერთი საფლავის მიწა არ ენანებოდა საბჭოთა ხელისუფლებას ხალხისთვისკინორომანში თითოეული გმირის სულიერი სამყარო ნათლად ჩანს . კითხვით გამოწვეული აღტაცება თუ აღფრთოვანება  შეუძლებელია  ამოიწუროს ერთ ფრაზაში ან თუნდაც ერთ გვერდში, უბრალოდ ყველას გირჩევთ წაიკითხოთ დათო ტურაშვილის ჯინსების თაობა
 და თავად გადაწყვიტოთ ვინ არიან ისინი-ტერორისტები თუ უბრალოდ "გმირები".სხვა დროს შეიძლება ამ თემაზე უფრო სხვაგვარად დამეწერა ,მაგრამ დროებით იყოს ეს სიტყვაძუნწი წერილი. (ალბათ გაგრძელება ექნება)









   ბოლოს დაგიტოვებთ  სიმღერას ,რომელის მოსმენაც თინას და გეგას უბრალოდ ძალიან უყვარდათ

Комментариев нет:

Отправить комментарий