среда, 6 апреля 2011 г.

Leonardo da Vinci's Vitruvian Man

ლეონარდო და ვინჩიმ თავის ნახატს შემდეგი ანოტაცია დაურთო :"თავის ნაშრომში არქიტექტურის შესახებ არქიტექტორი სიტრუვიუსი აცხადებს,რომ ბუნებამ ადამიანის პროპორციები შემდეგნაირად განსაზღვრა :თუ ფეხებს გაშლი იმგვარად,რომ ტანის სიმაღლე ერთი მეთოთხმეტედით შეამცირო,გაშლი მკლავებს ისე,რომ შუა თითებით შეეხო შენივე თავის ყველაზე მაღალ წერტილს,იცოდე,რომ ჭიპი აღმოჩნდება იმ წრეხაზის ცენტრში,რომელსაც გაშლილი კიდურების ბოლოები ქმნის და სივრცე წვივებს შორის ტოლფერდა სამკუთხედს შეადგენს.ადამიანის გაშლილ მკლავებს შორის მოქცეული მანძილი მის სიმაღლეს უდრისღსაქოჩრიდან ნიკაპის ყველაზე დაბალ წერტილამდე ადამიანის სიმაღლის მეათედია"                                                                                         იგი ასევე წერდა :"ბუნებრივად, ადამიანის სხეულის ცენტრი ღიპია,ამიტომ,თუ ადამიანი ზურგზე დაწვება,ხელებსა და ფეხებს გაშლის და ჭიპზე კომპასს დავდებთ,თუ ტანგესურად წრეს შემოვავლებთ,მისი ხელებისა და ფეხების თითების წვერებს შევეხებით.მაგრამ ეს ყველაფერი არ არის:როგორც წრიულ მოხაზულობას ვპოვებთ ადამიანის სხეულში,ასევე,კვადრატის სქემასაც აღმოვაჩენთ მასში.მართლაც ,თუ ადამიანს გავზომავთ თავიდან ფეხებამდე და ამ ზომას ღევადარებთ მისი გაშლილი ხელებით შექმნილ ხაზს ,სიგანეა სიმაღლის ტოლი აღმოჩნდება,როგორც კუთხის საზომი ხელსაწყოს კვადრატულ ზედაპირზე."
     ლეონარდო და ვინჩიმ პირადად აიღო ერთი ახალგაზრდის სხეულის ზომები და ცვლილებები შეიტანა  "ვიტრუვიუსის ადამიანში",რომელიც ადამიანის ფიზიკური სილამაზის კანონს დაუმორჩილა.და ვინჩის და რენესანსის ეპოქის მოაზროვნეებისთვის ადამიანი სამყაროს მოდელი და ცენტრია, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანი იყო მისი პროპორციების ზედმიწევნით ცოდნა."ადამიანური მანქანა "  "სამყაროს მანქანის " მსგავსი იყო.

Комментариев нет:

Отправить комментарий