суббота, 14 мая 2011 г.

დადაიზმი



დადაიზმი მარტო ლიტერატურას არ ეხება, ყველაფერს შეიცავს ერთდროულად ლიტერატურა, კინო, ფოტოგრაფია, მხატვრობა - მოკლედ ყველაფერ.

სიტყვა დადა ნიშნავს სათამაშოს. მათი მიმდევრები ანუ დადაისტები ყველაფერს უარყოფდნენ, ყველაფერს რაც კი კაცობრიობამ გაჩენის დღიდან შექმნა...

დადაიზმი (1916-1925 წლებში) ინტელექტუალური, ლიტერატურული და ესთეტიური ავანგარდული მიმდინარეობა. ხასიათდება ყოველგვარი იდეოლოგიური, არტისტული თუ პოლიტიკური პირობითობების უარყოფით. დადაისტური მიმდინარეობა წარმოიშვა ციურიხში, 1916 წელს. ტრისტან ცარას ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდა ხელოვანების წრეში. მიმდინარეობის სახელწოდების შერჩევა შემდეგნაირად მოხდა: მსოფლიო ომის აბსურდულობის ანალოგიით აიღეს ლექსიკონში პირველივე შემხვედრი სიტყვა (DADA) და დაუმატეს დაბოლოება ISM, როგორც პროტესტი ყველანაირი მიმდინარეობის წინააღმდეგ.

დადაისტებისთვის ომი არ არის ამბოხის მისაღები ფორმა. პირიქით, მათ სძულთ იგი, როგორც დასავლური ცივილიზაციის კრახის მიზეზი. ისინი მხარს უჭერენ ფილოსოფიურ და ესთეტიურ ამბოხს. 1918 წელს გამოდის ცარას მანიფესტი, რომელშიც უარყოფილია ყოველგვარი ორაზროვანი ხელოვნება და ხაზი აქვს გასმული დადაიზმის რევოლუციურ ხასიათს. ცარას აზრით საჭიროა დესტრუქციული, ნეგატიური სამუშაოების ჩატარება, დასუფთავება. დადაიზმი არავითარ თეორიას არ ეყრდნობა და მხოლოდ პროტესტია. დადაიზმის პოზიცია ყველაფრის უარყოფაა: პოლიტიკური ანგაჟირების, ისტორიული მოვლენების. სძულთ არსებული ბურჟუაზიული საზოგადოება და ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც მას ახასიათებს: პირობითობებს, კულტურას, განსაკუთრებით კი ესთეტიურ ნორმებს.                                                                                                                                                       დადაისტური დრამატურგია აგებულია სკანდალზე და ეფუძნება პუბლიკაში აგრესიის გამოწვევას. ამის მაგალითია ბრეტონისა ა კუპოს სკეტჩები და ცარას კოლაჟები.                                                                                                                                       ზმის ემბლემად იქცა ისეთი "ხელოვნების ნიმუშები", როგორიცაა მარსელ დიუშანის ღამის ქოთანი და პიკაბიას პაროდიული მექანიზმები. ეს მიმდინარეობა ფართოდ უხსნის კარს ქვეცნობიერს და ამით გზას უთმობს სიურიალიზმს
                                                                                                                                                                                                                                
"კუბიზმი იყო მხატვრობის სკოლა. ფუტურიზმი-პოლიტიკური მიმდინარეობა, ხოლო დადა- აზროვნების, ცნობიერების, გონების მდგომარეობაა."

დადაისტების წარმოდგენი, გონება ვალდებული იყო და პასუხისმგებელი მსოფლიო ომის შედეგებზე, ელი ამ კატასტროფის წინაშე ხსნის ერთადერთი გზა კი იყო პოლიტიკურ ანარქიაში, ირაციონალურ, სპონტალურ ქმედებებში.

დადა აბსურდი იყო დამყარებული შემხვევითობაზე. მხოლოდ ამას შეუძლია (შემთხვევითობას) გამოხატოს ქვეცნიბიერი. ცინიზმი, ნიჰილიზმი. დადა ეწინააღმდეგება ყველაფერს იმას, რაც ადამიანმა დააკანონა-ლამაზი და მახინჟი, ფასეული და ბანალური, ყველაფერი აბსურდია. სრულიად უნდა გაწყდეს კავშირი წარსულთან... ევროპა არასწორი გზით განვითარდა

"...
შანსი (chance) ჩვენთვის იყო არაცნობიერი გონება, აზროვნება. ის რაც ფროიდმა 1900 წელს აღმოაჩინა...შანსის არჩევას, მიღებას ჰქონდა სხვა საიდუმლო მიზანი, დანიშნულება, ჩანაფიქრი, ეს იყო ის, რომ დაგვებრუნებინა ხელოვნების ნაწარმოებისათვის მაგიური, პირველყოფილი ლა და გვეპოვნა უკან დასაბრუნებელი გზა იმ უშუალობის, გახსნილობისაკენ, რომელიც მან კლასიციზმან ურთიერთობისას დაკარგა" რიხტერი.


დადა დასცინის ყველაფერს... ადამიანების მცდელობა, თუნდაც ის რაც აქამდე იყო, ხელოვნების მცდელობა აბსურდულია, ამის ნიშნად მარსელ დუშამი ულვაშებს და რქებს უკეთებს მონა ლიზას. პიკაბია კი სატამაშო მაიმუნს მიალუსმნავს დაფას და სეზანის პორტრეტს დაარქმევს.

დადას სუნი არ აქვს
ის არაფერია არაფერი არაფერი
როგორც თქვენი სამოთხის ბაღები არაფერი
როგორც თქვენი კერპები არაფერი
როგორც თქვენი პოლიტიკური მოღვაწეეები არაფერი
როგორც თქვენი გმირები არაფერი
როგორც თქვენი რელიგიები არაფერი
როგორც თქვენი მხატვრები არაფერი
უსტვინეთ
იყვირეთ,მირტყით სახეში
მერე?
კიდევ იმას გეტყვით რომ თქვენ ყველა რეგვენები ხართ.

                         ნიუ. კირილე ზდანევიჩი. ტილო, ზეთი



ტიციან ტაბიძე (1893 – 1937)
დადა მანიფესტი
ჩემი სული დაგლეჯილი ხურჯინია
სპარსული რომ ჩამოაქვს ენზელიდან
შიგ ეტევა მთელი აზიის სისულელე
და ხარკს არ გადაიხდის საკავშირო რესპუბლიკისთვის.
რა შეედრება, როცა ყრუ სომეხი მუცელს იცლის
ექსპრესის მოლოდინში ვოკზალის გადაღმა
თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ თქვენი დედა მოვტყან!!!…
ჩემს იქით პარიზია
ელისეის მინდვრები
ჩასუქებული ჟოფრი მოუტაციათ წმინდა ილიას ცხენებს,
პოლ კლოდელი კოცნის ჩინელი ქალის ბალღამიან ფეხს
და ტრისტან ტცარა ათამაშებსდადასკუკლას.
ვზივარ მოედანშიშეღებილი ინით თათარი
აგორებს კამათლებს (ესეც კოსმეტიკაა და თავის გასართობი)
(ამბობენ არაბები ვარსკვლავთმრიცხველობენ).
უნდა იყო იდიოტი, რომ ძველებურად სწერო ლექსები
როცა სატურიის სანაოზე გლეხებს უხსნიან ელექტროფიკაციას
როცა პრეზიდენტია მიხა ცხაკაიაა.
მთაწმინდის შემოღამებას მარტო ბოზები ელიან
ერთი დარჩა ქუჩა გაუწითლებელი
ვის უნდა შენი ნაზი ლექსები
ორსული ქალიშვილები სიცილით იხოცებიან
თუ პოეტი ხარ, ყველაფერი მაგარი გქონდეს.
22 ოქტომბერი, 1923. თბილისი               
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                         პირველად მსოფლიო იყო მელოტი
 შემდეგ მელოდია, მელოტი მრგვალია, როგორც კვახი. კვახი გადაგორდა და გასკდა. დაიბადა
 დადა
დადა ყოველდღე იცქირება სარკეში, მაგრამ ჯერ
კიდევ არ იცის თავისი სახე, რადგან ვერ ახერხებს დაიჭიროს ბუნებრივი პოზა.ყველაფრის გაზომვა შეიძლება, მაგრამ არ
შეიძლება გაიზომოს დადა.დადა სუბიექტური ცხოველია, რომელიც
ვერ ეტევა ობიექტურ საზღვრებში.დადა გაუსწორებელია, როგორც ძაღლის კუდი.როცა სიმბოლისტების მთვარეს გაახალგაზრდავების
მიზნით უნდა გეას საშოში დაბრუნდეს
და ხანში შესულმა ფუტურიზმა გამელოტებული
თავი უკვე შეჰყო ქუდში.დადა იძახის:
"
გათავდა აგონია
მალე ყველას შეეძლება ლექსების გამოგონება!დადა უფასოდ დაარიგებს ზეშთაგონებას.....მოაყენეთ ვაგონები!".დადა შეგნებულად იცინის და აფურთხებს
მიზანშეწონილად ზევიდან
ქვევით, პერპენდიკულარულად და სწორხაზოვნად.
                                                                                                                                                                                                                                                                    

Комментариев нет:

Отправить комментарий