воскресенье, 21 августа 2011 г.

ერიხ მარია რემარკი –" ტრიუმფალური თაღი ."

                                                       ნაწარმოების მიმოხილვა :
     " ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება. ადამიანის ადგილი კი არსად არის !– ეს ტკივილი დაყვება ერიხ მარია რემარკის რომანის "ტრიუმფალური თაღის " გმირს –გერმანელ ექიმს ,საფრანგეთში რომ გამოქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. ახალ ბაბილონად ქცეულა ემიგრანტებისთვის პარიზი .რომანის გმირები დაღუპული გემის  გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან ,რომლებიც დანისლული ზღვის  ზედაპირზე დაცურავენ . ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი, რომლისკენაც სწრაფვა ,ამავდროულად , გადარჩენისთვის ბრძოლას მოგვაგონებს . ფაშიზმისგან გაგიჟებული ევროპა თითქოს ტრიუმფალური თაღის ქვეშ მოქცეულა .ეს რომანი კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს დიდ სიყვარულსა და არანაკლებ  დიდ სიძულვილზე ,რომლის წინააღმდეგ ბრძოლას მრავალი მარცხისა და გულისტკენის შემდეგაც არ უშინდება ნაწარმოების მთავარი გმირი.
       ...და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს ,"ტრიუმფალური თაღის " დასასრულს ომი მხოლოდ იწყება . 

                                       ჩემ მიერ ამოწერილი ციტატები :

 1)"მარადიული იაფფასიანი სასოწარკვეთილება ღამის წყვდიადის სასოწარკვეთილებაა ,რომელიც სიბნელეს მოსდევს და მასვე მიჰყვება."
2)"ყველაზე მძიმე დროსაც კი უნდა ვიფიქროთ ერთგვარ ფუფუნებაზე."
3)"ყველანი თითქოს პატარა ნაპერწკლები ვართ , უჩინარი ქარისგან დევნილნი."
4)"ღმერთს არ უყვარს გულქვა სულები , ივიწყებს მათ არსებობას , ამიტომაც ცოცხლობენ უსასრულოდ დიდხანს."
5)"ადამიანი ვერასოდეს გამოიწრთობა .შეუძლია მხოლოდ ბევრ რამეს მიეჩვიოს.
  –დიახ, მაგრამ არის ზოგი რამ ,რასაც ვერასოდეს მიეჩვევი , ძნელია ამის მიზეზის პოვნა."
6)"ადამიანს მხოლოდწვრილმანები ამშვიდებს –წყალი ,სუნთქვა , საღამოს წვიმა .... ვინც მარტოა ,მხოლოდ ის გაიგებს ამას."
7)"სიცოცხლე იმაზე მეტია ,ვიდრე სენტიმენტალურ ვნებათა კრებული "
8)"ვიდრე ცოცხალი ხარ, არავის ენაღვლები , მოკვდები თუ არა , არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი ხდები."
9)"ჯობს წამით სირცხვილი გამოცადო , სამაგიეროდ , შემდეგ სიმშვიდით დატკბები."
10)"ვინ შეძლებდა ცხოვრებას , დავიწყება რომ არა ?მაგრამ ვის შეუძლია დაივიწყოს ყველაფერი ,რისი დავიწყებაც არ სურს ?"
11)"როცა ადამიანისთვის უკვე აღააფერია წმინდა ,მისთვის ყოველივე ხელახლა და კიდევ უფრო ადამიანურად ხდება წმინდა . იგი იწყებს სიცოცხლის იმ პატარა ნაპერწკლის პატივისცემასაც კი ,ჭიას რომ აიძულებს დროგამოშვებით დღის სინათლეზე გამოძვრეს."
12)"რწმენას ადვილად მიჰყავს ადამინი ფანტაზიამდე .აი ,რატომ დაიღვარა ამდენი სისხლი რელიგიისათვის."
13)"შეურაცხყოფისგან თავის დაცვა შიძლება , თანაგრძობისგან კი –არა."
14)"რისთვის უნდა სცადო კაცმა რაიმეს შენება ,თუკი მალე ყველაფერი უსათუოდ დაინგრევა ? ჯობს ,ისევ დინებას მიჰყვეს ,ტყუილად არ ფლანგოს ჯან–ღონე    ––– ეს ერთადერთი რამ არის ,რისი აღდგენაც შეუძლებელია ! უნდა გაუძლოს! შეინარჩუნოს თავი იმ დრომდე ,ვიდრე ხელახლა არ გამოჩნდება მიზანი . და რაც უფრო ნაკლებ ძალას დახარჯავს მით უფრო უკეთესი იქნება ,– მარაგად დარჩება . იმ საუკუნეში ,როცა ყოველივე ინგრევა , ჭიანჭველის შეუპოვრობით აშნო დარბაისლური ცხოვრება?
15)"დედამიწაზე ყველაფრისათვის საკმარისია ადგილი ,მხოლოდ ადამიანებს არ აქვთ ადგილი .
16)"ყოველთვის გვეჩვენება ,რომ ადამიანს დავეხმარეთ, და განზე ვდგებით ხოლმე მაშინ ,როცა ყველაზე მეტად უჭირს."
17)"იცხოვრო –– ნიშნავს იცხოვრო სხვებისთვის.ადამიანი ადამიანითაა...სიკეთე ადამიანს ძალას მატებს ,თუ მძიმე ცხოვრებით დაღდასმულია."
18)"ნუგეში უნდა ვეძიოთ ყველგან, სადაც კი შესაძლებელია..."
19)"მარტოობ ––– ცხოვრების მარადიული რეფრენია დასაბანიდან. ....ადამიანი მუდამ მარტოა და თან არასოდეს არის მარტო."
20)"წარსულს არავინ უბრუნდება.ეს არ ხდება"
21)"სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად. გამოსწორება საერთოდ არაფრის არ შეიძლება.თორემ ეს ,რომ შეიძლებოდეს ,ყველანი წმინდანები ვიქნებოდით .ცხოვრება არ აპირებს ჩვენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას .ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია."
22)"ყოველთვის იმის მოლოდინში ხარ ,რომ ადამიანი ,რომელიც სიკვილს გადაურჩა ,გახარებული და უსაზღვროდ ბედნიერი იქმნება , მაგრამ ეს თითქმის არასოდეს ხდება ."
23)"იქ ქალთა შორის ,რომლებიც მამაკაცის გვერდით არასოდეს დაწოლილან ,მეტი მეძავია ,ვიდრე მათ შორის ,ვისთვისაც ეს ამბავი მწარე ლუკა–პურად ქცეულა."
24)"ყველაზე მსუბუქი ხასიათი ცინიკოსებს აქვთ ,ყველაზე აუტანელი –იდიალისტებს ."
25)"აზრი არ აქვს თავის გაწამებას ,როცა არაფრის გაკეთება არ შეგიძლია."
26)"ძალაუფლება –– ყველაზე გადამდები სნეულებაა დედამიწაზე ."
27)"ყველაფერი ,რისი მოგვარებაც ფულით ხერხდება ,იაფია."
28)"ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში .ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც."
29)"მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ სინამდვილეს."
30)"ცხოვრება არასოდეს დასრულდება .მეტისმეტად სერიოზული რამ არის ცხოვრება ,რომ იმაზე ადრე დასრულდეს ,ვიდრე სუნთქვას შევწყვეტთ."
31)"ქვეყანა აპათიითაა გაჟღენთილი და უნებურად მიგორავს ახალი ომის უფსკრულში."
32)"დაეხმარე თუ შგიძლია..გააკეთ ყველაფერი ,რაც შენს ხელთ არის ... მაგრამ ,როცა უკვე აღარაფრის გაკეთება შეგიძლია – დაივიწყე! ზურგი აქციე! გამაგრდი! შბრალება საპატიებელია მხოლოდ მშვიდობიან დროს ,მაშინ კი არა ,როცა საქმე სიკვდილ სიცოცხლეს ეხება . დამარხე მიცვალებული და კბილოთ ჩაეჭიდე ცხოვრებას ! შენ ჯერ უნდა იცოცხლო და იცოცხლო . დარდი დარდად დარჩება , ფაქტები კი ფაქტებად .თვალი გაუსწორე სინამდვილეს , აღვიარე სინამდვილე .ამით სულაც არ შეურაცხყოფ დაღუპულთა ხსოვნას.მხოლოდ ასე შეიძლება იცოცხლო."
33)"მიცვალებულნი დაასაფლავე და კბილებით ჩაეჭიდე ცხოვრებას.დრო სწრაფმავალია.გაძლება – აი , რა არის მთავარი.ოდესმე საჭირო იქნება. გაუფრთხილდი თავს და მზად იყავი ."
34) "ძველი იგავი ..... ასობით ლომთვძ იწვა თურმე ზღვის სანაპიროზე .მოვიდა მონადირე და დაიწყო მათი ხოცვა –– რიგრიგობით უხეთქავდა კომბლით თავებს.შერთებული ძალით ლომთევზები იოლად გადათელავდნენ მას, ისინი კი უძრავად იწვნენ . ყოველი მათგანი ხედავდა ,როგორ კლავდა მონადირე მის გვერდით მწოლიარეს და სულ უფრო უფრო უახლოვდებოდა მათ ,მაგრამ ადგილიდან არ იძვროდნენ .რა მოხდა, მხოლოდ მეზობელსა ჰკლავსო."
35)"რასაც დაივიწყებთ , ის მერე მთელი სიცოცხლე გაკლიათ .
         ხოლო ყველაფერი ,რაც გახსოვს ,ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევს ხოლმე ."
36)"იაფფასიანია მხოლოდ ის ,რასაც საკუთარი თავის რწმენას მოკლებული ადამიანები ატარებენ."
37)"შეიძლება გახდე მთავარანგელოზი ,მასხარა ,დამნაშავე – და ვერავინ შენიშნავს ამას. მაგრამ აი ,ვთქვათ , ღილი მოგწყდა სადმე – ამას კი მაშინვე ყველა დაინახავს . რა სულელურად არის მოწყობილი ქვეყნად ყველაფერი."
38)"არაფერს არ უნდა მიეჩვიო .ქალის სხეულსაც კი ."
39)"უცნაურია : რასაც კი სხეული ეხება – ლოგინი ,თეთრეულიო ,აბაზანაც კი –როგორც კი ადამიანის სითბო მოსცილდება ,იმწამსვე კვდება ."
40)"თუ რაიმეს გაკეთება გინდა ,არასოდეს იკითხო ,ამას რა მოჰყვება ,თორემ ვერაფერს გააკეთებ."
41)"გიყვარს – ეს ნიშნავს , მასთან ერთად დაბერება გინდა ."
42)"ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს. მთავარი ისაა ,რომელი დაასწრებს."
43)"იაფფასიანი გმირობა არაფრის მაქნისია! არც ჩლუნგი იდიოტიზმი!"
44)"უსიყვარულოდ ადამიანი იგივეა ,რაც მიცვალებული შებულებაში ,რამდენიმე თარიღი ,არაფრისმთქმელი სახელი ,ეს არის და ეს."
45)"ჩვენ არ ვიხოცებით .კვდება დრო ,ჭყეული დრო.კვდება განუწყვეტლივ.ჩვენ კი ვცოცხლობთ ,უცვლელად ვცოცხლობთ."
46)"ყველაზე უფრო დაუჯერებელი ამბავი ყოველთვის ყველაზე ლოგიკური აღმოჩნდება ხოლმე."
47)"საერთოდ სულერთია ,სად იცხოვრებს ადამიანი ... მთავარი ის კი არ არის  ,უფრო მდიდრულად იქნები მოწყობილი თუ ნაკლებად .მთავარია ის ,რაზეც ვფანტავთ ჩვენს ცხვორებას."
48)"არაფერი ისე არ ქანცავს ადამიანს ,როგორც ყბედობა."
49)"ბედნიერება ჩვენ გარშემო იმდენია ,რამდდენიც გნებავს .მხოლოდ დაიხარე და აიღე.
50)"ბედნიერება ,როგორღაც, ძალიან უბრალოდ მოდის ხოლმე და მუდამ ბევრად მარტივად ,ვიდრე კაცი ფიქრობს."
51)"ადამიანი ხომ სისულელეებით ცხოვრობს და კიდევ მკაცრი ფაქტებით!"
52)"იყო და არა იყო რა ,იყო ერთი ტალღა და უყვარდა ფრიალო კლდე ,სადღაც ზღვაში ,ვთქვათ, კაპრის უბეში აღმართული . ქაფისა და შხეფების კორიანტელში ახვევდა, დღე და ღამე კოცნიდა ,ეხვეოდა თავისი თეთრი ხელებით .ოხრავდა ,ტიროდა და ევედრებოდა :მოდი ,ჩემთან კლდეო!" უყვარდა ,ზედ ეხლებოდა და ნელ –ნელა შლიდა . და აი ,ერთ მშვენიერ დღეს სრულიად დაშლილი კლდე შეირხა , წამოიქცა და ტალღის მკლავებში გადაეშვა . .... მერე უეცრად კლდე გაქრა , ტალღა კი ვეღარავის გაეთამაშა , ვეღარავინ შეიყვარა,ვერავისთვის იდარდა.კლდე ტალღაში ჩაიხჩო.ახლა ის მხოლოდ ზღვის ფსკერზე მდებარე ლოდი იყო.ტალღას იმედი გადაეწურა ,ეგონა ,მომატყუესო ,და მოკლე ხანში სხვა კლდე მონახა ...."
53)"მაგრამ მოძრავი მუდამ უფრო ძლიერია უძრავზე ."
54)"განა სიყვარული გუბურის სარკისებრი ზედაპირია ,რომ ყოველთვის შეიძლებოდეს მისი დანახვა?"
55)"მორალი სუსტების მოგონილია ,მარცხიან ადამიანთა საცოდავი კვნესა."
56)"ვინც არაფერს ელის ის არც გულს ,არც გულს გაიტეხს."
57)"ყველაზე მართეული დამშვიდობების დროს წასვლაა."
58)"ზოგჯერ იაფფასიანი მუსიკა უფრო ძლიერად შეგირყევს სულს ,ვიდრე შოპენის ყველა ნოქტიურნი."
59)"რა თქმა უნდა ,სხვისთვის ძალიან ადვილია საყვედურის ნიშნად თავის ქნევა და კეთილგონიერებისაკენ მოწოდება ."
60)"ცხოვრება არის ცხოვრება ,არაფერი ღირს და უსასრულოდ ბევრიც ღირს."
61)"სულერთია ,უნდა ამოვათრიოთ ეს ქვეყანა სისხლიდან და ტალახიდან .და, თუნდაც შენ მხოლოდ ერთი გოჯით ამოათრიო -სულერთია , მნიშვნელოვანია , რომ განუწყვეტლივ იბრძოდი ,უბრალოდ იბეძოდი. და ვიდრე ცოცხლობ ,ვიდრე სუნთქავ , ხელიდან არ გაუშვა შემთხვევა , რომ ბრძოლა განაახლო ."
62)"მენანება დრო ძილისთვის .ვიდრე გძინავს ,სოცოცხლე ხომ მიდის ."
63)"ქალი სიყვარულისგან ფხიზლდება , კაცი კი ჭკუას კარგავს."
64)"შეყვარებულები არასოდეს გამოირჩევიან თავაზიანობით."
65)"ყველაფერი ყოველთვის წინასწარ არის გადაწყვეტილი, თუმცა ადამიანები ვერ გრძნობენ ამას და კვანძის დრამატული გახსნის მომენტი ჰგონიათ გადამწყვეტი საათი ."
66)"სიყვარული სნეულებასავით არის .ნელა და შეუმჩნევლად ადნობს ადამიანს , ხოლო როცა შეამჩნევ და მისგან თავის დაღწევას მოინდომებ , ძალა გღალატობს . "
67)" აცხოვრე ქალი თუნდაც რამდენიმე დღე იმ ცხოვრებით ,რომლის უზრუნველყც მისთვის მუდმივად არ შეგიძლია , და აუცილებლად დაკარგავ . შეეცდება , ასეთივე ცხვორება მოიპოვოს ,ოღონდ უკვე სხვა ადამიანთან ,რომელიც სამუდამოდ ასე ცხოვრებას შესთავაზებს."
68)"ადამიანი მხოლოდ მაშინ ბერდება ,როცა უკვე ვეღარაფერს გრძნობს.
      – არა ,როცა უკვე აღარ უყვარს. "
69)"ყოველთვის კარგი გვგონია იქ ,სადაც არ ვართ."
70)"უცნაურია ,რამდენს ფიქრობს ადამიანი ,როცა გზაშია და , რა ცოტას – როცა შინ ბრუნდება ."
71)"სიყვარული ახსნა– განმარტებებს ვერ ეგუება ."
72)"ადამიანი სუსტია და ეს გახლავთ მისი მომხიბლაობაც!"
73)"თუ სისულელეების ჩადენაზე ხელი ავიღეთ – ჩანს ,დავბერებულვართ."
74)"ქალი ან უნდა გააღმერთო , ან უნდა მიატოვო .ყველაფერი დანარჩენი სიცრუეა ."
75)"მძაგს სრულყოფილება! ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება."
76)"ყველა უბედურებას ... მაშინ მიეცა დასაბამი ,როცა აზროვნების უნარი შევიძინეთ."
77)"თუ გიყვარს და თან სასწაულის არ გწამს ,დაღუპული კაცი ხარ."
78)"კატას ვერ მოსთხოვ ,თაგვების ნაცვლად ბალახი ჩამეო"
79)"ვინც ახსნა–განმარტებას იძლევა , ის უკვე თავს იმართლებს."
80)"ერთსა და იმავე საგანს შეიძლება ეწოდოს სხვადასხვა სახელი ,კარგიც და ცუდიც .ეს არაფერს ცვლის."
81)"გაწამებულნი არიან მხოლოს გამარჯვებულნი. დამარცხებულნი ფრიად საომარ განწყობილებაზე გახლავან .გამარჯვება უდარდელობას იწვევს ."
82)"ყველა ცდილობს გამოჰგლიჯოს ცხოვრებას ყველაფერი ,რისი გამოგლეჯაც შეუძლია ვიდრე აღსასრულის დღე არ დაუდგება."
83)"უცხოეთის მერყევ მინაზე ბევრა ძნელია ფეხზე წამოდგომა ,ვიდრე მშობლიურზე."
84)"ნამდვილი ტრაგედი ხანმოკლე უნდა იყოს ."
85)"ადამიანს შეუძლია, შეინარჩუნოს მხოლოდ ის ,რაც მასში იზრდება ."
86)"როცა ადამიანს თითქმის არაფერი რჩება ცხოვრებაში ,მცირედსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს."
87)"ვინც მეტისმეტად ხშირად იყურება უკან ,იოლად წაჰკრავს რაიმეს ფეხს და დაეცემა."
88)"გული ,ერთხელ შეთვისებულ–შედუღებული სხვა გულთან , აღარასოდეს განიცდის იმავეს უწინდელი ძალით."
89)"კაცმა არ იცის ,რამდენი რამის დავიწება შეუძლია. ეს დიდი ბედნიერებაცაა და საშინელი ბოროტებაც."
90)"სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით . დასასრული არის დასასრული ."
91)"შემთხვევები არ ხდება მხოლოდ კარგ ლიტერატურაში ,ცხოვრებაში კი ყოველ ნაბიჯზეა მოსალოდნელი და თანაც –სულელურზე სულელური."
92)"ვერავინ გახდება ისე უცხო ,როგორც ის ვინც გიყვარდა."
93)"სიყვარული ის ვაჭარი როდია ,დაბანდებული კაპიტალის პროცენტებს რომ ითხოდეს."
94)"ბედისწერა ვერასოდეს გახდება მშვიდ სიმამაცეზე ძლიერი , მაგრამ ,თუ მთლად აუტანელი გახდება ცხოვრება ,შეიძლება თავის მოკვლა . კარგია ამის ცოდნა , მაგრამ კიდეც უკეთესი იმის შეგრძნება ,რომ ვიდრე ცოცხალი ხარ , არაფერია საბოლოოდ დასრულებული."
95)"ადამიანს ბევრის ატანა შეუძლია ."




ჩარლზ დიკენსი –"დევიდ კიპერფილდი"

 მიმოხილვა –"გადის წლები,ათსწლეულები,საუკუნეები....იცვლებიან თაობები ,ადამიანები ,ეპოქები....მარადიულია დაპირისპირება სიკეთესა და ბოროტებას შორის. ამ ბრძოლაში ყოველთვის როდი იმარჯვებს სიკეთე , მაგრამ შეუპოვარი ბლძოლაც ხომ თავისებური გამარჯვებაა! ასე სწამს რომან "დევიდ კოპერფილდის" გმირს და მთელი ცხოვრება ებრძვის დაუნდობლობას , ვერაგობას ,ცბიერებას ,ისევე როგორც თავად დიდი მწერალი ჩარლზ დიკენსი. ამ ნახევრად ავტობიოგრაფიულ რომანს მძაფრი ადამინური განცდებით ,სიძლიერითა და სისუსტეებით ჩვენამდე მოაქვს თითქმის ორი საუკუნის სიყვარული ,რომელიც ისეთივე ძლიერი და დამათრობელია ,როგორც წყურვილი სიყვარულის ზიებისა.რადგან ცხოვრება გაძლებაა ,ასეთი წიგნები უფრო გვაძლებინებსო ,ჭერდა ოთარ ჩხეიძე "დევიდ კოპერფილდის" შესახებ. ეს რომ ასეა ,ამაძი წიგნის გადაფურცლისთანავე დარწმუნდებით ."
       

                                ჩემ მიერ ამოწერილი ციტატები :                 


1)"მშვენიერია მხოლოდ ის ,ვისი მოქმედებაც ,შვენიერია."
2)"ბევრის ყმაწვილური მოგონებები გაცილებით უფრო შორს მიდის ,ვიდრე საზოგადოდ ჰგონიათ......ძალიან ბევრი პატარა ბავშვი დაჯოლდოებულია დაკვირვების საოცარი ნიჭით და ამ დაკვირვების შედეგი ხშირად არაჩვეულებრივად სწორი და ზედმიწევნითია."
3)"რა სიცოცხლეა ,თუკი ბედნიერებას სწორედ მაშინ გიკლავენ ,როცა უფლება გაქვს ყოველნაირ სიამოვნებას მოელოდე!"
4)"უსაქმურობა ხომ დედაა ყოველგვარი მანკიერებისა."
5)"ქვას სისხლს ვერ გამოადენ; მოვალეს ვერ გამოსწურავ ფულს ,თუ მისი ქისა ცარიელია."
6)"მზე ყოველდღე ჩადის და ადამინები ყოველ წუთში კვდებიან.საერთოდ ხვედრი არავის არ უნდა აშინებდეს.თუ ჩვენ შევყოყმანდით შევდგათ ფეხი უზანგში ,მხოლოდ იმიტომ ,რომ სიკვდილმა კარზე დაარახუნა , მაშინ ყველაფერი წასულია. არა ,ჩემო მეგობარო! გასწი წინ შენს რაშზე! მოუჭირე დეზები, სადაც საჭიროა , და ნუ  დაეცემი სულით ნურასოდეს ,თავგამოდებით გაჰქუსლე სულ წინ , გადალახე ყველა დაბრკოლება და გამარჯვება შენია!"
7)"საბედისწერო ცვლილების საშინელი მოლოდინი აყრუებს ადამინის გულში ყველა დანარჩენ გრძნობას."
8)"ნუ აურევთ ერთმანეთში სულისა და სხეულის სიმახინჯეს.....არის მახინჯთ შორისაც კეთილი ხალხი ,ისევე , როგორც მშვენიეს სხეულში იმალება ზოგჯერ მახინჯი სული."
9)"ჭეშმარიტება და ნამდვილი სიყვარული ამქვეყნად ყველა ბოროტებასა და უბედურებაზე ძლიერია."
10)"საკუთარი შრომით შეძენილი ლუკმაპურუ გაცილებით უფრო ტკბილია და გემრიელი ,ვიდრე ის მდიდრული სადილი ,რომელიც წილად ხვდება ხოლმე ვინმე მუქთახორას."
11)"ღარიბი ქოხი ,აღსასვე სიამოვნებით ,გაცილებით უკეთსია ,ვიდრე ამაო სიმდიდრით სავსე ცივი პალატები."სადაც სიყვარულია ,იქ ყველაფერია !"
12)"ჩხუბი არ შიძლება იყოს იქ,  სადაცარ არის ამისთვის აუცილებელი ორი მხარე."
13)"ცოლქმრობაში უთანასწორობის მიზეზი წარმოდგება სურვილთა და აზრთა სხვადასხვაობისაგან "








суббота, 13 августа 2011 г.

რიჩარდ ბახ – "თოლია ჯონათან ლივინგსტონ"

                   "ნამდვილ თოლია ჯონათანს , თითოეულ ჩვენგანში მცხოვრებს."
 




                                       
                                            ჩემ მიერ ამოწერილი ციტატები :
1)"თოლია, როგორც იცით, არასოდეს მერყეობს,არასოდეს ჩერდება.ჰაერში გაჩერება მისთვის სირცხვილი და უღირსი საქციელია."
2)"ცხოვრება გაუგებარია და  შეუცნობელი.როგორც ჩანს ,ჩვენ იმისთვის მოვედით ამქვეყნად,რომ ვჭამოთ და რაც შეიძლება დიდხანს ვიცოცხლოთ."
3)" ვინ არის იმ თოლიაზე უფრო  მეტად პასუხისმგებელი,რომელიც ეძებს და პოულობს ცხოვრების უფრო ამაღლებულ მიზანს ?
4)"სწავლა , აღმოჩენა , თავისუპფლება."
5)"თოლია ჯონათანმა აღმოაჩინა ,რომ მოწყენილობა ,შიში და რისხვა ის მიზეზებია ,როიმელთა გამოც თოლიას სიცოცხლე ასე ხანმოკლეა."
6)"ზეცაში საზღვრები არ უნდა არსებობდეს."
7)"თუ შეიძლება წარმოიდგინო ,რამდენი ცხოვრება უნდა გავიაროთ ,ვიდრე პირველად მოგვივა თავში ,რომ არსებობს კიდევ სხვა ცხოვრება ,ჭამის ,ჩხუბის და გუნში პირველოისათვის ბრზოლის გარდა? ათასი ცხოვრება უნდა გავიაროთ ,..., ათი ათასი ! მერე კიდევ ასი ცხოვრება ,ვიდრე იმის სწავლას შვუდგებით ,რომ არსებობს ისეთი რამ ,როგორიცააა სრულქმნილება ; შემდეგ კიდევ  ასი ცხოვრება იმის მისახვედრად ,რომ ჩვენი ცხოვრების მიზანი ამ სრულქმნილების პოვნა და გამოვლენაა."
8)"ნურაფერს ისწავლი და მომდევნო სამყაროც ზუსტად ასეთივე იქნება ,ომავე დასაზღვრულობებით და იმავე გადასალახავი სიმძიმეებით ."
9)"–თუ არის სადმე ზეცად წოდებული ადგილი ?
    – არა  ,ჯონათან , ასეთი ადგილი არ არსებობს . ზეცა არც ადგილია და არც დრო .ზეცა სრულყოფილი არსებობაა."
10)"სრულქმნილებას კი საზღვრები არ აქვს ."
11)"ყოველთვის გამოდის ,როცა იცი ,რას შვრები."
12)"ყველაზე მაღლა მფრენი ყველაზე შორსაც ჭვრეტს ."
13)"ყველაფერი ,რამაც შეიძლება შგვზღუდოს ,გვერდით უნდა გადავდოთ ."
14)"თოლიას უფლება აქვს იფრინოს ;თავისუფლება  თვით მისი არსი და ბუნებაა ; რომ ყველაფერს ,რაც ამ თავისუფლებას წინ დაუდგება –რიტუალს ,ცრურწმენას თუ რაგინდარა შეზღუდვას –სასწრაფოს უნდა აარიდოს გვერდი ."
15)"ერთადერთი ჭეშმარიტი კანონი ისაა , რომელსაც თვისუფლებისკენ მივყავართ .... სხვა არ არსებობს ."
16)"სიძულვილი და ბოროტება არ უნდა გვიყვარდეს!"
17)" არ დაუჯერო ,რასაც ამწუთას საკუთარი თვალი უბნება " ყველაფერი ,რასაც ის გიჩვენებს , დასაზღვრულობაა."

вторник, 2 августа 2011 г.

პაოლო კოელიოს–"ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა"

      ნაწარმოები რომ უფრო საინტერესო და მკითხველისთვის სასურველი გახდეს ჯერ დავწერ პატარა მიმოხილვას, რომელიც ადამიანს შუქმნის ზოგად წარმოდგენას წიგნზე .
         "ნაწარმოები 24 წლის ვერონიკას ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მონაკვეთზე აქცენტირდება, როდესაც ის ამ ცხოვრების ამაოებით დაღლილი სიკვდილს გადაწყვეტს. რომანი დაფუძნებულია კოელიოს ბევრ ცხოვრებისეულ ფაქტზე (იხ. ბიოგრაფია); რომანში ნათლადაა ნაჩვენები თუ რამდენი ნორმალური ადამიანი შეიძლება იმყოფებოდეს ფსიქიატრიული საავადმყოფოს პალატებში და ვერც წამოსვლას ახერხებდეს და ვეღარც დარჩენას.
         ეს წიგნი ასევე საინტერესოა იმით,რომ იგი ამა თუ იმ პიროვნების სულიერ სამყაროს გვაცნობს და ცხოვრებისეულ სიძლიერეებს მკაფიოდ გვიშიფრავს, ვერონიკა, რომელიც საბედისწეროდ გადაურჩება სიკვდილს, შეიცნობს ნამდვილ სიგიჟეს და შეიყვარებს შეურაცხადს, რის შემდეგად ძვირფასი გახდება მისთვის ყველაფერი ამქვეყნიური. პაოლო კოელიო რომანში მოცემული იგავით მთავარ საქმეს გადმოგვცემს, რომ თუ გინდა სრულყოფილ ადამიანად აღგიქვან შენც ისეთივე გიჟი უნდა იყო, როგორებიც სხვები არიან. აქ სიგიჟე გაიგივებულია წესიერებასთან."

                               ჩემ მიერ ამოწერილი ციტატები :

  1) "აჰა,გაძლევთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დასათრგუნავად,და მტრის ყოველი ძალისა;და თქვენ კი არაფერი გევნებათ."
  2) "თვითმკვლელობა ადამიანის პირადი საქმეა და ამ დროს ცხვებზე არ ფიქრობ."
  3) "რაც უნდა თქვან ,მე–20 საუკუნის მიწურულშიც ადამინაებს მაინც ეშინიათ მოჩვენებების"
 4)  "ქალები თვითმკვლელობის უფრო რომანტიკულ ფორმას ირჩევენ ხოლმე:წამლებს სვამენ ან ვენებს იჭრიან."
 5) "ადამიანებს მოსწონთ,უფრო კარგებად მოგაჩვენონ თავი, ვიდრე სინამდვილეში არიან."
6) "არსებითად, ასეთია ცხოვრება,სადაც ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი და არასოდეს არაფერი აცვლება"
7)"ადამიანთა უმრავლესობა სხვათა უბედურებაზე ისე ლაპარაკობს ,თითქოს მთელი გულით სურს დახმარება,სინამდვილეში კი,სხვისი ტანჯვის ფონზე ბედნიერებასა და კმაყოფილებასაც  შეიგრძნობს."
8)"შეშლილი ის არის ,ვინც თავის განსაკუთრებულ სამყაროში ცხოვრობს,როგორც,მაგალითად, შიზოფრენიითდაავადებულები,ფსიქოპათები,მანიაკები.სეს იგი ,ისინი,ვინც ნაღდად განსხვავდებიან ცხვებისგან."
9)"მინდა ,გიჟი ვიყო ,ისე ვიცხოვრო ,როგორც ვოცნებობ,და არა ისე ,როგორც სხვებს უნდათ."
10)"გიჟები პირველ შთაბეჭდილებას ენდობიან."
11)"ადამინაები იმისთვის იბრძვიან,რომ კომიდან გამოვიდნენ ,და არა იმისთვის ,რომ კომაში ჩაცვივდნენ"
12)"ადამინაები იმისთვის იბრძვიან,რომ იციცხლონ,და არა იმისთვის,რომ თვითმკვლელობით დაასრულონ სიცოცხლე .."
13)"დეპრესიის მიზეზი ხანდახან ძდმეტად ბანალურია."
14)"ადამინაებს არასოდეს სჯერათ მოყოლილი ამბებისა,ყველაფერი თვითონ უნდა გამოსცადონ."
15)"სიგიჟე ის არის ,როცა უნარს კარგავ,შენი გრძნობები სხვებს გაუზიარო.ისეთი შეგრძნება გაქვს,თითქოს უცხო ქვეყანაში იმყოფები – ყველაფერს ხედავ,გესმის ,რაც ირგვლივ ხდება ,მაგრამ ვერავის ვერაფერს უხსნი და ვერც დახმარებას ითხოვ ,რადგან ის ენა არ გესმის ,რომელზედაც იქ ლაპარაკობენ."
16)"მაინც საიდან მოდიან ადამიანები,რომლებიც ,ცხოვრების ბუნებრივ კანონს –თვითგადარჩენის კანონს – ეწინააღმდეგებიან ?"
17)"–მითხარი ერთი ,რა აიძულებს ადამიანს,საკუთარი თავი ეზიზღებოდეს ?
     – ალბათ,სილაჩრე. ან დამარცხების მუდმივი შიში .სისი იმისა,რომ ვერ გაამართლებ შენზე დაკისრებულ იმედებს."
18)"თუკი გსურს ,უბედურებას თავი აარიდო,პასუხისმგებლობა გადაანაწილე ."
19)"ციხე ვერ ასწორებს დამნაშავეს და მხოლოდ ასწავლის როგორ ჩაიდინოს ახალი დანაშაული, ფსიქიატრიული კლინიკაც მხოლოდ არარეალურ გარემოში ცხოვრებას ასწავლიდა ავადმყოფებს,სადაც ყველაფერი დაშვებულია და თავის სადაც ყველაფერი დაშვებულია და თავის საქციელზე პასუხს არავინ აგებს."
20)"რაც უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ ადამიანებს ,ბედნიერები იყვნენ ,მით მეტად თვლიან თავს უბედურებად"
21)"ადამიანებს ნაკლებათ შესწევთ უნარი,გაიგონ , რა არის ბედნიერება."
22)"ცალკეული მძიმე პათოლოგიების გარდა,ადმიანები,უმეტესად ,მაშინ იშლებიან  ჭკუიდან ,როცა ცდოლობენ,ყოველდღიურობას დააღწიონ თავი."
23)|"ჩვენი თანდასწრებით მეორე ადამიანის დუმილი გვაღიზიანებს , გვძაბავს და სიჩუმეს აუტანელს ხდის."
24)"შიზოფრენიკი ის ადამიანია,რომელსაც ამ სამყაროდან გამიჯვნის ბუნებრივი მოთხოვნილება აქვს,ვიდრე მძიმე,ან ნაკლებად მძიმე რეიმე მოვლენის წყალობით,თვითონ არ შექმნის იმ რეალობას, რომელიხ მხოლოდ მისთვის იარსებებს."
25)"საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა  მხოლოდ ნორმალურ ადამიანს შეუძლია"
26)"..ამიტომ ნაღველით დაავადებულთ ყოველთვის ხიბლავენ გიჟები და გმირები : მათ ხომ არც სიცოცხლე აშინებთ და არც სიკვდილი.გიჟებიც და გმირებიც საფრთხეს არ ერიდებიან და თუმცა ირგვლივ ირგვლივ ყველა მათ შეჩერებას ლამობს,მაინც წინ მიიწევენ."
27)"ბოლოს და ბოლოს, დაუფასებლობა ხომ ის საზღაური იყო ,რასაც გენიოცები იხდიდნენ."
28)"ნუ ფიქრობ იმაზე ,ვის რა მოეწონება.თუ ვინმეს არ სიამოვნებს შენი აქ ყოფნა,თვითონ იტყვის , და თუ სითამამე არ ეყოფა,თავის თავს დააბრალოს."
29)"ყველა ადამინას ამქვეყნად მხოლოდ აწმყო აქვს და ყველას აწმყო სწრაფად გადის,თუმცა ზოგიერთებს ჰგონიათ,რომ აქვთ წარსული,სადაც ნივთები დააგროვეს, და აქვთ მომავალი,სადაც უფრომ მეტ ნივთს მოაგროვებენ."
30)"თქვენ არჩევანის წინაშე დგახართ: ან თქვენ უნდა ფლობდეთ საკუთარ გონებას ,ან ის უნდა გფლობდეთ თქვენ."
31)"არ უნდა შეგეშინდეთ ,იყოთ სხვებისგან გამორჩულნი,მაგრამ ეს ისე უნდა გააკეთოთ,რომ ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოთ"
32)" "მე"არის ის,რაც ნამდვილად ხართ , და არა ის რადაც გაქციეს."
33)"ახალგაზრდებს ასე სჩვევიათ : საკუთარ საზღვრებს აწესებენ და არც კი კითხულობენ ,გაუძლებს თუ არა ორგანიზმი.და ორგანიზმიც ყოველთვის უძლებს."
34)"შეშლილები ბავშვებივით არიან  – თავს მხოლოდ მაშინ განებებენ, თუ სურვილს შეუსრულებ ."
35)"ასეთია ადამიანის ბუნება....საკუთარი ემოციების დიდ ნაწილს შიშით ცვლის."
36)"სამუშაო ყველაზე უკეთესი ფსიქოთერაპიაა."
37)"ზოგჯერ კითხვებზე მეტად დუმილით შეიძლებოდა პასუხის მიღება."
38)"ყველა გიჟი ამბობს ,რომ ნორმალურია."
39)"აქვეყნად ბევრი შეცდომის დაშვება შეიძლება ... გარდა იმ შეცდომისა,რომელიც გაგვანადგურებს."
40)"ქალს შეეძლო ,მეორე ქალის სხეულს ისე შეხებოდა ,როგორც ვერც ერთ მამაკაცი ვერ მოახერხებდა –  ქალმა იცის ქალის საიდუმლო."
41)"არდებობს მხოლოდ ორი აკრძალული რამ,ერთი– ადამიანური, მეორე კი –ღვთიური კანონით."
42)"ყოველთვის იარსებებს ვიღაც, ვისაც ზუსტად იგივე ენდომება ,რაც შენ."
43)"ყოველთვის ყველაფერს სამომავლოდ ვდებდი, რადგან მეგონა,რომ მუდამ ბევრი დრო მქონდა და ამიტომ დავკარგე ინტერესი,ამიტომ მივედი იმ დასკვნამდე,რომ სიცოცხლე აღარ ღირდა ."
44)"ყველას უჩნდება ხოლმე სურველი,ხანდახან ძალზე უცნაური რაღაც გააკეთოს."
45)"ყველა ეგრეთ წოდებულ აკრძალულ ხილზე ოცნებობს და მხოლოდ ცოტას თუ შეუძლია ოცნების ასრულება,დანარჩენები საკუთარ თავს ლაჩრებად მიიჩნევენ."
46)"მართალია ის ,ვინც ძლიერია."
47)"ფანტაზიები ტვინის ელექტრული იმპულსები იყო ,რომლებიც დათრგუნვის შემთხვევაში , სხვა სასიცოცხლო სფეროებში გზავნიდა ენერგიას."
48)"ცოლ–ქმარის შორის სექსუალური ლტოლვა ერთად ცხოვრების მესამე თუ მეოთხე წელს ქრება.ამ პერიოდებში ქალი მიტოვებულად შეიგრძნობს თავს,კაცი – ქორწინების ტყვედ, და კუპორისი თუ ნაღველი  ყველას და ყველაფრის ნრევას იწყებს ირგვლივ."
49)"ჭეშმარიტი იდეა,კარგია ის თუ ცუდი,რეალური მხოლოდ მაშინ ხდება , როცა მისი პრაქტიკაში განხორციელებაა შესაძლებელი."
50)"მე მათ ვეტყვი , რომ ეთიკეტის სახელმძღვანელოს მიხედვით კი არ უნდა იცხოვრონ,არამედ უნდა ჩასწვდნენ საკუთარ ცხოვრებას,საკუთარ სურვილებს,თავგადასავლებს და – იცხოვრონ ."
51)"თუ შენ ცოცხლობ , ღმერთიც ცოცხლობს შენში .მაგრამ თუ უარს იტყვი საკუთარ სიცოცხლეზე და ნაბიჯის წინ გადადგმისა შეგეშინდება– ღმერთი ცას დაუბრუნდება და მხოლოდ ფილოსოფიური მსჯელობის თემად იქცევა."
52)"ამქვეყნად არის ისეთი ღირებულებებიც, რომლებიც,რა კუთხიდან არ უნდა შეხედო,მაინც უცვლელია და ყოველი ადამიანისთვის ერთნაირი ფასეული.მაგალითად,სიყვარული."
53)"თუკი ამ წუთს გიწერია სიკვდილი,ისევ ჯობია ,სიყვარულით გულსავსე მოკვდე."
54)"თუკი გინდა ,ნამდვილად იცხოვრო,საფრთხეც უნდა შეიგრძნო."
55)"თუკი ადამიანთა დიდი რაოდენობა რაღაცას მიიჩნევს ნორმად ,ის ხდება სწორედ ნორმალური."
56)"ყოველი ადამინური არსი უნიკალურია თავისი გამოვლინებებით,ინსტიქტებიტ,კმაყოფილებეს მიღების გზებით და თავგადასავლებისკენ სწრაფვით.მაგრამ საზოგადოება მაინც ახერხებს ,თავს მოახვიოს კოლექტიური ქცევის ნორმა და ადამიანებს კითხვაც კი არ უჩნდებათ,რატომ უნდა მოიქცნენ ასე და არა სხვაგვარად."
57)"საშიშია,ცდოლობდე,იყო ისეთი ,როგორიც ყველაა....საშიშია ,იყო ყველასნაირი,რადგან სწორედ ეს ნიშნავს – ძალადობა იზმარო ბუნებაზე და ღვთის კანონების წინააღმდეგ წახვიდე,რომელსაც ერთმანეთის მსგავსი ორი ფოთოლიც კი არ შეუქმნია."
58)"ადამინაებს არ ჰყოფნით სითამამე ,გამორჩეულები იყვნენ."
59)"მიწის შეგრძნება ხომ სიცოცხლის შეგრძნებას უდრის."
60)"პირველი სიყვარული ყველას ახსოვს ,მაგრამ მაინც ქრება."
61)"ბიბლია გვასწავლის ,რომ გველმა მოიტანა კეთილი და ბოროტი ამქვეყნად."
62)"სიყვარულია სწორედ კაცებისა და ქალების უდიდესი სიგიჟე."
63)"იყავი ნაპირიდან გადასული შადრევანი და არა ავზში ჩაგუბებული წყალი."
64)"მწამს,რომ ერთი თავგანწირვა სჯობს კეთილდღეობისა და კონფორტის ათასობით დღეს."
65)"მადონა – ქალური ენერგია– არის გველის სიბრძნის –დიადი მბრძანებელი. .. . . . სიყვარული სიბრძნეზე მაღლა დგას, როგორც ქალწული –გველზე."
66)"სიკვდილის გაცნობიერება გვაძლევს ძალას ,ვიცოცხლოთ"

  –  ლიტერატურული თვალსაზრისით ამ ნაწარმოებში მოყვანილია ერთი საინტერესო იგავი როომელსაც მე ქვემოთ მოვიყვან .
    "გინდათ ერთ იგავს მოგიყვებით,–უთხრა ზედკამ,–ერთ ბოროტ ჯადოქარს სახელმწიფოს დაღუპვა ჰქონდა გადაწყვეტილი და ნაკადულში ,საიდანაც მთელი ქალაქი წყალს სვამდა,ჯადოსნური ბალახის ნახარში ჩაასხა.საკმარისი იყო ვინმეს ერთი ყლუპი  დაელია ,მაშინვე ჭკუიდან იშლებოდა.
      დილით ყველამ დალია ეს წყალი და ყველა ერთიანად შეიშალა.მეფეს კი საკუთარი ოჯახისათვის საკუთარი წყალი ჰქონდა და ის ჭა ისეთ ადგილზე მდებარეობდა,სადაც ჯადოქარი ვერ მიაგნებდა.შეშფოთებულმა მეფემ სცადა წესრიგისაკენ მოეწოდებინა ქვეშევრდომებისთვის ,მთელი რიგი ბრძანებებიც გასცა,უშიშროებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით,მაგრამ პოლიციელებსაც და ინსპექტორებსაც მოწამლული წყალი ჰქონდათ დალეული,ამიტომ მეფის ბრძანებები სულელურად ჩათვალეს და გადაწყვიტეს,არ შეესრულებინათ.
       ქვეყნის მკვიდრნიც ,როცა მეფის ბრძანებების შესახებ შეიტყვეს,სასახლესთან შეგროვდნენ და მეფის გადგომა მოითხოვეს.
       გამწარებულმა მეფემ გადადგომა დააპირა  ,მაგრამ დედოფალმა შეაჩერა და უთხრა: " მოდი , იმ ნაკადულთან მივიდეთ, ჩვენც ის წყალი დავლიოთ და ჩვენს ქვეშევრდომებს დავემსგავსოთ."
      ასე მოიქცენ.მეფე–დედოფალმა სიგიჟის ნაკადულიდან წყალი შესვა და ისინიც ჭკუიდან შეიშალნენ.ამის შემდეგ აღარც ქვეშევღდომები ითხოვდნენ მეფის გადადგომას,მათ ისევ ბრძენი მეფე ჰყავდათ და რატომღა უნდა გადაეყენებინათ?
   ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგურა,მიუხედავად იმისა ,რომ იმ ქვეყნის მოქალაქეები სულ სხვანაირად იქცეოდნენ,ვიდრე მათი მეზობლებ .და მეფეც სიცოცხლის ბოლომდე მართავდა ქვეყანას.

მგონი სასურველ საქმეს თავი მოვაბი .

    დიდი ხანია აქ აღარ შემოვსულვარ და აღარც დამიპოსტავს , ალბათ ყველაფერი ერთიანი ეროვნული გამოცდების ციებ–ცხელების ბრალია . ახლა ყველაფერი დასრულდა და ბავშვებიც ვტკბებით თავისუფალი დღეებით . წინ მთელი ზაფხულია ,ნუ თუ არ ჩავთვლით იმას ,რომ ამ გამოცდების ხელში მხოლოდ ერთი თვე დაგვრჩა დასვენებისთვის ,არადა რამდენი რამე მქონდა გეგმაში ,მაგალითად,წიგნების კითხვა . მთელი წლის განმავლობაში ჩემი ოჯახის წევრები ყიდულობდნენ ახალ–ახალ წიგნებს და მეც ვიბოღმებოდი ,რომ დრო არ რჩებოდა არცერთისთვის .რა თქმა უნდა, ყველაფერს ერთდროულად ვერ წავიკითხავ ,მიუხედავად დიდი სურვილისა ,მაგრამ მინდა რაც შეიძლება ბევრი წიგნი წავიკითხო . ეს ყველაფერი ცოტათი მოსაწყენია და მოდი ვიტყვი თუ რატომ დავპოსტე ამოდენა ,ცოტათი უინტერესო, ტექსტი.

     ყოველთვის მინდოდა ჩემ მიერ წაკითხულ ნაწარმოებებში ამოკითხული ციტატები აქ ამომეწერა,მაგრამ დროის სიმცირის გამო ვერასოდეს ვახერხებდი და მგონი ამ საქმეს თავი მოვაბი. ამიერიდან დავდებ ყველა ნაწარმოებში ამოკითხულ სეკვენცია–შგონებას. იმედია ეს იდეა მხოლოდ ჩემთვის არ იქნება საინტერესოო .

понедельник, 16 мая 2011 г.

ილიაზდი და კირილ ზდანევიჩი

კირილ მიხეილის ძე ზდანევიჩი (16.11.1892-17.11.1967) ქართველი ფერმწერი და ხელოვნების მკვლევარი, წარმოშობით პოლონელიქმნიდა სურათებს ძველი თბილისის თემებზე, პორტრეტებს, ჟანრულ სცენებს. განსაკუთრებული ინტერესით გადმოსცემდა ქართველი ხალხის ცხოვრების ამსახველ ეპიზოდებს. დიდი ღვაწლი მიუძღვის ნიკო ფიროსმანაშვილის სურათების აღმოჩენასა და შეგროვებაში. მან ეს სურათები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს ხელოვნების მუზეუმს და გამოაქვეყნა მონოგრაფია . ფიროსმანაშვილზე ქართულ და რუსულ ენებზე. (თხზ. . ფიროსმანაშვილი, თბილისი. 1965)
კირილე ზდანევიჩის პაპა 1863 წელს რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისათვის ვარშავიდან საქართველოში გადმოასახლეს. ის ქუთაისში დასახლდა. კირილეს მამამ, მიხეილ ზდანევიჩმა ცოლად ქართველი ქალი, მარიამ გამრეკელი შეირთო და თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. მათ ორი ვაჟი შეეძინათ კირილე და ილია ზდანევიჩები.
კირილე ზდანევიჩმა დაამთავრა თბილისის გიმნაზია. განათლების მიღება გააგრძელა რუსეთში. 1918 . დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის სამხედრო აკადემია. 1912. კირილე ძმასთან ერთად თბილისში დაბრუნდა ზაფხულის არდადეგებზე. მათ თან ახლდათ კირილეს თანაკურსელი, ფრანგი მხატვარი მიშელ ლე-დანტიუ. ძმები სტუმარს აცნობდნენ ძველ თბილისს, ქართულ კულტურას. ერთ დღესაც ისინი სამიკიტნოში შევიდნენ, რომლის კედლებზეც უცნობი მხატვრის ნამუშევრები იყო. კირილე ზდანევიჩი თავის წიგნში `ნიკო ფიროსმანიშვილიასე იგონებს ამ დღეს: ”ერთბაშად დავინახეთ კედელზე არეულ-დარეულად ჩამოკიდებული სურათები.... ჩვენ დავინახეთ ისეთი ფერწერა, რომელიც სრულიად არ ჰგავს ასეთ სამიკიტნოებში ჩამოკიდებულ ჩვეულებრივ ოლეოგრაფიებს... ასეთ სურათებს პირველად ვხედავდით და გაკვირვებით შევყურებდით სასწაულს.”
საფრანგეთში მე-20 საუკუნის ათიან წლებში, არხიპენკოს ატელიეში კირილე ზდანევიჩის გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე პიკასოც მოვიდა. მან ატელიეს კედელს დააწერა - ”5 პლიუსით. პიკასო
კირილე ზდანევიჩსაც მძიმე ხვედრი ერგო. საქართველოში ავანგარდული ხელოვნების ერთ-ერთ ფუძემდებელს სოციალისტურ თემებზე ხატვა არ სურდა, თავის იდეებს არ ღალატობდა, ამის გამო იგი დააპატიმრეს კიდეც
ფრაგმენტები კირიკე ზდანევიჩის შვილიშვილის, მისი ქალიშვილის ვაჟის, ცნობილ ქართველ მხატვრის, ყარამან ქუთათელაძის დიალოგიდან:( ბატონი ყარამანი ცნობილი მხატვრისაპოლონ ქუთათელაძის ვაჟია)                                                                               ყარამან ქუთათელაძე:
-ჩვენს ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ცნობილი რუსი და ქართველი საზოგადო მოღვაწეები. ეწყობოდა ხელოვნებისადმი მიძღვნილი საღამოები. ფიროსმანს ახლა ყველა იცნობს, მწერლებისა და პოეტების მიერ ყველაფერი ცისფერ ტონებშა დახატული. მაშინ კი ფიროსმანი რომ ეღიარებინათ, თავის დროზე ძალიან ძნელი იყო და დიდ შრომას მოითხოვდა. ბევრი მას მხატვარსაც კი არ უწოდებდა. ხშირად ამბობდნენ ნიკო ფიროსმანიშვილი პრიმიტიული მხატვარიაო. ძნელი წარმოსადგენია, ზდანევიჩებს ყოველივე რა ფასად დაუჯდათ.
- ბატონო ყარამან, როგორც გგონიათ, ფიროსმანის შემოქმედება სათანადოთ არის შესწავლილი?
ფიროსმანი, როგორც მხატვარი, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. მისი როლი მსოფლიო ხელოვნებაში ძალიან დიდია, მაგრამ მსოფლიო კულტურაში თავისი ნიშა მაინც არ აქვს. ფიროსმანისათვის შესაფერისი სახელის დამკვიდრებაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. აუცილებელია ამ გენიალურ მხატვარს თავისი შესაფერი, სრულყოფილი მუზეუმი ჰქონდეს. მის საზელს პოპლარიზაცია სჭირდება.
- ანუ ვინმემ უნდა გააკეთოს ის, რასაც თავის დროზე ზდანევიჩები აკეთებდნენ?
რა თქმა უნდა, პირველ რიგში კი სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ამისთვის დიდი ფინანსებია საჭირო. ფიროსმანის ნამუშევრები მსოფლიო ბაზარზე უნდა გავიდეს ანუ ფიროსმანს თავისი ფასი უნდა დაედოს. იგირუსოზე ნაკლები მხატვარი არ ყოფილა. რუსო პრომიტივისტი მხატვარია, მაგრამ, საკითხავია ფიროსმანი იყო პრომიტივისტი? იგი ბევრად უფრო ღირებული მხატვარია, ვიდრე ჩვენ დღეს გვგონია. ნიკო ფიროსმანასვილი 21- საუკუნის სახვითი ხელოვნებაში ერთ- ერთი ფანჯარაა. სამწუხაროდ, დღემდე მისი ნამუშევრები, არცერთ აუქციონზე არაა გატანილი, ფასი კი მას აუცილებლად უნდა დაედოს. ამის შემდეგ მის ირგვლივ უცოდინარი ხალხი აღარ იტრიალებს.თქვენს ჟურნალში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში ფიროსმანის მუზეუმის თანამშრომელი ამბობს, რომ კირილე ზდანევიჩი ფიროსმანის ნახატების ასლებს აკეთებდაო. ეს სიმართლე არ არის. კირილე ასლებს არ აკეთებდა, ისევ როგორც სხვა მხტვრები. კირილეს ბევრ სურათებშია ფიროსმანის თემა გამეორებული. მას ფიროსმანის`ირემიაქვს დახატული. ზოგიერთი მხატვრის ნამუშევრებში პირდაპირ არის გადმოხატული ფიროსმანი, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ ამ მხატვრებმა ასლი გააკეთეს. ფიროსმანის ფენომენი სათანადო დონეზე უნდა გაიხსნას.
კირილე ზდანევიჩმა მე-20 საუკუნის მხატვრობაში მრავალი სიახლე დაამკვიდრა. მაშინდელი რეჟიმი ნოვატურ ადამიანებს ძნელად ეგუებოდა, ალბათ ბაბუათქვენი ამიტომაც დააპატიმრეს.
ისევ როგორც ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, კირილე ზდანევიჩიც საქართველოში თანამედროვე ხელოვნების შემომტანი გახლდათ.            
ნიკო ფიროსმანიშვილი
კირილე ზდანევიჩი
სახელმწიფო გამომცემლობა
,,
საბჭოთა საქართველო
თბილისი 1963
შესავალი
ნიკო ფიროსმანიშვილისადმი მიძღვნილი ლიტერატურა მდიდარი როდია. ამიტო ყოველი ახალი ნაწარმოები ნიკოზე ჩვენი კულტურული ცხოვრების სასიხარულო და მისასალმებელი მოვლენაა.
უთუოდ მეტი უნდა იწერებოდეს ამ ჭეშმარიტი სახალხო ტალანტის, დიდი თვითნასწავლი ოსტატის ბრწყინვალე შემოქმედებისა და მწუხარე ცხოვრების შესახებ, რადგან დროთა განმავლობაში ფიროსმანი სულ უფრო დიდ მოვლენად წარმოგვიდგება და საპატიო ადგილს იმკვიდრებს ქართული ფერწერის ისტორიაში. ყოველივე ეს გვავალებს, რაც შეიძლება სათუთად, სერიოზულად და მეცნიერულად მივუდგეთ მისი მემკვიდრეობის შესწავლას.
ამ თვალსაზრისით უთუოდ მეტად ძვირფასია ფიროსმანის თანამედროვეთა, მის მეგობართა და ნაცნობთა მოგონებანი.
მხატვარ კირილე ზდანევიჩის წინამდებარე ნაშრომი პირველ რიგში იმიტომ არის საინტერესო, იგი ეკუთნის ნიკო ფიროსმანიშვილის ერთ-ერთ აღმოჩენას, მის პირად მეგობარს, მისი სურათების შემგროვებელსა და მისი შემოქმედების მგზნებარე პატრიოტს.
თვითოეული სტრიქონი ამ წიგნისა დაწერილია უდიდესი პატივისცემით, სიყვარულითა და სიბრალულით ასე ადრე და ასე ტრაგიკულად დაღუპული დიდი მხატვრისადმი. წიგნში ცოცხლდება ფიროსმანისდროინდელი თბილისი, სადაც დადიოდა კეთილშობილებით, ადამიანური ღირსებითა და სიამაყით აღსავსე უბედური მხატვარი. ცოცხლდება ძველი თბილისის განუმეორებელი კოლორიტი, რომელიც ასე ბრწყინვალედ ასახა ნიკომ თავის სურათებში, ცოცხლდება ნიკოს ძველი დოსტების, მისი გულშემატკივრებისა და თაყვანისმცემლების- თბილისის გარეუბნების უბრალო ადამიანების კოლორიტული სახეები.
ამ წიგნის ღირსება იმაშიც მდგომარეობს, რომ ნიკო ფიროსმანი მკითხველის წინაშე წარმოდგება არა როგორც ალკოჰოლით დაღუპული ადამიანი, რაც წლების მანძილზე დამკვიდრებული აზრი იყო, არამედ როგორც ჭეშმარიტი შემოქმედი, რომელმაც სიცოცხლე შესწირა ხელოვნებას და რომლის მთელი ცხოვრება შემოქმედებითი გმირობის მაგალითი იყო.
ქართველი საზოგადოება მიმდინარე წელს აღნიშნავს ნიკო ფიროსმანიშვილის დაბადების ასი წლისთავს და უთუოდ კიდევ ერთხელ გაიხსენებს და დააფასებს ქართველი ხალხის გულწრფელი მეგობრების- ფრანგი მხატვრის მიხეილ ლე-დანტიუს, ძმების ილია და კირილე ზდანევიჩების ღვაწლს, რომლებმაც მთელ რიგ ქართველ მოღვაწეებთან ერთად გადაარჩინეს და შთამომავლობას შეუნახეს ნიკო ფიროსმანიშვილის მრავალი შესანიშნავი სურათი, რომლებიც ახლა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მშვენებას წარმოადგენს.
ლადო გუდიაშვილი
თბილისური ავანგარდის ავანგარდში მყოფი 2 ადამიანი რომელიც საქართველომ ვერ დააფასა სამაგიეროდ დააფასა ევროპამ, რუსეთმა და ამერიკამ.

ამ ორი ადამიანის წვლილი შეიძლება ითქვას რომ ყველაზე დიდია ქართული მოდერნიზმის ისტორიაში.
ილიაზდი იგივე ილია ზდანევიჩი დაიბადა თბილისში 1894 წელს, იგი 2 წლიტ უმცროსი იყო ძმაზე კირილ ზდანევიჩზე.
1911 წელს ჩააბარა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. კირილე კი სწავლობს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში.
ამ წლებში Xმები უახლოვდებიან რუსული ავანგარდის წამყვან ფიგურებს: .ლარიონოვს, .გონჩაროვას, ლე-დანტიუს, ბერტს.
1911 წელს დგება .ზდანევიჩის პირველი პერსონალური გამოფენა რუსეთში.
ილია ზდანევიჩი 1912 წელს კითხულობს მოხსენებას ფუტურიზმზე ტროიცკის თეატრში(პეტერბურგი).
იმავე წელს მისი ძმა მონაწილეობას იღებს კუბოფუტურისტულ დაჯგუფების "ოსლინი ხვოსტ" საქმიანობაში და ნეოპრივიტიზმის გამოფენაში, რომლის ლიდერიც იყო ლარიონოვი.

1912 წელს ძმები პირველად ეცნობიან ნიკო ფიროსმანის შემოქმედებას მხატვარ ლედანტიუსთან ერთად..

ილიაზდი (ილია ზდანევიჩი) იმავე წელს ბრუნდება პეტერბურგში.მაგრამ 1913 წელს ისევ ჩამოდის თბილისში ამჯერად უკვე ფიროსმანის პირადად გასაცნობად და გოგოლი ქუჩაზე პირველად ხვდება ნიკალას.. 30 იანვარს მასთან მიიყვანა ძმა კირილე დაზ.ვისლევსკი.. ნიკალამ დახატა ილიაზდის პორტრეტი რომელიც მის სხვა ტილოებთან ილიას დამსახურებით დაიკიდა გამოფენა "მიშენ" ზე .სადაც მონაწილეობდნენ ლარიონოვი, გონჩაროვა . მალევიჩი და სხვანი.

ილიაზდი გაზეთ"კავკაზსკაია რეჩ" ში წერს სტატიას ფიროსმანზე.ასევე სტატიებს და მანიფესტებს ფუტურიზმზე.

1913 წელს ოქტომბერსი კირილ ზდანევიჩი მიემგზავრება პარიზში სადაც ეცნობა თანამედროვე ევროპულ მიმდინარეობებს , იდეებს და მხატვრებს. განსაკუთრებით ზეგავლენას ახდენს მასზე პიკასო.და სწორედ არხიპენკოს ატელიეში გამართულ კირილეს პერსონალურ გამოფენაზე პარიზში, პიკასო კედელზე ასეთ წარწერას ტოვებს "5+პიკასო" (ჭეშმარიტი დაფასება ).
ნოემბერში იბეჭდება ილიაზდის პირველი წიგნი "ნატალია გონჩაროვა- მიხაილ ლარიონოვი". ( ეს ორი გვარი რუსულ ავანგარდში ისეთივე მნიშცნელობის იყო როგორც ფრანგულში პიკასო და ბრაკი).
ლარინოვთან ერთად აქვეყნებსმანიფესტს "რატომ ვფერადდებით".
ილიაზდს ასევე დიდი წარმატება მოუტანა მოხსენებამ"ამერიკული ბაშმაკი ვენერა მილოსელზე".
1914 წელს აქვეყნებს სატატიასფიროსმანზე ჟურნალ "ვოსტოკ" ში.
პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან არის გფაზეთ "რეჩ" ის კორესპონდენტი კავკასიაში.
1914 წელს თბილისსს ფუტურიზმის პირველი ტალღა უვლის.
1915 წელს კირილე ჯარიდან თბილისში ბრუნდება. ოქტომბერში ცოლად ირთავს ვალერია ვაშილევსკაიას უახლოესი მეგობრის ზიგა ვაშილევსკის დას.აგრძელებს ფიროსმანის მიმოფანტული ტილოების შეგროვებას.
ამ წლებში ძმები ყველაზე მეტად ეწევიან ფიროსმანის პოპულარიზაციას , მართალია ეს პროცესი სიცოცხლის ბოლომდე გრძელდებოდა , მაგრამ ამ წლებში აგროვებენ ნიკალასს ტილოებს. რომ არა ზდანევიჩები ფიროსმანი დღეს არა მარტო ევროპისთვის არამედ საქართველოსათვისაც უცნობი ხილი იქნებოდა.

სწორედ 1916 წელს აწყობენ ფიროსმანის 50 ნახატის გამოფენას თბილიში.

1917 წელს ილია ამთავრებს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტსსს.28 მარტს პეტროგრადის გაზეთ "რუსკაია ვილია" ქვეყნდება მიმართვა "ნა რევოლუციუ" მაიაკოვსკის, მეიერხოლდის, ტატლინის, ბრიკის და ილიაზდის ხელმოწერებით.
ამ წელსს თბილისს ავანგარდის ახალი ტალღა უვლის (ამჯერად მან უკვე გამოხმაურება ჰპოვა). თბილსში იხსნება კირილეს გამოფენა რომელმაც ბიძგი მისცა ახალ ფუტურისტულ გამოსვლებს.გამოფენის კატალოგის შესდავალ ნაწილში ჩამოყალიბებული იყო ამ მიმდინარეობის პროგრამა რომელსაც ხელს აწერდნენ ელი ეგანბიურის ფსევდონიმს ამოფარებული ილია ზდანევიჩი და . კრუჩენიხი.


თბილიში არსდება ილიაზდის ახალი პოეტური სკოლა "ფუტურისტული სინდიკატი" , იგი ერთ წელში დაიშალა.
ილიაზდის მეთაურობითვე იქმნება მეორე პოეტური "სკოლა" 41 გრადუსი."41 გრადუსი" იყო დადაისტური ანარქისტული პოეტების გაერთიანება, რომელიც გამომცემლობითაც იყო დაკავებული.იგი ხშირად 41 გრადუს სიცხიანი ადამიანის ბოდვას მოგაგონებდათ. ჭეშმარიტი ქართული დადას ნიმუში.
მისი წევრები იყვნენ ძმები ზდანევიჩები, .კრუჩენიხი და . ტერენტევი..

აწყობენ გამოფენას ჟურნალ არსის შენობაში.

1927 წელს ილიაზდი ექვთიმე თაყაიშვილთან ეტრად მიემგზავრება ტაო-კლარჯეთში ქართული ძეგლების შესწავლის მიზნით (შემდეგ ამ მასალებს პასრიზში გამოაქვეყნებს)

1918 წელს ილიაზდი ბეჭდავს დრამას "იანკო კრულ ალბანსკი".

1919 წელს არსდება გამომცემლობა "41 გრადუსი"სადაც იბეჭდება თბილსელი დადაისტების და ფუტურისტების ნაწარმოებები.კრებულის "სოფია გეორგიევნა მელნიკოვას ფანტასტიკური კაბაჩოკის " შემდეგ იბეჭდება მისი მეორე დრამა "ასიოლ ნაპრაკატ". თებერვალსი მესამე დრამა "ოსტაპ პასხი". წიგნებს ილია და კირილე აფორმებდნენ.

41 გრადუსში მოხდა "ზაუმის" როგორც პოეზიის პრინციპულად ახალი მიმდინარეობის თეორიული დასაბუთება.

1918 წლიდან კირილ ზდანევიჩი აფორმებს თბილისის კაფე კლუბებსს, სპექტაკლებს.

1920 წელს მეორედ მიემგზავრება პარიზში.ამ პერიოდში იგი ხატავს კუბისტურ ნატურალისტური, ექსპრესიონისტული მეთოდით.                                                       ილია ზდანევიჩი საქართველოს მთავრობისგან ნებართვას იღებს რო გაემგზავროს საფრანგეთში.
1921 წელს იგი უკვე პარიზშია. მიხაილ ლარინოვი აცნობს მას პიკასოს, დელონეს, დადაისტებს და სხვებს. კითხულობს პირველ მოხსენებას თემაზე "ახალი სკოლები რუსულ პოეზიაში". არის "რუს მხატვართა კავშირის" მდივანი პაიზში.მეგობრობს ხელოვნებნის ცნობილ წარმომადგენლებთან

1922 წელს ილიაზდი პარიზში აარსებს ლიტერატურულ-მხატვრულ ჯგუფს ჩერეზ, რომელიც მიზნად ისახავდა ერთგვარი ხიდის გადებას ფრანგ და საბჭიოთა ხელოვანებს შორის.
1922 წელს იბეჭდება ილიაზდი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები "ლიდანტიუ ფარამ"(მიძღვნილი ლე-დანტიუსადმი).იგი შესულია დადაიზმის არქივში, იყო ერთერთი ნმნიშვნელოვანი მოვლენა ფრანგულ დადაში.

რომელსაც პარიზული სახელოვნებო წრეების ერთ ერთმა დიდმა ფიგურამ ჟან კოკტომ ესეთი შეფასდება მისცა " მე არ ვიცი რისგან შედგებიან ვარსკვლავები , მაგრამ თქვენი წიგნი ჭეშმარიტი ვარსკვლავია".

ამ დროს კირილ თბილისსა და მოსკოვს შორის მოგზაურობს. აფორმებს თეატრებს (ზოგჯერ ირაკლი გამრეკელთან ერთად). მუშაობს მხატვრად თბილისის რუსთაველის და ოპერისა და ბალეტის თეატრებში.

1924 წელს გამოდის კრებული ". ფიეროსმანაშვილი". მოსკოვში მჭიდრო კონტაქტი აქვს მაიაკოვსკისთან.
1945 წელს კირილე ზდანევიჩი გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი , მაგრამ ამან არ უშველა 1949 წელს , როცა იგი ცრუ დასმენის გამო გადაასახლეს ვორკუტაში. 1957 წელს ვადაზე ადრე გაანთავისუფლეს და თბილისში დაბრუნდა.

ეს წლები გაცილებით ნაყოფიერი იყო ილია ზდანევიჩისთვის . 1925 წელს საერთაშორისო სამხატვრო-სამრეწველო გამოფენაზე ექსპონირებულია ილიას წიგნები გამოცებული "41 გრადუსში".
1927 წელს კიკოკო შანელის ფაბრიკაში მუშაობს ჯერ მხატვრად , შემდეგ კი დირექტორად.
1927 წელს ხატავს მის პორტრეტს ცნობილი მხატვარი . დე კირიკო.
1930 წელს იბეჭდება ილიაზდს რომანი "აღტაცება"- პოეტური მოგონებები საქართველოზე.

1932 წელს წერს პოემას "ბრიგადნი". ნაწარმოები დაიწერა ესპანეთში მოგზაურობის დროს, ილიაზდმა ბევრი მსგავსება აღმოაჩინა სამშობლოს და ესპანეთს შორის. მას ყოველთვის ახსოვდა საქართველო და შთაგონებული იყო განსაკუთრებით მისი მთებით. ბრიგაადნიში იგი ერთმანეთს ადარებს კატალონიურ და ქართულ ხუროთმოძღვრებას.
ილიაზდი საკმაოდ ცნობილი იყო ბიზანტიური ხუროთმოძღვრების მკვლევარებში, იგი ხშირად აწვდიდა ცნობებს მსოფლიოს ტაო კლარჯეთში არსებული ქართული ძეგლების შესახებ.

40 იან წლებში ილიაზდი პიკასოსთან ერთად იწყებს პუბლიკაციების სერიებს გამომცემლობა "აფეტ" ში.

1966 წელს ძმები 46 წლის განშორების შემდეგ პირველად ხვდებიან ერთმანეთს პარიზში.
ილიაზდი მეორედ ირთავს ცოლს (ელენე დუარს).

1972 წელს გამოდის წიგნი "ნიკო ფიროსმანაშვილი", ილიაზდის ტექსტითა და პიკასოს ილუსტრაციებით. სწორედ ამ წიგნშია შესული პიკასოს ცნობილი "ფიროსმანის პორტრეტი"..

1969 წელს გარდაიცვალა კირილ ზდანევიჩი (დაკრძალულია დიდუბის პანთეონში).
1975 წელს კი ილია ზდანევიჩი, იგი დაასაფლავეს ლევილ-სიურ-ორაჟის ქართულ სასაფლაოზე.
სიკვდილის შემდგომი გამოფენები

ილიაზდის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეომში ეწყობა გამოფენა "შეხვედრა.ილიაზდი. პიკასო".
2 წელში კი გამოფენა ჟორჟ პომპიდუს ცენტრში
იმავე წელს კირილ ზდანევიჩის გამოფენა გალერეა "დარიალში" (პარიზი) სადაც გამოიფინა კუბისტური პერიოდის ნახატები.
1984 გამოფენა "ილიაზდი, როგორც თანამედროვე წიგნის ხელოვნების ოსტატი"-კვებეკის უნივერსიტეტის ხელოვნების გალერეა. მონრეალი.
1987 გამოფენა"ილიაზდი და ილუსტრირებული წიგნი" -თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. ნიუ იორკი.

1979 წელს კირილეს ნამუშევრები წარმოდგენილია პომპიდუს ცენტრში გამოფენაში სახელად -"პარიზი-მოსკოვი 1900-1930".
80იან წლებში ეწყობა გამოფენები ლოსდ ანჯელესში, ჰიმპოტნის მუზეუმში, ვაშინგტონის სმისონის ინსტიტუტში , პეტერბურგში .
1987 წელს კი ნიუ-იორკში გამოფენაზე სახელად "კირილ ზდანევიჩი და კუბოფუტურიზმი. ტფილისი 1918-20".
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტებისა რომელიც ძმები ზდანევიჩების შემოქმედებასა და ცხოვრებასთან არის დაკავშირებული.
კარლო კაჭარავა

ილიაზდი და თანამედროვეობა


ამას წინათ მამუკა ჯაფარიძემ მათხოვა 70-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ევროპული რეტროსპექტივის უზარმაზარი კატალოგი. ეს იყო გამოფენა: `20-იანი წლების ტენდენციები~, რომელიც 1977 წლის 14 აგვისტოდან 16 ოქტომბრამდე გაგრძელდა დასავლეთ ბერლინში, ერთდროულად ახალ ეროვნულ გალერეაში, ხელოვნების აკადემიაში და შარლოტენბურგის ციხე-სიმაგრის დიდ ორანჟერეაში. გამოფენაზე გერმანელებისათვის დამახასიათებელი სკურპულოზულობით წარმოდგენილი იყო თითქმის ყველაფერი XX ს-ის 20-იანი წლების ევროპული ხელოვნების შესახებ. ცხადია გამოიფინა ილიაზდის რამოდენიმე ნამუშევარიც შესაბამისი დოკუმენტაციით. მხოლოდ ერთია გულდასაწყვეტი: კატალოგის ბოლოს, ავტორთა ბიოგრაფიული ცნობების ნუსხაში ილიაზდის შესახებ მითითებულია: `_ დაიბადა1894 წელს თბილისში (რუსეთი)”. ბედის ირონია სწორედ ის არის, რომ ამგვარ ჩვენთვის შეურაცმხყოფელ შეცდომებს თითქმის ყოველთვის კანონზომიერი თუ არა სიმბოლური ხასიათი აქვს; რამდენიც არ უნდა იყვირონ ჩვენმა პატრიოტებმა მთელი დანარჩენი სამყაროს ჩვენდამი მტრულ გულგრილობაზე, იქნებ ამ უსიამოვნო ფაქტითაც კიდევ ერთხელ ცხადდება შემდეგი: `ქართველი ლათინური კვარტლიდან~ ეკუთვნის მთელს მსოფლიოს, რომელიც ერის სულიერი მამობის კომპლექსებით დაავადებული ინსტიტუციონალიზირებული ლიტერატურისა და ხელოვნების `დიად~ წარმომადგენელთა მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგად XX ს-ის ბოოლს საბოლოოდ მკვდარ ზონად იქცა თანამედროვე მსოფლიოს ლიტერატურის და ხელოვნებისათვის.ილიაზდის თანამედროვე, შესანიშნავი ქართველი ფილოსოფოსი კოტე კაპანელი თავისი `სოციალური ესთეტიკის საფუძვლების~ წინასიტყვაობაში XIX ს-ის მეორე ნახევარში ქართული კულტურის ევროპისკენ გარკვევით გადახრას რომ ახასიათებს აღნიშნავს: `ლიტერატურასა და ხელოვნებაში შემოდიან არა სალაღობოდ, არა ნათესავებისა და ნაცნობების გასართობად, არამედ გარკვეული სოციალურ-ფილოსოფიური იდეებით, საზოგადო მოღვაწეობისა და შემოქმედების ახალი ზრახვებით, ახალი მიზნებით. მაგრამ სიახლის მიმდინარეობა ცხოვრების საჭიროებამ თანდათანობით პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ზრუნვისაკენ გადახარა და ქართული კულტურის ფენებში ჩარჩა ცუდი წარსულის ნალექი წოდებრივი პრეტენზიების და `უჩემოდ ვით იმღერეთას~ სახით. ხოლო საერთაშორისო მოძრაობათა ჰაერეთი სულ სხვა მიმართულებით ეძახის ქართულ შემოქმედებას~.კოტე კაპანელის მიერ დახატული დროება ავისმომასწავებლად ჰგავს ჩვენი საუკუნის დასასრულს _ `მე ასე მინდა!~, `მე ასე მომწონს!~ ან `ასე ვხედავ~, შესაძლებლად უფრო თავხედურად ნათქვამი ქცეულა დღესაც მართლა `რჩეულთა~ გასართობად მიჩნეული `კულტურის~ მთავარ `კონცეფციად~. სოციალური რეალობის დანახვისა და ობიექტივიზაციისათვის გაწეული ყველა მცდელობა განზრახ მიჩუმათებულია და შეცვლილი მხოლოდ ბოროტების შემცველი მითით ქართველთა განსაკუთრებული, სხვათათვის უცნობი, ზღაპრული ურთიერთთანაცხოვრების მითით. ამ მითს თუ დავუჯერებთ სოციალური დიფერენციაცია ჩვენში არ არსებობდა და არც იარსებებს, ქართველთა დიდი უმეტესობა მოცულია რაღაც განსაკუთრებული მხოლოდ მისთვის მისაწვდომი ღვთისმოსაობით: ყველა ერთნაირად ფიქრობს, ერთნაირად ლოცულობს და ამგვარ `ქართულ სივრცეში~ ადგილი არ არის პიროვნებისა და მისი უფლებებისათვის _ ყველაფერი ეს ენთუზიაზმით ეწირება ეროვნული განსაუთრებულობის იდეოლოგიას. ეს მარტივი სტერეოტიპი მხოლოდ არსებული არაადმიანური ურთიერთობების და უსამართლობების დაკანონების იარაღია. ეს `იდეოლოგია ოპერირებს პროვინციული მაღალფარდოვნების შემამკობელი ღვარჭნილი, არქაიზმებით გაბუნდოვნებული, დეგენერატული მეტყველებით, კრიტიკა და კრიტიკული აზროვნება გაიგივებულია ამგვარი ბოდვების მეშვეობით ერთმანეთის ხოტბა-დიდებით შემკობასა და წყევლა-კრულვიან ლაზღანდარობასთან.ილიაზდის ადგილი ასეთ საქართველოში არ არის და არც იქნება. მისთვის დამახასიათებელი კრიტიკის პათოსი და ულმობლობა ყველაზე უფრო მემარცხენე რუს ავანგარდისტებსაც კი აკრთობდა და მუდამ შეძენილი გამოცდილების კრიტიკული გადაფასებისაკენ მოუწოდებდა.ილიაზდის `ვსიოჩესტვო~ (რომლის შესახებ მოხსენება მან 1913 წლის 5 ნოემბერს, ნ. გონჩაროვას გამოფენის დახურვაზე წარმოთქვა) მიჩნეულია დადაიზმის თავისებურ წინამორბედად რუსეთში. `ვსიოჩესტვოს~ უმთავრეს მეთოდად ილიაზდის მიერ გამოცხადდა ხელოვნების ყველა ძველი, მანამ არსებული ფორმების გამოყენება და მათი თავისუფალი კომბინირება. ბენედიქტ ლივშიცი თავის წიგნში იხსენებს, რომ ილიაზდი `ცოცხლად მარხავდა~ იმ დროისთვის თითქოს ჯერ ჯანმრთელ რუსულ ფუტურიზმს თავისი საჯარო გამოსვლებით. ის იყო `ასლინი ხვოსტის~ და `მიშენის~ ჯგუფების მთავარი თეორეტიკოსი და როგორც ყველაფრიდან ჩანს სხვა და სხვა, იმ დროს ძალზე პოპულარულ დისპუტებში მ. ლარიონოვის გამოსვლების ტექსტთა თანაავტორი ან ისნპირატორი (საგულისხმოა, რომ ილიაზდიმ ლარიონოვისა და გონჩაროვას შესახებ მონოგრაფიაც ელი ეგანბიურის ფსევდონიმით დაბეჭდა). ილიაზდის განსაკუთრებულ ავტორიტეტზე მეტყველებს იმავე ბ. ლივშაცის მოგონებებში შემონახული ცნობა იმის შესახებ, რომ მ. ლარიონოვი და ნ. გონჩაროვა, რომლებიც ფუტურისტებთან დაპირისპირებისას `ფერწერის ფრონტზე~ თავიანთ თავს `ლუჩისტებს~ უწოდებდნენ, ე.წ. `თეორიულ-ფილოსოფიურ დაპირისპირებათა ფრონტზე~ ილიაზდისეული `ვსიოჩესტვოს~ წარმომადგენლებად ინათლებოდნენ.ილიაზდის `ვსიოჩესტვო~, რომლითაც სრულიად ახალგაზრდა პოეტი და მხატვარი დაუპირისპირდა ფუტურისტებისთვის ტიპურ რადიკალიზმის აბსოლუტიზაციას, საზოგადოდ, კაცობრიობის კულტურისადმი მეცნიერულ-რეტროსპექტულ მიდგომას გულისხმობდა. ამ ნიშნით ილიაზდი თანამედროვე პოსტმოდერნისტული პლურალიზმის ერთ-ერთი წინამორბედია.საგულისხმოა, რომ ილია ზდანევიჩი კარგი მეცნიერი და სიძველეთა მკვლევარიც იყო. 1917 წელს მან მონაწილეობა მიიღო ე. თაყაიშვილის მიერ ტაო-კლარჯეთში ქართული ძეგლების შესწავლისთვის მოწყობილ ექსპედიციაში. მოგვიანებით 1931 წელს პარიზში მან ისევ გააგრძელა ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად ამ ექსპედიციის მასალებზე მუშაობა და მათი გამოფენაც მოაწყო პარიზის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში. `ილია ზდანევიჩი ყოველთვის მონაწილეობდა ბიზანტისტთა ყოველწლიურ ყრილობებზე, რომლებზეც ცდილობდა ყურადღება მიეპყრო თურქეთის ტერიტორიაზე მოხვედრილ ქართველ ეკლესიათა სავალალო მდგომარეობისათვის. მსოფლიოს საუკეთესო ბიზანტისტები მას თავის კოლეგად მიიჩნევდნენ~ _ წერს ფრანგი მეცნიერი რეჟის გეირო.1972 წელს პარიზში გამოვიდა ილიაზდის წიგნი `ნიკო ფიროსმანიშვილი~ პიკასოს მიერ შესრულებული ფიროსმანის პორტრეტით. ამ წიგნის გამოცემამდე ორმოცდაათი წლით ადრე, სწორედ ძმები ზდანევიჩები და პირველ მსოფლიო ომში ტრაგიკულად დაღუპული მათი მეგობარი ლე დანტიუ გახდნენ ფიროსმანის აღმომჩენნი და პირველი ქომაგნი.ილიაზდის პიროვნება განუწყვეტლივ თან ახლავს თბილისური ავანგარდის ისტორიით და პრობლემებით დაინტერესებულ ყველა ჩვენთაგანს _ ის ჩვენი ბიოგრაფიის ნაწილია. თავის დროზე ლიტვაში, პალანგაში პეტერბურგელი ხელოვნებათმცოდნე ბატონი ერასტ კუზნეცოვი მესაუბრებოდა მისი კოლეგის ბატონ იური გერჩუკის საინტერესო გამოკვლევაზე ილიაზდის შესახებ. მე ამის თაობაზე ბატონ დიმიტრი თუმანიშვილს მოვწერე და უკვე მომდევნო წელს ქართული ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმზე ი. გერჩუკმა წაიკითხა მოხსენება ილიაზდის თბილისური პერიოდის წიგნების შესახებ. მოგვიანებით 1991 წლის შემოდგომაზე, მოსკოვში ტ. კოლოდზეის ბინაში ილიაზდის ცხოვრების საინტერესო, ნაკლებადცნობილ ეპიზოდებს გვიამბობდა მე და ნიკო ლომაშვილს ბელგიაში მცხოვრები ქალბატონი შჩერბატოვა-ჯორჯაძე.პარიზში ილიაზდის ტრადიციის გამაგრძელებლად ვგულისხმობთ ძმებს, ლუკა და გელა წულაძეებს.თბილისში, წლევანდელ ბნელსა და მშიერ ზამთარში მისი ცხოვრებისა და ხელოვნების მაგალითის გახსენებით უკვე მერამდენედ აღელვებული ილიაზდის სადღეგრძელოს სვამდა მხატვარი ყარამან ქუთათელაძე, გარემოცული ილიაზდის თაყვანისმცემელთა შესაძლოა მცირერიცხოვანი, მაგრამ საკმაოდ ეგზალტირებული ჯგუფით.ილიაზდის ფიგურა ყოველთვის მოჩვენებასავით მოულოდნელად ჩნდებოდა: მისი თანყოფნის ეფექტი ყოველთვის გასაოცარია `საერთაშორისო მოძრაობათა ჰაერეთისაკენ~ მობრუნების მრსულველთათვის.

1994 წ.
(ილია ზდანევიჩი)


(პიკასო და ილიაზდი)
საზღვარგარეთ უფრო დაფასებულია ვიდრე საქართველოში. სამწუხაროა ეს ფაქტი , რადგან ეს რუსული წარმომავლობის (თუმცა დედა ქართველი ყავდათ) არტისტები თავს პირველ რიგში ქართველად თვლიდნენ. საქართველომ ჯერ კიდე ვერ დააფასა.
რომ არა თუნდაც ილიაზდი საქართველოში ვერ განვითარდებოდა მოდერნიზმი(თუმცა რამოდენიმე წელშივე ჩაკვდა კომუნისტების მოსვლის შემდეგ).                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                               (41 გრადუსის პოეზიის ნიმუში (ა.კრუჩენიხის წიგნის ილიაზდის გაფორმება)       
(კირილე ზდანევიჩი).