понедельник, 24 января 2011 г.

ილია ჭავჭავაძის "პოეტის" განხილვა

 "პოეტი"                                                                                                                                                    მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო

ვით ფრინველმა გარეგანმა;

არა მარტო ტკბილ ხმებისთვის

გამომგზავნა ქვეყნად ცამა.

მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,

მიწიერი ზეციერსა;

ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,

რომ წარვუძღვე წინა ერსა.

დიდის ღმერთის საკურთხევლის

მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,

რომ ერისა მოძმედ ვიყო

ჭმუნვასა და სიხარულში;

ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,

მეწოდეს მის ტანჯვით სული,

მის ბედით და უბედობით

დამედაგოს მტკიცე გული...

მაშინ ციდამ ნაპერწკალი

თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,

მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ

მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!

მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო

ვით ფრინველმა გარეგანმა;

არა მარტო ტკბილ ხმებისთვის

გამომგზავნა ქვეყნად ცამა.

მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,

მიწიერი ზეციერსა;

ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,

რომ წარვუძღვე წინა ერსა.

დიდის ღმერთის საკურთხევლის

მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,

რომ ერისა მოძმედ ვიყო

ჭმუნვასა და სიხარულში;

ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,

მეწოდეს მის ტანჯვით სული,

მის ბედით და უბედობით

დამედაგოს მტკიცე გული...

მაშინ ციდამ ნაპერწკალი

თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,

მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ

მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!

23 ივლისი, 1860 წ.

პავლოვსკი.
                                                განხილვა      
        ილია როცა ამ ლექს წერდა, რუსეთში იმყოფებოდა. იგი უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდა თავისი დაჩაგრული ქვეყნის წინაშე. ღვთისგან მომადლებული ნიჭი პოეზიისა მას განსაკუთრებულ ვალდებულებას აკისრებდა  საზოგადოებისა და ერის წინაშე. მისთვის პოეზია არა მხოლოდ ლამაზი და ტკბილი გალობაა, არამედ ერის წინაშე უმაღლესი პასუხისმგებლობის გამოხატულება. ილიას აზრით, ჭეშმარიტი პოეტის უპირველესი დანიშნულებაა კაცთათვის ღვთის უზენაესი მცნების გადაცემა და სიტყვით ხალხის გულის ანთება. პოეტი ერთგვარი შუამავალია მიწასა და ზეცას შორის, ამგვარი შედარებით ისინი ანგელოზებად მოისაზრებიან. მხოლოდ საზოგადო ცხოვრების წინამძღოლობა ,მოღვაწეობა გაამართლებს პოეტის არსებობას, სიცოცხლეს .ილია სამშობლოს გულაღტკინებული შვილი იყო და დარჩა კიდეც, მუდამ სამშობლოს კეთილდღეობისთვის ზრუნავდა და სწორედ ამისთვის გაუხვრიტეს შუბლი წიწამურთან.                                                                                                                                            4 წელი მოშორდა საკუთარ მხარეს და შეეხიზნა რუსეთს, იქაურ "პოვოსკას" გაადღვებია ტვინი და გულ-მუცელი, რათა გონებას ევარჯიშა და სამშობლოსთვის უფრო გამოსადეგარი ყოფილიყო. ის არც დიდებას ,არც პატივს მოითხოვდა ხალხისგან "-ჩემო კალამო ჩემო კარგო რათ გვინდა ტაში?! "-  მას მხოლოდ ეს ამბიცია ქონდა -"შემინახე დედაო მიწავ" - მაგრამ არ უნდოდა ისე წასულიყო ამ ქვეყნიდან, რომ არც მისი წასვლით დაკლებოდა ქვეყანას რამე და არც მისი მოსვლით შემატებოდა რაიმე. ადამიანები იმისთვის ხომ არ მოვდივართ ამ ქვეყნად, რომ ერთი ადლი მიწა და 4 ფიცარი სამადლოდ გაგვიხდეს "-მიწა ხარ და მიწად იქეც" - "აი, ეს სიტყვები დაიჭირე, შიგ ჩემი ძვლები გამოხვიე და შემინახე, რომ არ დაგეკარგო. გამომალიჭისტავე, რომ შემდეგ, როცა დაგჭირდე ,ადვილად გამომიხსნა "                                                                                                         ნოდარ  დუმბაძე წერდა ილია ჭავჭავაძეზე - "ეს არ გახლავთ გულზვიადი, ამაყი და თავის თავზე შეყვარებული შემოქმედის სიტყვები. ეს არის მთელი ერის ენერგიით დამუხტული ბუმბერაზი კაცის მიერ გათვიცნობიერებული პირადი მე კაცისა, რომელმაც იგრძნო თავის თავში ის დიდი მოვალეობა, რაც დააკისრა მას ხალხის ეროვნულმა, ზნეობრივმა, ფიზიკურმა ყოფამ და აღნაგობამ."                 

შექსპირის 130-ე სონეტი (კითხულობს ინგლისელი მსახიობი-Alan Rickman)

                                                                                   ქართული თარგმანი (თაბუკაშვილის)
ჩემს სატრფოს თვალებს არ გამოჰყვა სხივი მნათობის
და მის ბაგესაც წითელ მარჯანს ვერ შევადარებ,
არც გულმკერდი აქვს თოვლისფერად გადანათოვი
და მავთულივით გაშეშებულ ნაწნავს ატარებს.
ბევრჯერ მინახავს ალისფერი და თეთრი ვარდი,
სატრფოს ღაწვები სულ სხვაგვარად შეუფერიათ,
მე ისიც ვიცი,მისი მკერდის სურნელის გარდა,
უფრო ნეტარი სურნელება ქვეყნად ბევრია.
ტკბილია ჩანგი,მე კი სატრფოს სმენა მწადია,
მისი ბაასი სიმის ხმაზე მეტად ვიწამე.
არსად მინახავს,ქალღმერთები როგორ დადიან,
ჩემი სატრფო კი,ვიცი,დადის დედამიწაზე.
ვიცი და მაინც ძვირფას განძად გულით ვატარებ
და უსამართლოდ ვეღარავის ვერ შევადარებ                 

SONNET CXXX

My mistress’ eyes are nothing like the sun;
Coral is far more red than her lips’ red;
If snow be white, why then her breasts are dun;
If hairs be wires, black wires grow on her head.
I have seen roses damask’d, red and white,
But no such roses see I in her cheeks;
And in some perfumes is there more delight
Than in the breath that from my mistress reeks.
I love to hear her speak, yet well I know
That music hath a far more pleasing sound;
I grant I never saw a goddess go;
My mistress, when she walks, treads on the ground:
And yet, by heaven, I think my love as rare
As any she belied with false compare.

პაოლოს ტყვია -"ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა ყველას გვაჯობაო"

„იქ, სადაც სდუმან პირამიდები მზის ქორწილის დროს, მე დავწვები მზისფერ სილაზე
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე“.
პაოლო იაშვილი
იდგა 1937 და თბილისი სისხლისა და ღალატის სუნით იყო გაჟღენთილი. ბოტანიკური ბაღის ნახევრად დამშრალ ჩანჩქერთან ხშირად ხედავდნენ ახალგაზრდა, ჩაფიქრებულ პაოლოს, რომელიც დადარდიანებული გაჰყურებდა მახათას მთას და ხვდებოდა, რომ ცისფერი მუზები, უზარმაზარი ჭაღებით განათებული დარბაზები,  ყავახანები და გულწრფელი მეგობრობა რაღაც სხვა, ყოვლად ბოროტმა და ამოუხსნელმა ტრადიციამ ჩაანაცვლა. ტრადიციამ, რომელსაც სათავე ბოლშევიკებმა ჩაუყარეს და რომელიც საქართველოსთვის საჭირო ადამიანების ხალხის მტრებად გამოცხადებას გულისხმობდა. ამის ატანა კი ბევრს არ შეეძლო და ვერც პაოლომ აიტანა.
„წიწამურთან რომ მოჰკლეს ილია“
როგორც გერონტი ქიქოძე იგონებს, შემდეგ, როცა ქართული ინტელიგენციიის ბედის ბორბალი ბოლშევიკებმა უკუღმა დაატრიალეს, პაოლო ხშირად ნანობდა, რომ თავის დროზე არ მიიღო სასიკვდილო ტყვია: „ერთხელ შემოდგომაზე პაოლო იაშვილი და მე ტყის ქათამზე ვნადირობდით წიწამურის ტყეში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ამჟამად ილია ჭავჭავაძის ობელისკია აღმართული. მშრალი დარი იდგა და ჩვენმა ინგლისურმა სეტერმა ვერც ერთი ტყის ქათამი ვერ წამოაფრინა. შუადღისას დაქანცულობა ვიგრძენით, ერთი ხის ძირში ჩამოვჯექით პატარა ველის პირას და თავის გასართობად ორ-სამჯერ თოფი ვესროლეთ ბუჩქზე მიმაგრებულ თამბაქოს კოლოფს. ორიოდე წუთის შემდეგ შევნიშნეთ, რომ ტყის სიღრმიდან ორი თოფმომარჯვებული კაცი გვიახლოვდებოდა ფეხაკრებით. როდესაც ჩვენთან მოვიდნენ, გვითხრეს, ველზე მორბენალმა ძაღლმა გადაგარჩინათ. შორიდანვე რომ არ დაგვენახა, უსათუოდ დაგხოცავდითო. საქმე ის ყოფილიყო, რომ წინა დღით ყაჩაღებს წიწამურის გზაზე მიმავალი მეურმეები გაუძარცვავთ და მცხეთის მილიციას ტყეში საგანგებო დარაჯები დაეყენებინა. პაოლო იაშვილი შემდეგ ხშირად გულწრფელ სინანულს გამოთქვამდა, რომ ის ტყვიის მსხვერპლი არ გახდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას“.
ლუქსემბურგის ბაღი და ბოდლერი
საერთოდაც ქიქოძის მოგონებებში პაოლო ძალიან ცოცხალი და არტისტულია. მდიდარი ფრამაცევტის შვილი ხშირად დაუნანებლად გასცემდა ფულს მეგობრებში და ამის გამო კიდევ უფრო ხშირად რჩებოდა თავად უფულოდ. ცნობილია, რომ მან ქუთაისის მამისეული ორსართულიანი სახლი ჟურნალ „ცისფერყანწებს“ დაუთმო.
გერონტი ქიქოძე იხსენებს პაოლოს პარიზულ წლებსაც, როცა ლათინურ უბანში პანთეონის მახლობლად ესტრაპადის ქუჩაზე მცხოვრები პაოლო ხშირად იჯდა ლუქსემბურგის ბაღში პოლ ვერლენის ძეგლის მახლობლად და აუზში მობანავე ბეღურებს უყურებდა, თუმცა ის მაინც ბოდლერზე გიჟდებოდა და მისი „დაწყევლილი პოეტების დასაფლავება“ უყვარდა. „იმ საათში, როდესაც უბიწო ვარსკვლავები თავიანთ დამძიმებულ თვალებს ხუჭავენ, ობობა თქვენს საფლავზე სუდარას ქსოვას დაიწყებს, ხოლო გველი თავის წიწილებს გამოჩეკს, მთელი წლის განმავლობაში თქვენს შეჩვენებულ თავზე მგლები და მშიერი კუდიანები იყმუვლებენ“. ეს სიტყვები კი მომავალში მართლა წყევლასავით აუხდა პაოლოს.
ბერიას ვნებებს შეწირული ინტელიგენცია
როცა ჩვენ უშიშროების არქივში ბუდუ მდივანის საქმეზე ვმუშაობდით, საინტერესო მასალებს წავაწყდით ბერიას უიღბლო სიყვარულზე და მაშინ ამაზე საკმაოდ ვრცელი სტატიაც დავბეჭდეთ. ამავე სისხლის სამართლის საქმეში საინტერესო მასალებს მივაკვლიეთ პაოლო იაშვილზეც. საქმე ისაა, რომ ბერიას ვლადიმერ ჯიქიას მეუღლე უყვარდა და ყველაზე ეჭვიანობდა, ვისაც კი ამ ქალთან რაიმე შეხება ჰქონდა. ის ეჭვიანობდა გრიგოლ ელიავაზეც, პროფესორსა და ბაქტერიოლოგზე, რომელიც ვლადიმერ ჯიქიას მეგობარი იყო. სატელეფონო საუბრებში ის ხშირად ეუბნებოდა თინათინს, რომ მას ელიავასთან ბერიასგან განსხვავებული ურთიერთობები ჰქონდა.
ამ ავადმყოფურ ეჭვიანობას გოგი ელიავას სიცოცხლე მაინც შეეწირა და არამარტო მისი. ოცდაჩვიდმეტ წელს ის დახვრიტეს სამშობლოს ღალატის ბრალდებით და აიძულეს, მიეცა ჩვენება, სადაც ის ყვებოდა, როგორ გახდა საფრანგეთის აგენტი. აგენტურული საქმიანობის დასახვეწად გაემგზავრა საფრანგეთში, საქართველოში დაბრუნებულმა კი 65-კაციანი აგენტურული ჯგუფი „შექმნა“. ამ ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი,  აკაკი შანიძე, გოგლა ლეონიძე... ელიავას  სახელი იყო აგენტი „68“ – ოტელო. თუმცა ეს ის ჩვენება გახლდათ, რომელიც რეალურად საბჭოთა მთავრობამ შექმნა. სხვათა შორის, თავის დროზე გოგი ელიავას ეგონა, რომ ცეკაში ის მეგობარმა პაოლო იაშვილმა დაასმინა. ამ მასალებში ნახსენებია ისიც, რომ ამ ბრალდებით შეურაცხყოფილმა ცნობილმა პოეტმა მწერალთა კავშირის შენობაში თავი მოიკლა. თუმცა ცხადია, მისი თვითმკვლელობის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა.
ინტელიგენციის პარტიული არქივი
გაიზარდო მდიდარ ოჯახში, მიიღო განათლება საზღვარგარეთ, იყო პოეტი და გიყვარდეს სამშობლო, ეს საკმარისი მიზეზები იყო კომუნისტებისთვის, რომ პაოლო მათთვის შესაჩვენებელი გამხდარიყო. უშიშროების პარტიულ არქივში ყველა სფეროში მოღვაწე ადამიანებზე ინახება მონაცემები, სადაც მითითებულია მათი „ჯაშუშური საქმიანობების შესახებ“. ამ დოკუმენტების მიხედვით, ქართველ მწერლებს
შორის არსებობდა ფაშისტური ორგანიზაცია, ამ კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში კი შედიან მწერლები – მიხეილ ჯავახიშვილი, პაოლო იაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, არჩილ მიქაძე, რომლებიც საფრანგეთის, პოლონეთის, გერმანიის, იტალიის აგენტები არიან. დაპატიმრებულ მიხეილ ჯავახიშვილს სასურველი ჩვენება წამების შედეგად მალე ჩამოართვეს და შემდეგ დახვრიტეს კიდეც. მისი ჩვენების მიხედვით კი უცხოელებთან მოლაპარაკებების წარმოება თავის თავზე პაოლო იაშვილს ჰქონდა აღებული. ამით მიიღეს იტალიური ფაშიზმის პროგრამა, რომელიც ქართული რეალობისთვის უნდა შეესაბამებინათ. მის ჩვენებებშია, აგრეთვე, ნათქვამი, რომ  სწორედ პაოლომ დააკავშირა ისინი პოლონეთის, გერმანიისა და იტალიის კონსულებთან. თუმცა პაოლომ მანამ მოიკლა თავი, სანამ მიხეილ ჯავახიშვილს დახვრეტდნენ. რადგან მას არ შეეძლო იმ ზიზღის ატანა, რომელსაც საზოგადოებაში მის წინააღმდეგ თესდნენ. თავი საკუთარი ორლულიანი თოფით ზუსტად მაშინ მოიკლა, როცა მწერალთა კავშირის შენობაში სტალინის სადიდებლად შეკრებილი ინტელიგენცია ტაშის კვრით ხელისგულებს იტყავებდა და მასა და დანარჩენ პატრიოტებს მოღალატეებსა და ხალხის მტრებს უწოდებდა. როცა ეს ამბავი მიხეილ ჯავახიშვილმა შეიტყო, ხმამაღლა თქვა: „ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობაო“. სიკვდილის წინ კი ჯავახიშვილმა მართლა გენიალური სიტყვები დატოვა: „მე უდანაშაულო ვარ ქართველი ხალხისა და ჩემი სამშობლოს წინაშე! რადგან ზვარაკია საჭირო, მზად ვარ, საქართველოს თავი შევწირო, თქვენ მე მომსპობთ, მაგრამ იმას ვერასოდეს წაშლით, რაც დავტოვე. საქართველოს მიწა-წყალზე ისეთი მუხა დავრგე, რომლის ფესვებს ვერასოდეს აღმოფხვრით“.

როსტომ ჩხეოძის "უკანასკნელი კარგი ლექსი" (ტიციან ტაბიძე)

  დამფრთხალი სახე...ზარდაცემული თვალები...
   ასეთი შეშინებული იერი ფოტოსურათზე სხვა არც მინახავს. ობიექტივის წინ ადამიანები ყოველთვის ცდილობენ სახეზე არ დაეტყოთ, რა აწუხებთ და აშფოთებთ. ხან იქნებ მშვიდადაც ვერ გამოიყურებოდნენ, მაგრამ ასეთი დამფრთხალი სახე?! ფოტოსურათზე სამი გამოსახულებაა აღბეჭდილი და იმ ორსაც დამჩნევია, რომ დალხინებული ყოფა არ უნდა ჰქონდათ, მაგრამ ტიციან ტაბიძის მზერა და იერი რაღაც უჩვეულო შიშითაა სავსე, თითქოს ობიექტივის კი არა, თოფის ლულის წინაშე დგას და, ჰა, ტყვიამ უნდა იწივლოსო... „შემართულია ფეხზე ჩახმახი და უსიკვდილოდ ვერ გადურჩებიო“, მისთვის ეს უკვე აღარ იყო სიმბოლური გააზრება, რადგან უმკაცრესი გარემო სახიფათოდ აშიშვლებდა ამ მეტაფორის რეალობადქცეულ არსს. მართლაც..

        „გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
          და ახეული მაქვს ლაყუჩები“.
    და: შემართული იყო ფეხზე ჩახმახიც და უსიკვდილოდ ვერც ტიციანი გადურჩებოდა.
      ვიტყვით: იწინასწარმეტყველაო... ისიც თავიდანვე განჭვრიტა: „მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე, შენ ჩემს სიკვდილში არ გიძევს ბრალიო“ 

          თუმც რა წინასწარმეტყველება უნდოდა. 
         იგრძნო თუ არა, „ჩვენ ახლა სხვა დრო წამოგვეწიაო“, მერე აღარც იმის მიხვედრა იყო ძნელი, რომ ღრმა ხევში მისი და მის თანამოკალმეთა თავებიც სადმე დაგორდებოდა...თუმც ჯერ ერთხანს აცლიდნენ: ჯერ ჩახმახი ფეხზე უნდა ყოფილიყო შემართული, შიშის დამცემად და დამთრგუნველად; ვიდრე პირში სული ედგა, ცვილივით მოქნილი გაეხადათ და ყველაფერზე დაეყაბულებინათ. 

      ფოტოს დახედავთ და აშკარაა: ტიციანს უკვე საკმაოდ სულიერი ტანჯვა უგემია; და რასაც საკუთარ ძმასაც ვეღარ გაუმხელდა, გულში რომ ბალღამი ჩაკირულიყო, მის დამფრთხალ, ზარდაცემულ თვალებში ილანდებოდა.
          ობიექტივით დაჭერილი წამი წლების ტანჯვას გვაგრძნობინებს. ყველგან შემართული ჩახმახი ეჩვენება, ყველგან მოდარაჯე თვალი ეღობება და ამ საზარელი ხილვით, მტანჯველი მოლოდინით გათანგული ყველაფერზე თანახმაა, თვით იმაზეც, რაც განსაკუთრებულ სულიერ გვემას გაუჩენს.
        ტიციანმა ალბათ ერთი სიკვდილი გაათავა, როცა „მნათობის“ ფურცლებზე (1935, №4) გამოქვეყნებულ მიმართვას თვითონაც მოაწერა ხელი, მაგრამ გარდაუვალი სასჯელის შიშით დათრგუნულმა, ვერ ჰპოვა საიმისო ძალა საკუთარ თავში, რომ თავისი მოძღვარი და უძვირფასესი პიროვნება, ვისი სახეებიც მაცხოვარს აგონებდა, ასე არ გაემეტებინა „...ქართველი მწერლების რიგებს მოღალატურად სტოვებს და როზენბერგის ბანდებს უერთდება ერთი ქართველი მწერალი, რომლის სახელი ამიერიდან ხდება სამარცხვინოდ ყოველი საბჭოთა მწერლისა და მოქალაქისათვის. ეს მწერალი არის გრიგოლ რობაქიძე... ვინც გაიხსენებს რობაქიძის მუშაობას რუსულ შავრაზმულ პრესაში, მის ბულვარულ რომანს „ფალესტრას“ და იდიალისტურ რასისტულ წიგნს „გველის პერანგს“ და მთელ მის მხატვრულ პროდუქციას, გამსჭვალულს გადაგვარებულ კლასთან იდეურ სიღატაკით და დაკნინებულს მხატვრული ფორმით,-მისთვის რობაქიძის ეს უმსგავსო და ბოროტი საქციელი გასაგები ხდება, როგორც ლოგიკური დასკვნა ამ განდიდების სენით შეპყრობილ, გადაგვარებულ პიროვნების მუშაობისა“.
        ხანჯლის ჩაცემა სხვა რა არის...
 
    სამშობლოდან განდევნილს უმცროსი მეგობრების, მოწაფეების ხელით გადაუდღაბნეს სახე.    
    მოძღვარი შეიძლება ერთმა მოწაფემ გაიმეტოს, მაგრამ ოთხმა ერთად?!  მაგრამ  ეს ახალი ეპოქის ნიშან-თვისება იყო.  
 
      გრიგოლ რობაქიძეს თუ ვინმესი სჯეროდა, ტიციანისა და პაოლოსი: მათი პიროვნებანი ამიტომაც გაიაზრა რომანტიკულად და ასერიგად გააზვიადა რომანში „გრაალის მცველნი“-ეროვნულ სიწმინდეთა დამცველებად შერაცხა და ანდერძი გრაალის თასის გადარჩენისა- რაც სულიერების ხსნას გულისხმობს- მათ დაუბარა. ლევან ორბელი (თვითონ გრიგოლ რობაქიძის ალტერ ეგო) რომ აღესრულებინა, თან იმ იმედს გაიყოლებს, თასს ავალა და ოდილიანი (ანუ: ტიციანი და პაოლო) უპატრონებენო.
      ბედისწერამ ასე განარიგა, რომ რობაქიძე თავის მოწაფეებზე ბევრად გვიან აღესრულა, მაგრამ რაკიღა სამშობლოდან მოკვეთილიყო, გრაალის თასის გადარჩენაზე ზრუნვა მაინც ნაანდერძევად აღიქმებოდა.
       ეჰ, არამცთუ თასი, თავიც ვეღარ გადაერჩინათ!..
  თურმე ისიც არ კმაროდა, სიკვდილის ტოლფას საქციელს რომ ჩაიდენდნენ იძულებით.
       ასეთ საქციელს კიდევ მოსთხოვდნენ... მერე კიდევ...
       ქვებზე გარჩენილი და ლაყუჩებახეული კალმახის გასხმარტალება განა არსებობას გულისხმობს?!
     „გრაალის მცველებში“ ავალა რომანტიკული, აღმტაცი განცდებით რომ სულდგმულობს და ოცნება რეალობაზე აღმატებულად მიაჩნია, მისი სული ამიტომაცაა შეძრული და გათანგული სატრფოსთან შეხვედრის მოლოდინით... დარწმუნებულია, გარეგნულად ჩვეულებრივად ვიცხოვრებ, შევჭამ, დავლევ, დავიძინებ, ნაცნობ-მეგობრებს ვესტუმრები, მაგრამ არავინ და არაფერი არ გაეკარება ჩემს გულს, მხოლოდ მომავალი შეხვედრით ვიცხოვრებ, შეხვედრის წამით, და ეს წარმოსახული წამი ყველაფერ იმაზე უფრო ნამდვილი იქნება ჩემთვის, რაც ირგვლივ ვითომდა ნამდვილად ხდებაო. სხვა ყველაფერი უმნიშვნელო იქნება და დროის ამ მონაკვეთიდან ამოვარდნილი, ჩემს გულს შორეული აღანთებს, მაგრამ ისეთი ძლიერი იქნება ეს შორეული, ადამიანის მთელს არსებას დაიპყრობსო.
            მოლოდინის ეს უკიდურესი სიმძაფრე ტიციანს მართლა დაატყდა თავს, მაგრამ აქ არამცთუ რომანტიკულის ნასახიც არ ერია, ყველაფერი კოშმარითა და ცინიკური სისასტიკით გაიჟღინთა და სული იმან გათანგა, რომ ხელისუფალთან შეხვედრის წამი გარდუვალი შეიქნა... და თუ ტიციანი გარეგნულად კვლავაც ჩვეულებრივად ცხოვრობდა, არავინ და აღარაფერი არ ეკარებოდა მის გულს, რადგან ის წარმოსახული წამი იმაზე უფრო ნამდვილი იყო მისთვის, ვიდრე ირგვლივ არსებული რეალობა, რაც სრულიად გაუფასურდა და მეტისმეტად უმნიშვნელო გახდა. პოეტური ცეცხლი ჩაინავლა და გაუსახურებულ ლექსებში გამომკრთალი სტრიქონები თუ მხატვრული სახეებიღა მოგაგონებდა ძველ ტიციანს, ლაღსა და არტისტულს, ვინც ახლა თავისი ხელით შლიდა
იმ ლექსებს, ცარცით კი არა, სისხლით რომ წერდა.. 
     ამ ფოტოზე კიდევ ერთი გულისშემძვრელი წამია აღბეჭდილი: ტიციანი გათანგული დამხობია მაგიდას, თავზე ხელები შემოუხვევია და თითქოს ასე ემალება ციკლოპის მზერას... თვალები არ უჩანს, მაგრამ უამისოდაც ცხადად ვგრძნობთ, რამხელა შიში და ტკივილი ჩაბუდებულა მის სულში- მეორე დღეს ხელისუფალთან არის დაბარებული და ყველამ კარგად იცის, ეს რასაც ნიშნავს... მეგობრები ცდილობენ ანუგეშონ, მაგრამ რა ამაოა ასეთ დროს ნუგეში; და ტიციანის მობღუნკული გასაცოდავებული სხეული ერთადერთი წყურვილით არის შეპყრობილი: გაქრეს, აორთქლდეს, უგზოუკვლოდ გადაიკარგოს.
       ეს გამოსამშვიდობებელი საღამოა: თითქოს ტიციანი საკუთარ ქელეხს თვითონვე იხდიდეს... ან რაღა თითქოს: თვითონ იხდიდა... და თუკი  ის ოცნებაც გაუჩნდა,იქნებ წამიერად მაინც გადავივიწყო განკითხვის ჟამის მოახლოება, იმის ძალღონე სადღა შესწევდა, დროსტარებაში შთანთქმულიყო.
          მაგიდაზე წამხობილა,თავის ხვედრს დასცინის და კიდევ ერთ სიკვდილს ათავებს, რადგან იცის, რომ ძალმომრეობას ოდნავადაც ვერ შეეწინააღმდეგება და, ვინ უწყის, რანაირად გამოიყენონ მისი ეს შიში და ზაფრა.
         ეს დათრგუნული კაცი ყველაფერზე დათანხმდება.
         ეს ფიქრი ზარავს, მაგრამ ვერა გაუწყვია რა...
         ადრე ადამიანებს ღვთის რწმენა უღვივებდათ სიმტკიცის უნარს, მოწამეთ ის ასალკლდევებდათ და ყოველგვარ ტანჯვას უშიშრად ამიტომაც ეგებებოდნენ... ახლა სხვა ეპოქა დამდგარიყო და ღმერთს მოკლებული ადამიანი ისედაც გაუსაძლის სულიერ გვემას მისცემოდა, ისედაც არავითარი დასაყრდენი აღარ გააჩნდა. და თუკი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამხობასაც შეესწრებოდი და გაუგონარი პოლიტიკური რეჟიმის ხუნდებშიც მოექცეოდი, რაღას შეიძლება გაემხნევებინე?
        ტიციანი შინ აღარც დაბრუნებულა...
        არც მის უღმერთოდ ნაწამებ სხეულს ღირსებია განსასვენებელი.
        ლეგენდებმა კი გამოაღწია... ვითომ ლეგენდებმა? ვითომ მართლა ასე მოხდებოდა, როგორც ეს ყრუ, ძლივგასაგონი ჩურჩული ირწმუნებოდა?- არ არსებული შეთქმულების თანამზრახველებად იოანე-ზოსიმე და დავით გურამიშვილი დაასახელაო...
        ანდა: ღრმა სარდაფიდან ამოყვანილი ტიციანი კიდევ ერთხელ რომ წარუდგინეს ხელისუფალს, ამ დავალების შესრულება მოსთხოვა: პაოლოს საქციელი უნდა დაგმო, თვითმკვლელობისთვის ანათემას უნდა გადასცე, მისი მავნებლური სული გააშიშვლო, ხალხის მტერს როგორც ეკადრებაო... მაშინ რანაირადაც იწერებოდა და ისეთი კლიშე-ფორმულები ჩამოყალიბებულიყო, ოდნავი დაფიქრებაც აღარავის სჭირდებოდა, ფრაზები თავისთავად ლაგდებოდა.
        დავალების გულმოდგინედ აღსრულებას უთუოდ ხელისუფლების წყალობა მოჰყვებოდა და სხვა რაღა უნდოდა: პაოლოს აღარაფერი დაუშავდებოდა და თვითონ კი ასე ცის გახსნასავით მოევლინებოდა თავისუფლება. რასაც ვერ იოცნებებდა, აგერ, ხელში უვარდებოდა.
        უკეთესი რა ენატრა!..
        ზარდაცემული თვალები, მობღუნკულისხეული განა იმ ფიქრსაც არ გაგვიჩენს, რომ ასეთი შეშინებული კაცი მეგობარსაც დაუნანებლად გაიმეტებდა? თანაც რა გარემოში... და ცოცხალსაც კი, არამცთუ მიცვალებულზე ვთქვა აუგი... აკი მოძღვარის ხსოვნა ერთად გაწირეს... მაგრამ პაოლომ ტყვიითა და ახდილი თავისქალათი ჩამოირეცხა ის ცოდვა, და სხვა მოსალოდნელი ცოდვებიც იმ გასროლას გააყოლა: ადამიანური ღირსების შენარჩუნებით უკვე დაიბრუნა თავისი სახე და თუკი ტიციანსაც ასევე მოწყურებოდა ნამდვილი სახის დაბრუნება, თუკი გრაალის თასის გადარჩენა კვლავ თავის მოვალეობად უღვიოდა სულის სიღრმეში, მრისხანე მბრძანებლისთვის ის უნდა გაებედა, რასაც იქნებ თვითონაც არ ელოდა და რაც სიოს სუნთქვამ მოიტანა ჩვენამდე:
         - ვერ დავწერ...
         სულის სიღრმიდან ისეთი ნაკადი დაძრულიყო, რომ ეს უარი ისე უბრალოდ ითქმოდა, როგორც მუხრანზე გაზაფხულისთვის მოდის ბალახი, მზეზე კალმახი ალაპლაპდება და მერცხალი უბრუნდება შარშანდელ ბუდეს.
        - ვერ დავწერ...
       - ვერ დავწერ...პაოლო ცოცხალი აღარ არის და საშუალება აღარ ექნება სილა გამაწნას.
        იოლი მისახვედრია, როგორი თვალებიც ანდა იერიც ექნებოდა ამ სიტყვების თქმისას ტიციანს, ან ისევ ჯურღმულში რომ ჩაჰყავდათ: დიდ ტვირთმოხსნილი და სულ სხვა გონებით განათებულნი... აცახცახებული სულიც ერთბაშად ჰპოვებდა მტკიცე საყრდენს და მოძღვარის ლანდსაც გულშვებით შეხედავდა.
       აკი ეს დათრგუნული კაცი ყველაფერს დათანხმდებაო?! აკი მეგობარსაც დაუნანებლად გაიმეტებსო?! მაგრამ ღმერთმა არ გაწირა სოფლისაგან განწირული...
      ასე აიტყორცნა ტიციანის აღსასრული პოეზიის სიმაღლეზე, რაც ყოველთვის ეხარბებოდათ პოეტებს ერთმანეთისა. ტრაგიკული, რომანტიკული სიკვდილი რაღაც განსაკუთრებული ხიბლით ანათებდა შემოქმედის ცხოვრებას და თვით უდიდეს პოეზიასაც ბოლო შედევრად ემატებოდა, შარავანდედით აგვირგვინებდა. ღრმა აზრით ამასვე გულისხმობს უილიამ ფოლკნერის ერთი გმირის რწმენა, რომ თავგანწირული „არა“-ს წინაშე ფერმკრთალდება ყოველგვარი სტრიქონი, ყოველგვარი ლექსი და პოემა... დიახ, დაპირისპირება აქ მოჩვენებითია, რადგან ეს მტკიცე უარი განა თავისებური ლექსი არ არის, როგორც სხვა ამაღლებული შეგეგებანი სიკვდილთან?... ჩვენში ეს აზრი მეტაფორულად ასეც გამოითქვა, „პოეტისათვის კარგი სიკვდილი უკანასკნელი კარგი ლექსია“ ( გიორგი შატბერაშვილი) და ეს მეტაფორა გულისხმობს პოეტის ცისკენ გაფრენასაც, ტყვისთვის შუბლის შეშვერასაც, უგზოუკვლოდ გაუჩინარებასაც, ბრძოლის ველზე დაცემასაც, კოცონზე დაფერფლილ სხეულში გულის გადარჩენის საოცრებასაც და კიდევ ბევრ, სიმბოლოს, რომელთა უსასრულო მწკრივშიც ნათლის სხივად კიაფობს ტიციან ტაბიძის ტრაგიკული ბედიც:
ქვებზე გარჩენილმა ლაყუჩებახეულმა სიმტკიცისა და ადამიანური ღირსების ძალა მაინც რომ ჰპოვა საკუთარ თავში.

воскресенье, 23 января 2011 г.

როსტომ ჩხეიძის "ვარსკვლავთა ფსალმუნი"

`მე და ფიქრი ერთად ვბერდებით~ _ ლირიკული გმირის ამ ფრაზამ იქნებ კიდეც შეგაკრთოთ თავისი მოულოდნელობით.
ნეტა მართლა თუ ბერდება ფიქრი?
ან რას ნიშნავს ფიქრის დაბერება? _ მოდუნებას, გაბუნდოვანებას, გაუბედაობას, დაფანტულობას?.. იქნებ გრძნობს ამ განცდათა მოახლოებას, თუმც ჯერ შორსაც ილანდებოდნენ, და შეშფოთდება და შეძოძგინდება სული: ის, რაც მკვიდრად ნაგები და შეუვალი ეგონა, ვაითუ უფრო ძლიერად შეტორტმანდეს და მერე სულაც მოწყდეს იმ ფესვებს, რისი სიმტკიცის დარღვევაც არასოდეს გაუვლია გულში.
არა, მაინც რას ნიშნავს ფიქრის დაბერება?
მე და ფიქრი ერთად ვბერდებით,
ერთად დავეძებთ სინათლის წვეთებს _
ძველ სიტყვებში რომ მიმალულან.
თურმე განახლების წყურვილს გულისხმობს, შეუგუებლობას ბედის განაჩენთან, ტორტმანს ულმობელი თანდათანობით რომ დააბოლოვებდა, ახლა კი ძველ სიტყვებში მიმალული სინათლის წვეთების მიგნება იქცევა სულიერი განახლების, ფიქრის კოშკის შეუვალობის საწინდრად.
`სინათლის წვეთი~ არა მარტო მეტაფორულ სახედ გაიელვებს გივი ალხაზიშვილის ლირიკულ ხილვებში, არამედ ამთლიანებს მის პოეტურ ძიებათა ბოლოდროინდელ რკალს, სადაც ადრინდელ განწყობილებათა და მოტივთა ახლებურ გააზრებასა თუ გაღრმავებასთან ერთად ჩნდება სინანულის, გამოსყიდვის თემა, მკვეთრად შეფერილი რელიგიური იერით.
`სინანულისთვის გავჩნდი ამ ქვეყნად _ სინანულისთვის, სინანულისთვის…
მე ვერ გამოვცდი უფალს ჩემსას და სასწაულის ხილვას არ შევთხოვ. სასწაულია ყოველივე, რაც მუდამ მიყვარს _ მზე და ტყეები, ვარსკვლავები და შენზე ფიქრი, ღრუბლის ჩრდილივით რომ ჩაწვება თვალების ფსკერზე.
მე ვერ გამოვცდი უფალს ჩემსას, მე _ შობილი სინანულისთვის…~
რომელი მორწმუნე გამოცდის ღმერთს, ამ ჭეშმარიტებას, აბა, ვისი დასტური სჭირდება, მაგრამ როცა ესაიას წინასწარმეტყველების კიდევ ერთი გადაკითხვისას თვალი ისე მიეყინა ამ მუხლს _ `უთხრა ახაზმა: არ მოვთხოვ და არ გამოვცდი უფალს~ _ თითქოს პირველად ხედავსო, `ახაზ~-ის უნებლიე ფონეტიკურმა მსგავსებამ თავის გვართან შორეული იდუმალება რაღაც სულ სხვაგვარად განაცდევინა.
`მე ვერ გამოვცდი უფალს ჩემსას, მე _ შობილი სინანულისთვის…~
სულიერ ლტოლვას ბიბლიურმა სახელმა ტვიფარი დააჭდო და ესაიას სტრიქონთა თავისებური ვარიაციები სინანულის ციკლის პირველბიძგივით გამოდგა.
და სინანული და მდუმარება სამუდამოდ გადაეჯაჭვება ერთიმეორეს ლირიკული გმირის სულში. ეს სული მდუმარებაში შთანთქმის, როგორც თავშესაფარში, ამ ვრცელ, მშვიდსა და უღრმეს მდინარებაში და იქ დაბადებული სიტყვები განსხვავებულნი არიან, რადგანაც `სინანულის წიაღიდან აღმოცენდებიან~.
დუმილი, სიჩუმე, ფიქრი, მარტოობა გივი ალხაზიშვილის პოეტურ ძიებათა განუყოფელი ცნება-სიმბოლოები იყო აქამდეც, ლექსიდან ლექსში რომ ბრუნავდნენ ახალ-ახალი წახნაგებით, როგორც გამოხატულებანი სულირი თავშესაფრისა, ოღონდ ის, მაშინდელი თავშესაფარი პოეტს ღმერთსმოკლებულ სამყაროში მიეგნო და უმწეო და სასოწარკვეთილი ლირიკული გმირი იმას თუ ახერხებდა, რომ გადაგვარებისაგან ეხსნა საკუთარი თავი, გაქცეოდა სასტიკსა და უსახო გარემოს, ჩაყვინთულიყო, უჩინარქმნილიყო და თვითონაც დუმილს შერწყმოდა.
ამიტომაცაა, ჰობოი ერთ ლექსში საკრავად კი არა, ადამიანის ბედის გამჭვირვალე მეტაფორად რომ წარმოისახებოდა:
`შენ არა მღერი, ძლივს ჩურჩულებ მოგუგუნე ორკესტრის ფსკერზე, ვალტორნების და საყვირების წყალდიდობამ ლამის წაგლეკოს. შენ არა მღერი, ძლივს ჩურჩულებ და დირიჟორის მაღალი ხელი გიბრძანებს კვლავაც: ჰობოი ჩუმად, ძალიან ჩუმად! შემკრთალი ელი იგივე დღის შემობრძანებას!~
ყოველი დღე შიშის ახალი ტალღაა, ყოველი ახალი ნაბიჯია უსახურობისაკენ, თუკი როგორმე არ დაემალე.
ერთგვაროვნებას გაუდაბურებია ირგვლივ ყველაფერი, თითქოს მართლაც ერთ კამერტონზე აწყობილს ჰგავს ყოველი დღე, და თუ წამიერად დაუვლის ქალაქს ჟრუანტელტვტთ ფრინველთა ციურ ქოროს გალობა, ისიც ისე ჩაიკარგება, თავისკენ ვერავის გაიყოლიებს და ჰობოის ისედაც ჩამქრალი ხმა სულ უნდა მიილიოს, გულიდან ერთბაშად ამომსკდარი გოდებაც უნდა ჩაინაცროს, რათა `დირიჟორის~ ხელმა მთლად არ შემუსროს.
`შენ არა მღერი, მთელი ხმით მოთქვამ და ტირილის ხმა ფრთამომსხვრეული ფრინველივით აწყდება ფანჯრებს… ჰობოი ჩუმად, ძალიან ჩუმად!~
ასეთ გარემოში სიჩუმესა და მარტოობას ოილად ვინ დაგანებებს და სასოწარკვეთილი სული ამიტომაც იწყებს ფიქრის სამყაროს აგებას _ აქ სახლიც ფიქრისაა, ღრუბლებიც, ქარიც, მდინარეც ფიქრის, ფოთლებიც, სინათლეც, წიგნებიც, სიზმარიც… ლირიკული გმირი უკვე გათქვეფილა თავის წარმოსახვებში და რეალურად გამოსახავს ფიქრის ყოველგვარ ხატსა და კონტურს, რათა მის სიღრმეში ჩამალოს ნამდვილი ფიქრები: აბურდული, დრამატული, დაუშოშმინებელი, სინათლისკენ მლტოლველი _ და თავშესაფარი ერთადერთ საცხოვრისად გადაექცეს.
ვედრება _ `ჰობოი ჩუმად, ძალიან ჩუმად!~ _ აღარც არის აუცილებელი და უკვე ის ვეღარ აუხსნია, ფიქრში მობორიალე სიტყვის გარდა თუ კიდეც შეიძლება მისი გამოთქმა:
`როდემდე უნდა მოეხმაროთ სიტყვებს ყვირილით, ერთ მშვენიერ დღეს უთქვენოდ რომ დარჩებიან სქელ წიგნებში თქვენი სიტყვები, შეძლებდნენ თქვენი გულისცემის განმეორებას?! თურმე თქვენი ღრიანცელი ცაში გროვდება, ინახება, არ იკარგება. არ გეშინიათ, ერთხელ უკან რომ დაბრუნდეს და…~
ასე იელვებს იმ სასტიკი და უსახური გარემოს დამსხვრევის მოლოდინი, ცრუ, გამოფიტული სიტყვების გარდუვალი აღსასრულის იმედი… და ფიქრში აგებულ სამყაროთაგან დაედება დასაბამი ახალ წესრიგს, ცხოვრების ახლებურ მდინარებას _ მართალს, წრფელს, შეუმღვრეველს… მაგრამ `როგორ გინდა განვლო ეს ჭაობი, რომ ფეხიც კი არ დაისველო, კოჭებამდეც კი არ ჩაეფლო, როცა მრავალი უკვალოდ გაქრა, ამ ჭაობში გაუჩინარდა. როგორ გინდა თანამგზავრები დააიმედო, როცა იმედზე დაფიქრებაც კი იძირება~.
განწირულება ასდევნებია იმედს და ფიქრიანი კაცის სახება _ ლირიკული გმირის ყველაზე მკაფიო იპოსტასისა _ ამიტომაც ივსება ტრაგიკული განგაშითა და ნაღველით. მართალია, სიტყვა მხოლოდ ფიქრში ახერხებს გულისცემის განმეორებას, მაგრამ გულისცემა თუ დაიწრიტა და ფიქრთა სამყაროებიც ისე გაქრა, კვალი ვერ დააჩნია ნაცრისფერ გარემოს, ფიქრიანი კაცი მონოლითური სახე კი არა, წამიერი და ამაო გამონათება ყოფილა. და თუმც მოწაფე გამოუჩნდება დამტირებელი, ისიც ფიქრში თუ დაიტირებს მის მართალ, ოღონდ დამარცხებულ სიცოცხლეს.
ფიქრებში დიდი სარდალი იყავ,
ფიქრებში დიდი პოეტი იყავ,
ფიქრებში ყოვლისშემძლე იყავ,
მარტოოდენ ფიქრებში.
ეს ნაღვლიანი მოთქმა ხელშესახებად განაცდევინებს ლირიკულ გმირს, რომ ფიქრს კოშკის სიმკვიდრე და შეუვალობა ილუზიაა და სხვა არაფერი; და თუ გულში არასოდეს გაუვლია მისი სიმტკიცის შერყევა, ეს იმიტომ რომ თვითონვე ერჩივნა ილუზიის ბანგი. მაგრამ მყიფე ოცნება ადრე თუ გვიან გაიფანტება და ფიქრის კოშკის ტორტმანი მისი გარდუვალი დაშლის, ფესვებიანად მორღვევის დასაწყისად იკვეთება.
რა შემოაბრუნებს ფიქრისა და ოცნების დაბერებით გათანგულ სულს, რა გაიყვანს უიმედობის ჩიხიდან, რა შეიჭრება სიცოცხლის ნაკადად ქუფრ ხილვებში და განახლების წყურვილს რა დაუშოშმინებს?!
რადა: ამ სიმარტოვესა და მდუმარებაში ერთხელაც გაისმის სახელი (სატრფოსი? ღმერთის?), სევდანარევი და შორეული აკორდივით (სატრფოსიც… ღვთისაც…) და უეცარი შუქით შეავსებს ნაცრისფერ დღეს.
მანამდე შუაღამის ტყეში გზააბნეული მგზავრივით რომ მიისწრაფებოდა ღამის წყვდიადში მოკიაფე კენტი ვარსკვლავისაკენ, ვარსკვლავი კი სულ შორდებოდა და შორდებოდა, აღარ იცოდა, ძალ-ღონე გაწვდებოდა თუ არა, მაგრამ ახლა ფიქრის დაგმანულ კოშკში უეცარი შუქის პოვნამ სული ღვთაების მძაფრი მონატრებით აღუვსო და საკუთარ არსებაში შეიცნო გასხივოსნების მადლი.
შენ შემოდიხარ ჩემში,
როგორც სინათლე წვეთში.
ჯერ სიმარტოვეში გამოკეტილი სული უნდა ეზიაროს ნათლის შეგრძნებას, რათა ფიქრებით მოქსოვილი სივრცე ამიერიდან მზის აბლაბუდას გაუიგივდეს და მასში ზარებმაც ჩამორეკონ და თვალდათვალ ამოიმართოს ეკლესიაც _ ღმერთის პოვნით განახლებული რეალობის აუცილებელი სახე-ნიშანი, მეტაფორათა სათავეს რომ გადაეწვნის და ყოველივე უკვე სამ სამზერიდან განისჯება: `…გულს ჩემსას _ ფიქრის საყდარს და თვალებს, როგორც ამ საყდრის სარკმელს…~
წვეთი ერთ პოეტურ ხილვაში ადამიანის სულია, სხვა ხილვაში ჩვენთვის დაღვრილი უფლის ცრემლი, თუმც განა ეს ერთი და იგივე არ არის? სინათლის ხელახალ შეგრძნებამდე წვეთს აღარ ახსოვს თავისი წარმომათლობა და ახლა ის პირვანდელი სახე უნდა აღიდგინოს, მარადისობის წაუშლელი ნამცეცი, თუკი ღვთიური წარმოშობა საბოლოოდ არ დაგვიწყნია. ოდესღაც ეს სინათლე მასშიც რომ კამკამებდა, დამთრგუნველმა სინამდვილემ ამოუგდო გონებიდან და ახლა ეს ხელახალი შეგრძნება, სინანულის ემბაზში ამოვლებული, უჩვეულო სიხარულით აღიტაცებს: `დამიბრუნდა სინანულის შუქი, უფალთან რომ აახლოებს სულს~. სწორედ ასე: `დამიბრუნდა~ და არა `მომევლინა~.
გზა მოძებნილია და ისევ საკუუთარ სიმყუდროვის ქსოვა, ისევ ფიქრის პარკში ფუსფუსი აღარ არის სასოწარკვეთით შეზავებული, სიჩუმის უხილავი ძაფი ლირიკული გმირის სულს იმ სიტყვაზე მიაბამს, პირველად რომ აღმოცენდა სამყაროში და დუმილის, ფიქრის, მარტოობის კოშკი უკვე სულ სხვა თავშესაფრად ქცეულა _ უფლის სიტყვებს რომ აღუვსია.
თვალითხილული სინამდვილე და სულიერი რეალობა უკვე აღარასოდეს მოწყდება ერთმანეთს.
და სიცოცხლე მარტოოდენ ფიქრებში აღარ ჩაივლის.
რელიგიური შეფერილობა ყველა ლექსში ისე მკვეთრად არ არის გამოხატული, როგორც სინანულის ციკლში, მაგრამ მკაფიოდ გაიელვებს მეტაფორულ სახეებშიც (`ღრუბლის ჩრდილია, რომ გადადის მთაზე ბერივით~, `ჩამავალ მზის ლალი და ქარვა კენწეროების დიდებულ ჯვრებთან~, `და ვარსკვლავები ხსოვნის ნიშნებად უხმო ლოცვაში დაციმციმებენ~…), ელეგიურ თუ ექსტაზურ განწყობილებებშიც და იმ ჰარმონიის ძიებასა და განცდაშიც, ყოველი დღე სასწაულს რომ ედრება.
ამ მრავალფერად, ღვთის ცრემლთაგან შექმნილ დღეს ერთნაირ შარავანდად ადგას მზეც და ბალახიც, როგორც სამყაროს საოცრებათა თავთავისებური გამჟღავნებანი; და ყოველი პეიზაჟი, თვალხილულიც და სიმბოლურიც, ორივეს მადლითაა დაფერილი:
სხივია მზისა, ჩუმად რომ მღერის
და მოყვითალო ბალახის ღერი
ბაღს უნაზესი შუქით ანათებს.
ის, რომ ბალახიც სასწაულია ამ ქვეყნად; რომ ბალახიც _ ამ საკვირველი არსით და ზოგადი მნიშვნელობით _ ზეცის ტოლია; რომ ბალახსაც აქვს თავისი ნაბიჯები, და მის ჩრდილქვეშაც დიდი ვნებანი შეიძლება დატრიალდეს, დღეს აღარავის აოცებს, რადგანაც ეს ჭეშმარიტება მართლაც უჩვეულო ექსტაზით ამოთქვა პოეტმა-წინასწარმეტყველმა. მაგრამ არსებობს განმეორებანი და არსებობს პოეტური გათავისებანი, როცა შენს სულში გამოტარებული ხილვა ან სიმბოლური ხატი ახლებურად იმოსება და ძალდაუტანებლად გადაეწვნის პირად შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებს. ამიტომაც ლირიკული გმირი თვითონვეა გაკვირვებული ბალახის ხილვით, თუნდ ბალახი იმ წამს სულაც არ ანთებდეს ბაღს მზის სხივივით.
ამ ჰარმონიას, ლექსის სულის დაწმენდილობას კიდევ უფრო გამოჰკვეთს ვერსიფიკაციული დახვეწილობა და წესრიგი, მიდრეკილება ფაქიზ ნიუანსთა გამოსახვისკენ, რაც ყოველთვის იყო ნიშანდობლივი გივი ალხაზიშვილის პოეტური სტილისათვის. და ახლა, როცა შინაგანი სწრაფვა, ფიქრის ღრმა ტალანთა გავლით, სინათლის ნაკადს შეუერთდა, მონანიების, გამოსყიდვის წყურვილი და მით მოპოვებული სულიერი სიმშვიდე სწორედ შესაფერის, ნატით გარსში მოექცა.
ამ ახალ სინამდვილეში აღარც ვარსკვლავია შორეული და მიუწვდომელი, აღარც კენტია, და მათ ციმციმშიც ცრემლის კვალი ირეკლება, ღვთის ცრემლის. ამიტომაც უკვე მახლობელია და ლირიკულ გმირს შეუძლია ღამის თვალებშიც ჩაიკარგოს ვარსკვლავთ საკრეფად და ისიც ეგონოს: `ახლაც ვარსკვლავი იქ იბადება, სადაც ხვდებიან ჩვენი თვალები~. და ეს ისეთივე უშუალოდ განცდებია, როგორც იდუმალ ხმათათვის მიყურადება:
მე სიმარტოვის საკანში ვრჩები
და ვარსკვლავების ფსალმუნი მესმის.
ყოველივე ერთმანეთს შერწყმია და შენივთებია და სიმარტოვის საკნიდან, ფიქრთა სამყაროდან, პიროვნების სულიდან საბოლოოდ განუდევნია შიში, ძრწოლა, სასოწარკვეთა. და თუ ფიქრი გულიდან გულში ხეტიალობს, არა იმიტომ, თითქოს ნავსაყუდელი ვერ უპოვნია და უმიზნოდ აწყდება აქეთ-იქით, არამედ: სულთა ხმებსა კრებს და ირეალურ ხილვათა შუქით ივსება.
ამ ახალ გარემოში ყველაფერი ამოძრავებულია: სიჩუმეს საკუთარი სუნთქვაც კი ესმის და გულისცემაც ისე ერწყმის ფიქრს, რომ იგი ფეთქავს. და თუკი ლირიკული გმირის ხედვაში `დნება, დნება ყოველივე: სახლი, ვარსკვლავი და სიტყვაც დნება~, ეს უიმედობას კი აღარ უღვიძებს, განახლების ნიშნებად აღიქვამს (`და ჰაერი ინახავს სიტყვებს წიგნებზე დიდხანს დროისა და სივრცის სუნთქვაში~), და მის სახეზე ჩქერალივით იღვრება სიცოცხლის საგალობელი:
მოვიდა ჩემი მახარობელი,
მიმოიფანტა ნათლის წვეთებად,
წვიმს ვარსკვლავებად ზესთასოფელი
და უშორესზე შორს იხედება.
თვითონ ვარსკვლავებს ჩამოაქვთ ზეციური საიდუმლო და ფიქრიც დაუსაბამოდ ილტვის და ილტვის… ყოველი ნაგებობა, ყოველი ნაკვთი და ხატი აქამდეც როგორც მოხდენილად გამოეკვეთა ფიქრს თავისი გრძნეული არსიდან, მაგრამ აქ არ იდგა ეკლესია, არც ზარები რეკდნენ და ვერც ვარსკვლავთა ფსალმუნი მოისმოდა, ვიდრე სინანულის ემბაზში ამოევლებოდა ლირიკული გმირის სული, შინაგანად განათდებოდა და ამ შუქზე გახედავდა სიცოცხლის გაჩენასაც და უსაზღვროებასაც.
`მე ვერ გამოვცდი უფალს ჩემსას და სასწაულის ხილვას არ შევთხოვ. სასწაულია ყოველივე, რაც მუდამ მიყვარს _ მზე და ტყეები, ვარსკვლავები და შენზე ფიქრი…~
1996

გურამ საღარაძე

მერაბ მამარდაშვილის ციტატები

                 “ყველაზე დიდი ტყუილი შეიძლება აღმოჩნდეს ზუსტად სიმართლე, ნათქვამი ისეთ სიტუაციაში, როცა მისი დაჯერება შეუძლებელია….”
“თქვენი ქართველობა იწყება ღირსებიდან და არა პირიქით!”
“ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად! ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა – ეს არის ნება იყო ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არა მაქვს ის, რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა თუ ბერმა მე ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი!”
“ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას”.
“ღმერთი ეს არის იგივე ადამიანი, რომელსაც მუდმივად ახსოვს ზეცა!”
“იმ დროიდან, რაც არსეობს სახარებისეული ათვლის წერტილი, იმ დროიდან, რაც არსებობს მსოფლიო ისტორია, არსებობს ერთი მარტივი კანონზომიერება: რეალური კულტურა და ადამიანური სულიერება არ შეიძლება შემოზღუდული იყოს იმ ეთნიკური მასალით, რომელშიც ისინი ხორციელდებიან. ნებისმიერი სოციალური თუ ნაციონალური ერთობა, რაც უნდა დიდი იყოს იგი, თუნდაც ერთადერთი იყოს, მაინც კერძოობითი იქნება და არა უნივერსალური. აი, სწორედ ეს პიროვნული საწყისები, უნივერსალურზე რომ არიან ”მოჭიდებული”, წარმოადგენენ ნაციონალური თვისებების ნორმალური არსებობისა და სრულფასოვანი, ცოცხალი ფუნქციონირების პირობებს…”
“…ნუ გაუსწრებთ მოვლენებს წინ, ნუ იფიქრებთ პოლიტიკური კლიშეებით ვისი მხრიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი, დაიწყეთ საკუთარი თავით და საქმით, რადგან ჯერ ისედაც გვაკლია პროფესიონალური ცოდნა და გამოცდილება და თუ ასე ერთი ხელის მოსმით გადავეშვებით პოლიტიკის აღელვებულ ზღვაში, მალევე გავირიყებით ნაპირზე მშიერ-ტიტველნი და უმეცარნი…”
.”…მივხედოთ სკოლებს, სპეციალობებს, ჩვენ ისედაც გვაკლია პროფესიონალიზმი, მოქალაქეობრივი შეგნება და თუ ამის გარეშე, მაინც ჯიუტად გადავეშვებით პოლიტიკის აღელვებულ ზღვაში, ძალიან მალე გავირიყებით ნაპირზე ისევ ისეთივე მშიერ-ტიტველნი და უმეცარნი…..” ( შეხვედრა ფილოსოფიის ინსტიტუტში)
” რუსული სივრცე-დროის მეტაფიზიკურ თავისებურებად უნდა ჩაითვალოს ის ფენომენი, რომ საკუთარ თავს და შენს გარშემო მყოფთ ყოველი დღე უქციო ჯოჯოხეთად….. ეს მუდმივი ისტორიული კოლაფსია ორ დიდ , დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციებს შორის!
ეთნიკური რუსი ერთი ჩვეულებრივი ადამიანია თავის დადებითით და უარყოფითით….არაფრით უარესი და არაფრით უკეთესი სხვა ეთნოსის წარმომადგენელზე!
მაგრამ რუსები, როგორც რუსულ იმპერიულ-ტირანიული სივრცის ბინადარნი და ამ სისტემის იდეოლოგიით ტვინდაკომპასებულ ხალხთა მასები, ამოვარდნილნი არიან რეალური ისტორიული სივრცე დროისაგან…როგორც ჩაადაევი და როზანოვი წერდნენ – ” აქ სრული კოლაფსი და გამყოფი უფსკრულია აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციებს შორის …!”
“მტრის ხატი – ესაა დამანგრეველი ფსიქიკური ძალა, იმიტომ რომ მტერი კი არ იწვევს ეჭვს, ეჭვი შობს მტერს. ეჭვი ჯერ უსაგნოდ არსებობს. ეჭვი ჩემი უძლურებაა – მე მეშინია ყველაფრის, როცა უძლური ვარ. მტერი არის განსხეულებია იმისა, რაც ჩემშივეა ფესვგადგმული, როგორც უძლურება”
,ჩემთვის დამოუკიდებლობა პირველი და აბსოლუტური, სადღეისო მიზანია. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ დამოუკიდებლები ვიყოთ, არამედ იმიტომ, რომ დავინახოთ ჩვენი თავი და შევქმნათ სიტუაცია, სადაც ჩვენი რეალური პრობლემები გამოჩნდება. ამ პრობლემის გადაწყვეტის პირობა კი შინაგანი განთავისუფლებაა. ე.ი. ჩვენ გვჭირდება განთავისუფლება არა მხოლოდ იმპერიისგან, არამედ ჩვენივე ცხოვრების გარკვეული შინაგანი პრინციპისაგან.”
1990 წელი.
,,აზროვნება არის ჩუმი საუბარი ღმერთთან წარსული შეხვედრების შესახებ. ანუ ეს არის სიტუაცია, როდესაც რაღაც ხელახლა იბადება, თავისი თავის იგივეობრივი, მაგრამ განახლებული, აღორძინებული. აღორძინება, გაცოცხლება ხდება ფორმების სამყაროში. “
”მე მიმაჩნია, რადგან ქართველები ასეთი ცხოვრების მოყვარულნი არიან, გააჩნიათ იუმორის გრძნობა, შეძლეს ძველი რაინდობის სახისა და გულის შენარჩუნება, დარჩნენ ინდივიდუალურები, სპეკტოკოსები და ა. შ.- მათი დამონება, დამორჩილება შეუძლებელია”.
”ქართულ ინტელიგენციას არ გამოუყენებია ბოლო ხუთი წელი იმისათვის, რომ საკუთარი ხალხისთვის სიმართლე ეთქვა. იმის მაგივრათ რომ ებრძოლათ უკვე გათავისებულ ცუდ ჩვევებთან – პატრიოტიზმის მცდარ გაგებასთან, ჩამორჩენილობასთან, საკუთარ თავზე შეყვარებასთან, დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენ ყველაზე კარგნი ვართ, ყველაზე ჭკვიანნი, ყველაზე ლამაზნი და არავინ არ გვჭირდება – ისინი საკუთარ ამბიციებში ჩაფლულნი თამაშობდნენ ყველაფერ ამით.”
«…достаточно присмотреться к некоторым эпизодам российской истории, чтобы увидеть, что это ситуация – когда мы не извлекаем опыта. Когда с нами что-то происходит, а опыта мы не извлекаем, и это бесконечно повторяется. …
Русские, куда бы ни переместились – в качестве казаков на Байкал или на Камчатку, их даже занесло на Аляску и, слава Богу, вовремя продали ее, и она не оказалась сегодня той мерзостью, в которую они ее скорее бы всего превратили, – куда бы они ни переместились, они рабство несли на спинах своих.
Единственная ценность, которую мы ищем во всех проявлениях себя и окружающего, — это живое. Реальная человеческая психология строится на оживлении того, что мертво. Мы оживляем мертвые слова, мертвыежесты, мертвые конвенции. Единственное наше трепетное, то есть волнующее нас отношение ко всему этому в действительности сводится к тому, что за всеми симуляторами и привидениями, за вещами — мы ищемизнь. И себя как живущего. Ибо ощущать себя живым совсем не просто”.

მერაბ მამარდაშვილის ლექციები

           1990 წლის 25 ნოემბერს, მოსკოვის აეროპორტში, თბილისისაკენ მომავალი თვითმფრინავის რიგში გარდაიცვალა მერაბ მამარდაშვილი. მისი პიროვნული მასშტაბების, მისი აზროვნების შესახებ მანამდეც და მერმეც არაერთხელ დაწერილა არაერთ ენაზე, ამჟამად კი მისი ოდინდელი მსმენელი მერაბ მამარდაშვილის გახმაურებულ თბილისურ ლექციებს და მათ გარემოს იხსენებს იმდროინდელი საზოგადოებრივი ატმოსფეროს კონტექსტში.

* * *

როცა ლეონიდ ბრეჟნევი უკვე კრემლის კედელთან განისვენებდა, მიხაილ გორბაჩოვი კი ჯერ მხოლოდ პოლიტბიუროს რიგითი წევრი იყო, როცა დაავადებული, არაქათგამოცლილი იური ანდროპოვი და კონსტანტინ ჩერნენკო ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ხოლო ამ დაუჯერებლად უხეში სიმბოლოს მნიშვნელობას ცოტა ვინმე თუ აცნობიერებდა დედამიწის ზურგზე, როცა კომუნიზმი სულს ღაფავდა და შხამის უკანასკნელ შხეფებს ანთხევდა, _ იმხანად თბილისში მილიცია რაიონის განყოფილებაში მიაქანებდა რესტორნიდან გამოსულ შექეიფიანებულ კაცს და საგულდაგულოდ ამოწმებდა სამუშაო დროს ავტობუსის გაჩერებაზე ნებისმიერ მდგომს, მეტროებსა და ხელფასების რიგებში პოლიტიკური ანეკდოტების თხრობის მსურველები შესამჩნევად კლებულობდა, შინნაკეთი სტუდენტურ-ახალგაზრდული ჟურნალების ავტორები უხმაუროდ იგზავნებოდნენ მორდოვეთის ბანაკებში, ხელისუფლება დიდი მონდომებით ზეიმობდა გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავს, ხოლო მართლმადიდებელ მღვდელს ხვრეტდენ იმის გამო, რომ რამდენიმე ახალგაზრდას ურჩია (თუ არ ურჩია), საზღვარგარეთ მოსახვედრად თვითმფრინავი გაეტაცებინათ. და მაინც, შესაძლოა, ეს წლები უკანასკნელი იყო საქართველოსათვის, როცა საზოგადოება მშვიდად ცხოვრობდა, როცა პოლიტიკური ვნებები ერთმანეთისათვის ტყვიის დაშენაში, ქალაქების ნგრევასა და ოჯახების გახლეჩაში არ გადადიოდა, როცა ყველა ერთსულოვნად შეთანხმებული იყო, რომ კომუნიზმი უვარგისი სისტემაა, ხოლო გაზეთებისა და ტელევიზიის ნდობა გულუბრყვილობაა, როცა ავად თუ კარგად ყველა თავის საქმეს აკეთებდა: მევენახე ღვინოს წურავდა, მუშა ასფალტს აგებდა, მასწავლებელი გაკვეთილს ატარებდა, ქართველი დიახლისი კი ხაჭაპურებს აცხობდა. ეს წლები უკანასკნელი იყო, როცა სულიერ სფეროში მოღვაწე ადამიანი ხელისუფლებასთან კეკლუცს შეუფერებელ საქციელად მიიჩნევდა და ყოველგვარი პარტიულ-პოლიტიკური ანგაჟირებისაგან თავს შორს იჭერდა. ამიტომ ის, ვინც ფილმებს არ იღებდა, რომანებს არ ბეჭდავდა და მეცნიერულ აღმოჩენებს არ აკეთებდა, მოსკოვიდან დადგენილ ხელფასს სჯერდებოდა, თავისთვის იჯდა შინ და წიგნებს კითხულობდა.

სწორედ ამ დროს თბილისის მეტად არაფართო წრეებში შეიძლება ყური მოგეკრათ, რომ პროფესორი მერაბ მამარდაშვილი თეატრალური ინსტიტუტის შენობაში კითხულობს მეტად უჩვეულო ლექციებს მარსელ პრუსტის შესახებ, მოულოდნელს და უჩვეულოს _ სიღრმით, სიფართოვით, სითამამით, არტისტულობით. Mმაშინ მერაბ მამარდაშვილის სახელი ბევრს არაფერს ეუბნებოდა ქალაქის ინტელექტუალურ ფენებსაც კი, _ მისი სახელგანთქმული ლექციების დიდებას თბილისამდე თითქმის არ მოეღწია, ბიბლიოთეკებში კი მისი ორიოდ თხელტანიანი წიგნი და რამდენიმე სტატია თუ მოიძებნებოდა, რომლებიც მეტისმეტად რთული და აბსტრაქტული იყო ჰეგელის, მარქსის ან ბუდიზმის გასაგებად, და მაინცამაინც არც ავტორის რეალური სახის წარმოსადგენად გამოდგებოდა. ბევრისათვის იგი შორიდან ცნობილი იყო როგორც საბჭოთა კომუნისტური იდეოლოგიური ბურჯების _ ჟურნალების “პრობლემი მირა ი სოციალიზმა”-სა და “ვოპროსი ფილოსოფიი”-ს წამყვანი თანამშრომელი, ამ უკანასკნელის მთავარი რედაქტორის მოადგილეც კი, თუმცა ასევე ბევრმა ისიც იცოდა, რომ თუ მის მეგობართა და კოლეგათა უმეტესობამ დასავლეთის უნივერსიტეტებს შეაფარა თავი, მან თბილისისკენ აიღო გეზი, რათა დილით “იმელ”-ის შენობაში მისჯდომოდა საწერ მაგიდას, შუადღით “ივერიის” კაფეში ესაუზმა, საღამოობით კი ლექციები წაეკითხა უნივერსიტეტის ეგრეთ წოდებული მეორადი ფაკულტეტის მსმენელთათვის, _ მათთვის, ვისთვისაც ხელოვნება გატაცება იყო და არა პროფესია.

თავდაპირველად საუბარ-სემინარები ტარდებოდა ერთ პაწაწინა ოთახში, თითქმის სხვენზე, რუსთაველის თეატრსა და სასტუმრო “თბილისს” შორის, მოზრდილი დარბაზის გვერდით, სადაც სტუდენტები საბალეტო თუ საცეკვაო პრაქტიკას გადიოდნენ, შემდგომში ლექციებმა, _ რომელსაც ცხრილის მიხედვით “დრამის თეორია” ერქვა, შინაურულად კი “პრუსტს” უწოდებდნენ, _ უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის მყუდრო კინოდარბაზში გადაინაცვლა, მაგრამ მსმენელთა რაოდენობა ყოველკვირეულად მატულობდა და “პრუსტმაც” სხვადასხვა კორპუსებსა და აუდიტორიებში დაიწყო მოგზაურობა, ძირითადად მაინც იმ სხდომათა დარბაზში ბანაკდებოდა, რომლის კათედრასთან ადრე რომან იაკობსონი და ნილს ბორი მდგარან; ლექტორს კი სულ თან დაჰყვებოდა ერთგულ, შეფიცულ მსმენელთა თითქმის უცვლელი ჯგუფი, _ მსმენელები, რომელთათვისაც იმ აუდიტორიებში ყოფნა, სადაც მერაბ მამარდაშვილი საუბრობდა, ორდენის წევრთა იმგვარივე ამაღელვებელი ვალდებულება იყო, როგორც ტამპლიერთა ან როზენკროიცერთათვის თავიანთ სატაძრო რიტუალებზე დასწრება.

კურსი თითქოსდა მარსელ პრუსტს, უფრო კონკრეტულად მისი რომანების ციკლს _ “დაკარგული დროის ძიებაში” _ ეძღვნებოდა, რომელიც მსმენელთაგან ცოტა ვისმე თუ ჰქონდა წაკითხული, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იგი ქართულად საერთოდ არ იყო თარგმნილი, ხოლო რუსულად ორჯერ წამოწყებული თარგმანი პირველ ტომებზე იყო შეჩერებული. ასე რომ, ვინც ფრანგულ ორიგინალში არ იცნობდა ამ შვიდ უზარმაზარ ტომს, ძნელად ხვდებოდა, რას და ვის გულისხმობდა პროფესორი, როცა მარსელისა და სენ-ლიუს, სვანისა და შარლიუსის, ოდეტისა და ალბერტინის შესახებ საუბრობდა. Lლექტორი ხანდახან ეპოპეის რომელიმე ტომის რომელიმე გვერდს გადაშლიდა და საჭირო ციტატს მოძებნიდა, ხშირად იქვე თარგმნიდა, ხშირად შინ მომზადებულ საკუთარ თარგმანს ჩაიკითხავდა, მაგრამ იმ მსმენელსაც კი, რომელსაც არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა გერმანტებსა და სვანს შორის გაორებული გმირის შესახებ, არც უხერხულობას და არც სინდისის ქეჯნას არ გრძნობდა, რადგან ლექტორი საუბრობდა სიცოცხლისა და სიკვდილის, ისტორიისა და ბედისწერის, ხელოვნებისა და სიყვარულის, ადამიანისა და ღმრთის შესახებ.

მერაბ მამარდაშვილი _ იშვიათი გამონაკლისის გარდა _ ლექციების დაწყებამდე საკმაოდ ადრე მოდიოდა და საგულდაგულოდ ამზადებდა სამუშაო მაგიდას, _ ჩანთიდან დინჯად ამოალაგებდა და წინ გაშლიდა ჩიბუხს, თუთუნს და ყველა თანმხლებ მოწყობილობას, პორტატიულ მაგნიტოფონს, კასეტებს, წიგნს _ ძირითადად პრუსტის რომელიმე ტომის თხელყდიან, ჯიბის გამოცემას და ერთ ან ორ ფურცელს, _ იმ ციტატით ანდა ლექსით, რომლითაც ხშირად იწყებდა ლექციას და რომელიც საწყის განწყობას, ტონალობას აძლევდა დარბაზსაც და მთხრობელსაც, _ იქნებოდა ეს უილიამ ბლეიკის, მანდელშტამის, გოტფრიდ ბენის ლექსი თუ ნაწყვეტი დანტედან, ანტონენ არტოდან, ბორხესიდან, _ ორიგინალის ფრაგმენტებს თარგმანი მოჰყვებოდა, რომელიც, რა თქმა უნდა, ლექტორს ეკუთვნოდა.

ლექციები ძირითადად მეტ-ნაკლებად ნაკითხი აუდიტორიისათვის იყო გამიზნული, ხოლო ნაკლებად ნაკითხს, მართალია, მთლიანი მსჯელობისათვის თვალის გადევნება უფრო უჭირდა, მაგრამ მასაც ეძლეოდა გამოცოცხლების საშუალება, თუნდაც რომელიმე ყოფითი ან მხატვრული ეპიზოდის გადმოცემისას, თუნდაც ანეკდოტის თუ ცნობილ ადამიანთა ბიოგრაფიის პიკანტური დეტალის მოხმობისას, თუნდაც თავად პროფესორის ავტობიოგრაფიული მომენტის გახსენებისას, _ მაგალითად, როგორ გადაწყვიტა მან სკოლის მოწაფეობისას ინგლისური ენის შესასწავლად ჯონ რესკინის “ვენეციის ქვების” წაკითხვა, _ თუნდაც მკვეთრად ანტიკომუნისტური განცხადებისას, “დოქტორი ჟივაგოს” ან “გულაგის არქიპელაგის” დამოწმებით, _ ამ დროს მსმენელებს ცივი ოფლი ასხამდათ ხოლმე, _ პერესტროიკამდე ჯერ შორი იყო! თუმცა ეს ყველაფერი მთავარი სათქმელის შემზადებასა და შეფარვას, სიმბოლოთა და მეტაფორათა ენაზე მტკივნეულ გადატანას წარმოადგენდა: შეჯამებებსა და მცნებებს არავინ ელოდა, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ თითქოს არც ეს მთავარი სათქმელი არსებობდა, _ მთავარი იყო არა სათქმელი, არამედ თავისუფალი აზრის თავისუფალი მდინარება, აზრის იდუმალი და მოულოდნელი მწვერვალებისაკენ სვლა, რასაც ემსახურებოდა ლექტორის ინტელექტუალური ვაჟკაცობა, ცოდნა, სიბრძნე, გამოცდილებად ქცეული განცდა, აღტაცებისა და ღიმილის უნარი, გაგებისა და ჩაწვდომის ნიჭი. თავისი დიდი მასწავლებლების მსგავსად, მას უყვარდა და სჭირდებოდა აგორა, _ ირგვლივ შემოკრებილ მსმენელთა გარემო, მას სურდა, რომ მის შინაგან სივრცეში გათამაშებული დრამისათვის მაყურებელს ედევნებინა თვალი და იგი ცდილობდა, მხედველობიდან არ გამოჰპარვოდა, უყურადღებოდ არ დარჩენოდა ეს მაყურებელი _ ხშირად მისი ლექციები, განსაკუთრებით ახალზიარებულთათვის, მსუბუქი, ლაღი, ნათელი, ეფექტური ჩანდა. მას უწევდა დრამის რეჟისორიც ყოფილიყო და მსახიობიც, ამიტომ სათქმელის არტისტულობას თქმის არტისტულობაც ერწყმოდა, _ იგი სიტყვებს მკაფიოდ, დინჯად, გემრიელად გამოთქვამდა, ყურადსაღებ პაუზებს აკეთებდა, ამაღლებულ სტილს სლენგს უნაცვლებდა, დახვეწილი ჟესტითა და გამჭოლი მზერით ხაზს უსვამდა სათქმელის მნიშვნელობას, მაგრამ ხანდახან თითქოს უეცრად დაავიწყდებოდა მსმენელის არსებობა და საკუთარ თავთან განმარტოვდებოდა, საკუთარ თავში ჩაიძირებოდა; არავინ იცოდა, იმგვარ წუთებში იგი სიღრმეში მიგნებულ დაიმონს ესაუბრებოდა თუ თავის მარადიულ, უკვდავ თანამოსაუბრეებს. ალბათ, სწორედ მაშინ იბადებოდა ყველაზე იდუმალი, ყველაზე უცნაური, ყველაზე გამოუთქმელი აზრები, _ მეგზურის გარეშე დარჩენილ მსმენელს ამ დროს მეტად უჭირდა გზის გაგნება, მაგრამ მაინც სინათლესთან ზიარების ბედნიერი გრძნობა ეუფლებოდა, რადგან იმ სასწაულის შემსწრე ხდებოდა, რასაც აზრის მშობიარობა ჰქვია.

1990 წლის ნოემბრის მიწურულს მერაბ მამარდაშვილი სამუდამოდ ტოვებდა უკვე სხვაგვარ თბილისს და ეს სხვაგვარი თბილისიც უკვე საყოველთაოდ ცნობილ ადამიანს ემშვიდობებოდა, _ ქართულმა წვრილფეხა ნაციზმმა სწორედ იმ დღეებში მოიპოვა ტრიუმფალური გამარჯვება და ახლადგამოჩეკილი ბელადის თაყვანისმცემელთა მოზეიმე მასებს იგი სახიფათო და გასანადგურებელ მტრად ჰყავდათ მიჩნეული. გამარჯვებულებთან სხვადასხვა მიზეზით დაპირისპირებულთათვის იგი მომავალ დიქტატორთან ბრძოლის დროშა და სიმბოლო, საყვირი და მეხამრიდი უნდა ყოფილიყო, კიდევ უფრო მცირეთათვის იგი იყო მოძღვარი, მასწავლებელი, შესაძლოა, ცხოვრებაში ერთადერთხელ პირისპირ შეხვედრილი დიდი ადამიანი, პიროვნება, ვინც მის ნამდვილ მსმენელს ცხოვრებისა და თავისუფლების ვნებიანი სიყვარული ასწავლა, ჭვრეტის გემო გაუღვიძა, უცნობი სამშობლოს გალავნები დაანახა, ყველაფერში გაბნეული სილამაზის დანახვის უნარი შესძინა, კაცი, რომელიც აზროვნებისა და ხელოვნების მოციქულად მოვლინებოდა ქალაქს.

რამდენიმე ათასი თბილისელი ნოემბრის იმ სუსხიან დღეს მერაბ მამარდაშვილს ემშვიდობებოდა. საქართველოს წინ შემზარავი ქარიშხლები, უგონობა და სისასტიკე, შიმშილი და სუსხი, ცეცხლი და ცრემლი ელოდა.

1995

აკაკი ბაქრაძე - სტალინი (ჩანაწერები)

სტალინისადმი მიძღვნილ ლექსებში, რა თქმა უნდა, პირველად არის სახოტბო ლირიკა, განმადიდებელი, მერე მითოლოგიზირება. ეს არის ჩვენთვის მთავარი, რადგან მითოლოგიზირებას ყოველთვის არ მიმართავს სახოტბო ლირიკა. რაღაც განსაკუთრებული უნდა დაინახოს მწერალმა, რომ მითოლოგიზირება მოხდეს, სულერთია, დადებითი თუ უარყოფითი კუთხით. (სახოტბო ლირიკა ყველა დროში და ყველა ქვეყანაში არსებობდა).
ვალერიან გაფრინდაშვილი - "ოცნება ბელადზე":

"ეს ოცნებაა თვითეულ მხატვრის,
ეს არის ფიქრი ყოველ პოეტის -
ასახონ იგი, ვით თვალი ნატვრის
და შთაგონება მთელ საბჭოეთის" (გვ.19)

ანდა შალვა აფხაიძე - "სტალინ"

"აზვირთებული დიდი ვნებანი
ეპოქის სვეტო, შენსკენ ილტვიან,
სტალინ, - გრგვინავენ წყალნი და ქვანი,
სტალინზე მთებიც ზღაპრებს იტყვიან".

ნესტორ მანიძე - "სტალინის მზე"

"აჭარელი წყალსაც არ სვამს,
რომ სტალინი არ ახსენოს". (გვ.45)

ალიო მაშაშვილი - "სამშობლო ბელადისა"

"დაუშრეტელი ცეცხლის დენა ხარ,
ღელვა მზის შუქით განათებული,
გაუტეხელი ქვეყნის ნება ხარ,
ხალხის გენიად დაბადებული" (გვ.48)

ილო მოსაშვილი - "ბელადს"

"სხვა - სამშობლოში სამშობლოს ნატრობს,
მიწაზე დადის - არა აქვს მიწა,
ჩვენ კი, ბედნიერ სამშობლოს პატრონს,
შენი სახელი მიგვიძღვის ფიცად:
ზეცაში - მფრინავს, ბრძოლაში - მხედარს,
ვაჟკაცს - ზღვასავით გაშლილ ყანაში,
და ბავშვი, როცა შესცქერის დედას,
უსმენს და თითქოს სიზმარში ხედავს,
შენებრ მშობლიურ იავნანაში.
და როცა დილა, მთების ფიწალზე
ღრუბლის ბულულებს ლურჯად შეღებავს,
იგრძნობს სულდგმული დედამიწაზე
შენი გულის და ხელის შეხებას.
დგება ბალახი, აცახცახდება,
მოვარდნილ სითბოს წყალივით დალევს;
ტკბილი ოცნება ცხადად ახდება,
და შენი სახე ცაზე დახვდება
ქვეყნის პირველად გახელილ თვალებს" (გვ.60)

კონსტანტინე ჭიჭინაძე - "სტალინისადმი" (კავკასიონს ადარებს სტალინს, რომელიც "შეჰყუდებია ცას ტიტანივით")

ის კი პიტალო კლდეს აკალოებს,
ამოზიდულან ძარღვები კისრის,
და ზეაწყვეტილ რკინის პალოებს
ზღვების გადაღმა შხუილით ისვრის" (გვ.93)

(ამ ლექსში სიტყვების გროვაა და ვერაფერს გაიგებთ, მაგრამ სტალინი რომ მიწიერი არსება არ არის, ეს კი ჩანს).

ისინი, ვინც აგინებს, სატანას ადარებენ:

გალაკტიონი: პროტაგონისტი, რომელსაც სახელი არ აქვს, მაგრამ აშკარად სტალინი იგულისხმება.

უნდობელია მისი გენია,
არც შებრალება, არც შეცოდება,
ჯერ დედამიწას არ მოსმენია
მსოფლიოს ბაგეთ ასე გოდება.
ყოველ გულს ნამავს შხამიან ნესტრით,
სულს ხორციელის ეხება დანა,
გრგვინავს ორკესტრი, გრგვინავს ორკესტრი,
მას დირიჟორობს თვითონ სატანა.

(უთარიღოა)

გაშლილო ველო... ტყვიების კოხის...
რაა წამება თქვენთან იობის,
აქ საიდუმლო პატარა ქოხის
საიდუმლოა კაცობრიობის...
ვინ? ამნაირი გამოძახილი
არაფერს ქვეყნად ჯერ არ ჰქონია,
ამას ნამდვილი არ აქვს სახელი,
მისი სახელი ლეგიონია.

მარკოზი.V.9. (სოფელი ღადარინელთა. კაცში ჩასახული ეშმაკი განდევნა ღორების კოლტში): "და ჰკითხა მას: რაი არს სახელი შენი? და ჰრქუა მას: ლეგონ არს სახელი ჩემი, რამეთუ მრავალ ვართ" (ლუკა. VIII.30).

სახე ნერონის თუ თემურ-ლენგის
კედლით გიღიმის.
ის სიმბოლოა გულწრფელი ჩანგის
გაწყვეტილ სიმის ("საგურამო") VII, 119

"სისხლი", VII, 165

საშინელია - იგრძნო უეცრად,
რომ აღარ დგანან ძველი კაკლები.
შენი სახელი მათ მიუეცრათ -
მხეცი! - არც მეტი და არც ნაკლები.
რომ მუხლებამდე სისხლის მორევი
გვსრის და მშობლიურ ცხედრებს ეხება.
კმაყოფილი ხარ მათი მორევით.
ყელამდე სისხლში მიდის ფეხები.
შენ გახარებს, რომ სისხლის მიზეზი
ხარ და თანა გდევს ხალხის გოდება,
შენ ბოროტება ხარ უმტკიცესი,
მკვლელი! - ეს არის შენი წოდება.
ო, ყველამ იგრძნო, რომ მოკვდა ყველა,
და ყველა გიცქერს მუნჯი ყვედრებით,
შენგნით არავის არ უნდა შველა,
შენ სამარემდე მიხვალ ცხედრებით.
ო, რა თქმა უნდა, ცხედრები მუდამ
სდუმანო, მაგრამ სისხლი მწარდება.
სისხლი იძახის: მკვლელი, იუდა!
სისხლი არასდროს არ დაწყნარდება!

იმედი, შენი ბრძოლის საგანი,
მოულოდნელმა ქარმა ახვეტა.
მოღუშულია შენი საკანი.
ხვალ უსათუოდ გელის დახვრეტა

* * *
სტალინიც მითოლოგიურ ასპექტში გადაყავთ: გ. ლეონიძის "პირს მერცხალი გამოავლეს" და ა.შ. სხვებიც. თავად გ. რობაქიძის "გრაალის მცველში" ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც მონობის. აგრეთვე "ჩაკლულ სულში". ის თავი რომელიც სტალინს ეხება, შეტანილია ესეების კრებულში "მითოსი და დემონი".

* * *
კ. გამსახურდიამ რატომ დაწერა - "ბელადი".

* * *
გ. ლეონიძის "სტალინი, ბავშვობა და ყრმობა"
ეპიგრაფად აქვს: "აქ ჰფლობს ტიტანი
ცეცხლის მიმტანი, -
ცმერთი პრომეთე". (სოფოკლე)

"აქ დააბეს ამირანი,
აქ დაარტყეს რკინის ურო.
სჯობს რომ ვიყო მიჯაჭვული,
ვიდრე მე ღმერთს ვემსახურო!"
გვ. 526 აქ მტაცებელთა იყო სადოღე...

* * *

გ. რობაქიძე - "ჩაკლული სული" (თარგმნა ალ. კარტოზიამ). თავი სტალინის ჰოროსკოპი". აჰრიმანს ადარებს. ესეც აქვს დაწერილი "სტალინი, როგორც აჰრიმანული სული".
აჰრიმანი სპარსულ მითოლოგიაში ბოროტების უმაღლესი ღვთაებაა. უპირისპირდება აჰურამაზანს (უბრძნესი ღმერთი) - კეთილი საწყისი. ჩვენ არმაზის წინაპარი ორმაზდ.

* * *
რამ გამოიწვია სტალინისადმი ასეთი დამოკიდებულება? რატომ არ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ სახოტბო ლირიკით?
1921 წლის თებევარლ-მარტში დამარცხებამ სასოწარკვეთილება გამოიწვია ჩვენს ხალხში. 20-იან წლებში დაიწერა ნიკოლო მიწიშვილის - "ფიქრები საქართველოზე" ("ქართული მწერლობა", 1926 წ.N4-5), სერგი დანელიას - "ვაჟა-ფშაველა და ქართველი ერი", 1927 წ. კონსტანტინე კაპანელის "ქართული სული ესთეტიურ სახეებში", 1926 წ. და სხვა.

ალ. აბაშელი:
"ჩემი თაობის უილაჯობა
დღეს სამარცხვინო დაღად მაჩნია"

* * *
საჭირო იყო ენერგიის გამოვლენა:
კინოსცენარისტმა რეზო კვესელავამ გაზეთში "გეიკო-ექსპრესი" (1993 წ.24 მარტი) მოგონება გამოაქვეყნა. ერთ ოჯახში, წვეულებაზე, გიორგი ლეონიძეს უთქვამს:
- რა შეფასებასაც არ უნდა იმსახურებდეს სტალინი, ერთი რამ ცხადია: ის გახლავთ ეროვნული ენერგიის უდიდესი გამოვლენა და სწორედ ამ კუთხით იპყრობდა ჩემს ყურადღებას.
ამასვე ამბობს არსებითად კ. გამსახურდიაც:

"ბელადი"

"ლიტ.საქართველო", 1940, 12 იანვარი

"როცა "მთვარის მოტაცება" მოვათავე, ერთი უცნობი მკითხველი გამომესაუბრა ქუჩაში. მითხრა: აკაკი, ვაჟა და ილია მუდამ სტიროდნენ, შენი გმირებიც განწირულნი იღუპებიან. მოდი დაგვიხატე გამარჯვებული გმირები, ისეთნი, რომელთაგანაც ბრძოლა და გაუტეხელობა ისწავლონ ჩვენმა შვილებმა. მაშინ განვიზრახე ეს წიგნი. სტალინის თემა უდიადესია საბჭოთა ლიტერატურის თემატიკაში. მე ვერ ვბედავდი ამ საქმის დაწყებას. მერე ის იყო ჩვენი კულტურის გულისხმიერი მესვეური ამხანაგი ლავრენტი ბერია დამეხმარა და გამაბედვინა ამ ფრიად საპასუხისმგებლო საქმისათვის ხელი მომეკიდა.
ამ გიგანტური პიროვნების მხატვრული განსახიერებით მე მინდა ვაჩვენო ჩვენს ახალ თაობას, თუ ვისგან ისწავლონ კეთილშობილი შრომა, თავგანწირული ბრძოლა, სულიერი რაინდობა, ხალხის სიყვარული და ვაჟკაცობა".

* * *
კომუნისტური ეპოქის მხატვრულ ლიტერატურაში და არა მარტო სსრკ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში არსებობდა მრავლისმეტყველი ლენინიადა და სტალინიადა. საქართველოში ამას ბერიაც ემატებოდა. ეს ყველასათვის კარგად ცნობილია, ვისაც პოეზია უყვარდა და თვალყურს ადევნებდა მას. განსაკუთრებით გასაკვირი აქ არაფერია. ყველა დროში და ყველა ქვეყანაში არსებობდა სახოტბო ლირიკა და იყვნენ კარის პოეტები. არა თუ მეფეებს, ცალკეულ ფეოდალებსაც ჰყავდათ შესხმა-ქების ოსტატები და ხშირად ძალიან ნიჭიერნიც. სახოტბო ლირიკის უმშვენიერესი სტრიქონებია "ვეფხისტყაოსანში" ("თამარს ვაქებდი მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული..."), რომ არაფერი ვთქვათ "თამარიანსა" და "აბდულმესიაზე". ალექსანდრე პუშკინსაც უძღვნია ამაღლებული სტროფები ალექსანდრე პირველისადმი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ნიკოლოზ პირველისადმიც კი. თუმცა პოეტს ბევრი არაფერი ჰქონდა სასაყვედურო ხელმწიფისადმი. ნიკოლოზ პირველი ყოველთვის ყურადღებით ეპყრობოდა მას. როცა ალექსანდრე პუშკინი დუელში დაიღუპა, მთელი რუსეთი გააკვირვა მეფის გულუხვობამ პოეტის ოჯახისადმი. პუშკინის სიკვდილის მერე, ციმბირში, მარია ვოლკონსკაიას პეტერბურგიდან ეკატერინა კინდიაკოვა-რაევსკაია წერდა:
"მართლაც ხელმწიფემ უსაზღვროდ ბევრი გააკეთა მათთვის (პუშკინის ოჯახის წევრებისათვის - ა.ბ.). ჯერ ათი ათასი მანეთი მისცა საწყალი პუშკინის დასამარხავად. გადაიხადა ყველა მისი ვალი. დაგირავებული მამული დაიხსნა ვალებისაგან. პენსიით, თერთმეტი ათასი მანეთით, უზრუნველყო მისი ქვრივი და შვილები. როგორც კი მისი ბიჭები იმ ასაკისა გახდებიან, როცა პაჟთა კორპუსში იღებენ, მათ მაშინვე გაამწესებენ იქ" ("ლიტერატურნაია გაზეტა", 1994, N6).
ეტყობა მათი ურთიერთობა მთლად ისეთი არ იყო, როგორც კომუნისტი ლიტერატურისმცოდნეები გვატყუებდნენ.
არც ევროპელ პოეტებს უთაკილიათ სახოტბო პოეზიის სამსახური. აზიაში ხომ ეს მწერლის უპირველეს მოვალეობად ითვლებოდა.

სტალინი
ალბერ კამიუ "მეამბოხე ადამიანში", სადაც მარკიზ დე სადის შემოქმედებაზე ლაპარაკობს (მსჯელობს), წერს - Сад замышляет покушение на мироздание: "Я ненавижу природу... Я хотел бы ее планы, преградить ей путь, остановить движение светил, сотрясти планеты, плавающие в космических пространствах, уничтожить все, что служит природе, и способствовать всему, что ей вредит, короче говоря, оскорбить природу в ее созданиях, но я не в состоянии этого добиться".
კამიუ: - "Все разрушать невозможно, всегда обнаруживается остаток".
- "Быть может, мы смогли бы взять штурмом солнце, отобрать его у Вселенной или же воспользоватся им и устроить мировой пожар. Вот это были бы преступления".
ეს იქნებოდა დანაშაული, მაგრამ არა საბოლოო დანაშაული. რაღაც კიდევ არის გასკეთებელი და აი აქ ჯალათები მუქარით უყურებენ უკვე ერთმანეთს.
კამიუ: "Они одиноки, и правит им единственный закон - закон силы. Поскольку палачи приняли его, будучи владиками, они уже не могут отвергнуть его даже тогда, когда он оборачивается против них. Всякая власть, всякие силы стремится быть единственным и одинокой".
. . .
"В таком случае самое грандиозное разрушение совпадает с самым ложным утверждением".
"მეამბოხე ადამიანში" კამიუ აციტირებს ფრანგ მწერალს (სიურრეალისტი) რაიმონ კენოს (1903-1976), რომელსაც უთქვამს - цель всякой интеллектуальной жизни - стать Богом. ბოდლერსაც იშველიებს - Подлинный святой, - это тот, кто сечет кнутом и убивает народ ради блага народа.
კამიუს არმან ხუგ-ის სიტყვებიც მოჰყავს - несмотря на ницшеанскую атмосферу этих произведений, Бог там еще не умер.
ეს ახალი ეტაპი იქნება, დაკავშირებული ნიცშეს სახელთან.
დოსტოევსკის "все дозволено", თუ არ არის ღმერთი, სულის უკვდავება, სამართლიანობა... все дозволено-თი იწყებაო თანამედროვე ნიჰილიზმის ისტორია. დოსტოევსკიდან კამიუს გამოჰყავს დასკვნა - Владыки этого мира, после того как оспорена законность его власти, должен быть низвергнут, а его место занять человеком.
საერთო დასკვნა: - Единство мира, не осуществившися с Богом, отныне сделает попитку осуществиться вопреки Богу.
(ირემაშვილის ციტატი - თანაგრძნობა ადამიანისადმი).
სამყარო შეიცვალოს (მარქსი) ახალი ადამიანის შექმნა (ფოიერბახი. კამიუსთან)
"Град божий и град человеческий" (კამიუ. გვ.293).
"ფილოსოფოსები მხოლოდ სხვადასხვანაირად განმარტავდნენ სამყაროს, მაგრამ საქმე ისაა, რომ იგი შეცვლილი იქნეს" (მარქსი და ენგელსი, რჩეული ნაწერები, ტ.I, 1975, გვ.4).

* * *
იოსებ ჯუღაშვილი და იოსებ ირემაშვილი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. რევოლუციური საქმიანობა რომ დაიწყეს, ერთიც სოციალ-დემოკრატი გახდა და მეორეც, ოღონდ იოსებ ჯუღაშვილი სოციალ-დემოკრატიის ბოლშევიკურ ფრთას მიეკედლა, ხოლო ირემაშვილი - მენშევიკურს. მათი მეგობრობა მაინც გრძელდებოდა. შუღლი მერე ჩამოვარდა, როცა 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და რუსეთის იმპერიას გამოეყო. მენშევიკი სოციალ-დემოკრატი იოსებ ირემაშვილი საქართველოში დარჩა. დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობას შეუდგა, სხვა თანამოაზრეებთან ერთად. იოსებ ჯუღაშვილს კი სხვა გეგმები ჰქონდა. იგი ჯერ რუსეთის უზარმაზარი იმპერიის თავკაცობას უმიზნებდა. მერე, ვინ იცის; მსოფლიო პროლეტარული რევოლუციაც მოეწყო და ამით მსოფლიო იმპერატორობისთვისაც ხელი გამოეკრა.
ორი გორელი ბიჭის გზა სამუდამოდ გაიყარა.
1921 წლის თებერვალ-მარტში დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველო დამარცხდა. იგი ისევ რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. იძულებით იოსებ ირემაშვილიც ემიგრაციაში აღმოჩნდა. დარჩენილი ცხოვრება მან უცხოეთში გაატარა, სიდუხჭირესა, სიღატაკეში და უმიზნო არსებობაში. მსოფლიო პროლეტარიატის ბრძენ ბელადსა და მასწავლებელს ბავშვობის მეგობარი არასოდეს გახსენებია. იოსებ ირემაშვილს კი იოსებ სტალინი არასოდეს დავიწყებია. მუდამ ახსოვდა და ბოღმა ახრჩობდა: დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს დაცემა-დამარცხებას მას აბრალებდა და წყევლა-კრულვას უთვლიდა. 1932 წელს იოსებ ირემაშვილმა გერმანიაში, გერმანულად, პატარა წიგნი გამოსცა - "სტალინი და საქართველოს ტრაგედია". უკვე სახელწოდება ცხადად მოწმობს, რა განწყობილებით არის წიგნი დაწერილი. მაგრამ მეგობრისადმი ყმაწვილკაცობის სიყვარულმა მაინც გამოჟონა. კერძოდ: 1907 წლის ნოემბერში სტალინის პირველი ცოლი ეკატერინე სვანიძე გარდაიცვალა. 22 წლის გამოეთხოვა იგი წუთისოფელს. ეკატერინე სვანიძე-ჯუღაშვილი კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს. იმ სამგლოვიარო დღეებში ირემაშვილი მეგობარს ერთი წუთითაც არ მოშორებია. როცა სასაფლაოს ეზოში შევედითო, - იხსენებს იოსებ ირემაშვილი, - სტალინი კუბოს მისშტერებოდა. თვალს არ აცილებდაო. მერე მკლავზე დამეყრდნო, ჩემსკენ დაიხარა და მითხრა: "- სოსო, ამ არსებამ შეარბილა ჩემი ქვის გული. იგი მოკვდა და მასთან ერთად, უკანასკნელი თბილი გრძნობა ადამიანთა მიმართ" ("Soso, dieses Wesen hat mein steinernes Herz weich gemacht; Sie ist gestorben und mit ihr letzte warme Gefuehle fuer die Menschen").

სტალინიადა

* * *

პეტრე ჩერკასოვის წიგნში "კარდინალი რიშელიე" მოყვანილია რიშელიეს თანამედროვე პოეტის პოლ სკარონის (Скаррон) სტრიქონები ლექსის - Безгрешный ангел или демон - Судите сами, кем я был.
რიშელიეს ბედს სხვა მხრივაც დაემთხვა სტალინის ბედი.
1793 წლის 5 დეკემბერს, ანუ საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის კალენდრის მიხედვით, რესპუბლიკის მეორე წლის 15 ფრიმერს, აზვირთებული ბრბო სორბონის ეკლესიაში შევარდა და რიშელიეს აკლდამას მივარდა. დალეწეს მოქანდაკე ჟირარდონის (Жирардон) ქმნილება - რიშელიეს ქანდაკება. გააღეს აკლდამა, დაგლიჯეს რიშელიეს გვამი და სათამაშოდ მიუგდეს პარიზელ ქუჩის ბიჭებს. ისინი კარდინალის თავს ბურთივით დააგორებდნენ ქუჩებში და სიცილით იჭაჭებოდნენ (იმ დღეს კიდევ 48 საფლავი გაიძარცვა). აბატმა ბაშანმა მოიპარა რიშელიეს თავის ქალა და დამალა. ვიღაც ქვისმთლელმა რიშელიეს მოგლეჯილი (ბეჭდიანი) თითი შეინახა. ასე შეგროვებული ძვლები ყოვლისშემძლე კარდინალისა დიდხანს ინახებოდა ოჯახებში როგორც რელიქვია. მანამ, სანამ, ნაპოლეონ მესამის ბრძანებით, 1866 წელს ეს ნეშთი კარდინალისა არ შეაგროვეს და 15 დეკემბერს ზარზეიმით არ დამარხეს სორბონის უნივერსიტეტის ეკლესიაში (გვ.5-6).
ეს ბრბოს თვისებაა: ცოცხალ დიქტატორს ეთაყვანება, ემონება, მის ნატერფალს კოცნის. მკვდარს კი საფლავიდან თხრის.
ბრბოს მარტო ქუჩის მაწანწალები არ შეადგენენ. ბრბოს ხშირად თანამდებობები უპყრია ხელთ და მაღალ სკამზეა წამოსკუპული. ამ ბრბოსაც იგივე თვისება აქვს, რაც მაწანწალებისას. რიშელიეს ბედი განმეორდა. 1961 წელს სტალინის ცხედარი გამოიტანეს მავზოლეუმიდან და იქვე მეზობლად დაფლეს.
8 წელიწადი უტრიალებდნენ გარშემო მკვდარს და ვერაფერი გაბედეს.
ნაპოლეონი და გოეთე (კ.გამსახურდია - სტალინიადა. ისტორიას არ უყვარს сослагательное наклонение - ასე რომ ყოფილიყო. ჟორესი - როგორი სიტყვა უნდა ეთქვა ლუი XVI ადვოკატს... ეს სასაცილოა.

* * *
ისტორიაში არაფერი ხდება შემთხვევით. რაც მოხდა, ის აუცილებელია და ვერც სხვაგვარად მოხდებოდა. ჩვენ მეტნაკლები სიზუსტით შეგვიძლია ავხსნათ რატომ მოხდა. ყველა ისტორიულ ფაქტს შინაგანი კანონზომიერება აქვს.

* * *
აშშ-ელი პოეტი ეზრა პაუნდი აღტაცებული იყო მუსოლინით ("Иностранная литература", 1991 г. N2) ომის დროს იტალიაში ცხოვრობდა და აშშ-ის წინააღმდეგ მოუწოდებდა. ომის მერე დააპატიმრეს. აშშ-ში მოღალატეს ეძახდნენ. ლანძღავდნენ. მერე შეშლილად გამოაცხადეს. 12 წელიწადი იყო ფსიხუშკაში. აშშ-ის ხელისუფლებას ეხვეწებოდა: იაპონიაში მარკარტურს დავეხმარები. მან კონფიციუსის შესახებ არაფერი იცის, უიმისოდ კი იაპონიაში, რას გახდებაო. ფიქრობდა რამდენიმე თვეში ესწავლა ქართული, სტალინს მშობლიურ ენაზე დალაპარაკებოდა და აშშ-ის კონსტიტუციის უპირატესობა დაემტკიცებინა.

* * *
მუსოლინი ტომას ჯეფერსონის გამგრძელებლად მიაჩნდა (საინტერესოა ედ.გიორგაძის პარალელი - ჯეფერსონი გამსახურდია). არ უყვარდა აშშ.
არც კნუტ ჰამსუნს უყვარდა აშშ. ისიც ვერ იტანდა. მას ნაციზმი მოსწონდა და თანამშრომლობდა კიდეც.

* * *
რობერტ მუზილი "უთვისებო კაცში" პირველი მსოფლიო ომის წინაპერიოდზე ამბობს - Мир ведь лишился не только бога, но и черта тоже.
* * * სტალინი (ახსნა)
1. მთავრობის დაკვეთა
2. ეროვნული ენერგიის მაგიერ პიროვნულით აღტაცება
3. მითოლოგიზირება ადამიანის, რაკი ღმერთი უარყოფილი იყო

* * *
ისიც, რომ სტალინი ბუში იყო, უკვე მეტყველებს მის მითოლოგიურობაზე. უკვე არ შეიძლება, რომ იგი ნორმალურად დაბადებულიყო. ყველაფერით ნორმალურობას ეწინააღმდეგება იგი.

* * *
დიქტატორი. რა აქვთ საერთო
1. კალიგულას და ნერონის თვისებები (სვეტონიუსი)
2. ჩინგისხანი, რომ უმანკოდ ჩაისახა.
"...Все тираны с некоторыми незначительными оттенками вероломства и жестокости похожи друг на друга" (რობესპიერი) - ყველა ტირანი, გარდა ვერაგობისა და სისასტიკის ზოგიერთი უმნიშვნელო ელფერისა, ერთმანეთს ჰგავს (Максиммилиан Робеспьер - Революционная закконность и провосудие, 1959 г. გვ.204).

* * *
თემურლენგის წინაპრის ჩინყიზის დაბადებაც ისე მოხდა, როგორც ქრისტესი. დედამისს ქმარი არ ესვა. "იხილეს მსგავსი ნათლისა ხელოვნებათა ბელიარისა". როცა ყმაწვილი დაიბადა "უწოდეს ყრმასა მას ძედ ნათლისად" (გვ.7. ბერი ეგნატაშვილი - "ახალი ქართლის ცხოვრება", 1940 წ. ამასვე გვეუბნება "კურიერ იუნესკო", 1989 წ. ნოემბერი გვ.39. Алан-ка - Отец свет).
Люцифер умер вместе с Богом, и из его праха возник жалкий бес, который и сам уже не видит, куда его несет. (კამიუ, გვ.352).

* * *
სტალინის კულტი ქართულ პოეზიაში იმითაც არის გამოწვეული, რომ 20-იან წლებში, დემოკრატიული საქართველოს დამარცხების გამო დიდი ნიჰილიზმი იყო ქართულ მოაზროვნე საზოგადოებაში (იხ."მწერლობის მოთვინიერება", "მთვარის მოტაცება", I, 234-5).
ამ ნიჰილიზმს სტალინის ძალისადმი რწმენით ოპტიმიზმი დაუპირისპირდა (გამსახურდიას სიტყვები). თუ საქართველო უძლურია, სამაგიეროდ, იგი განსაკუთრებულ პიროვნებებს წარმოშობს.

* * *
ქართველს მთხლე ბუნება აქვს. თუ სიძნელე შეხვდება, მაშინვე ტყდება და იწყებს წუწუნს - ეს რა ხალხი ვყოფილვართ, ეს რა საზიზღარი ქვეყანაა (თ.კვაჭანტირაძის ნათქვამი), აქ ცხოვრება არა ღირს. ამას მწერლობა უნდა დაპირისპირებოდა, რადგან 1921 წლის დამარცხებისა, დასმენა-დაპატიმრებების შემდეგ საქართველოში საშინელი განწყობილება შეიქნა, ისე როგორც დღეს. ამიტომ გაჩნდა სტალინის დიდება, სამშობლოს დიდება. ამით იყო პასუხი - არ ვართ ცუდი.